ეს ძველი სახლი არავის აინტერესებდა სანამ არ აღმოაჩინეს, რომ ის ერთადერთია

პენსილვანიის შტატის ქალაქ იორკში ეს სახლი 1887 წელს აშენდა. ის ანა დედოფლის არქიტექტურულ სტილშია შექმნილი. ეს რომანტიული სტილი სხვა დანარჩენებისგან წვრილ-წვრილი არქიტექტურული დეტალების სიმრავლით გამოირჩევა. მისთვის დამახასიათებელია დეკორატიული ფასადი და დიდი ვერანდები.

ეს სახლი მრავალი წლის განმავლობაში ეულად იდგა, მასში არავინ ცხოვრობდა და შესაბამისად, ნელ-ნელა ძველდებოდა და ინგრეოდა. ფასადის დეკორატიული ელემენტები მტვერმა და ჭუჭყმა შთანთქა.

თუმცა, საბედნიეროდ, სახლის ახალმა მეპატრონეებმა სწორად შეაფასეს მისი პოტენციალი და ახალი საცხოვრებლის გარემონტებას სერიოზულად მოკიდეს ხელი, შედეგად კი სახლმა 5 საძინებლითა და სამი აბაზანით მეორე სიცოცხლე
შეიძინა.

ასე გამოიყურებოდა სახლი, როდესაც ის ახალმა მფლობელებმა შეიძინეს. ადგილობრივი მაცხოვრებლები დარწმუნებულენი იყვნენ, რომ ეს სახლი საცხოვრებლად აღარ გამოდგებოდა.

საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც ჭუჭყისა და მტვრის ქვეშ სახლის ჭეშმარიტი სილამაზე აღმოაჩინეს.

დღესდღეობით ამ ლამაზი სახლის შემყურემ ძნელია წარმოიდგინო, რომ აქ ოდესღაც ნეხევრად დანგრეული, მიგდებული შენობა იყო.

ფასადის განახლებამ დიდი დრო წაიღო, თუმცა ახალმა მეპატრონეებმა საამისოდ არც დრო და არც ენერგია არ დაიშურეს. ფერიც ისე შაერჩიეს, რომ არქიტექტურულ სტილს კარგად მორგებოდა.

საგულდაგული რესტავრაცია ჩატარდა სახლშიც.


იატაკი ხის არის. ფანჯრები აღადგინეს.

ყველა ოთახის წვრილ-წვრილი დეტალები შენარჩუნებული და აღდგენილია, რაც გადმოსცემს ეპოქის სტილს.

სახლის ინტერიერი განუმეორებელია და სხვადასხვა ფერთა გამაშია გადაწყვეტილი.

განსაკუთრებული ორიგინალურობით გამოირჩევა სამზარეულო. მიუხედავად უცნაური და განსხვავებული დიზაინისა, ის აღჭურვილია უახლესი ტექნიკით.

თითოეული საძინებელი თავისთავად უნიკალურია.

 სახლის სხვენი კაბინეტის ფუნქციას ასრულებს.

კომენტარები

ბაჩუკი 2018-09-18 10:33
მაკა, აღარ უნდა ბევრი ბაზარი, მე და შენ გადავდივართ ამ სახლში.
ნინო 2018-08-20 16:04
მართლცდა რა კარგი გემოვნბა ჰქონია ახალ მესაკუთრეს.
მაკა 2018-08-20 12:33
საოცრებაა! აუ ჩემი ოცნების სახლია!:) არც მეტი არც ნაკლები!:) პ.ს. ნუ ჩემს წარმომავლობას თუ გადავხედავ კიი კიი შემეფერება ზუსტადაც!:)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები