"დროა მიტოვებულ ეზოებს მივხედოთ... მერე მელაპარაკეთ მარიხუანას პლანტაციებზე..."

"გარდენია შევარდნაძის" მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"კანაფის და, საერთოდ, ყველა მცენარის მოვლას და მოსავლის მოწევას ბევრი შრომა სჭირდება...

ქვეყანაში, რომელიც ბადრიჯანს თურქეთიდან ყიდულობს, უშველებელი მანქანებით ჩამოდის მთელი ზამთარი ბროკოლით დაწყებული, ფორთოხლით დამთავრებული, ხილის და ბოსტნეულის უმრავლესობა, უცხო ქვეყნიდან, რატომ გგონიათ, რომ იგივე ხალხი მარიხუანას პლანტაციებში შრომით გაითანგება და ამით საკუთარ ოჯახებს არგებენ და ქვეყნის ეკონომიკასაც გააძლიერებენ?!

ტყუილად ენის ფხანა მგონია ეს ყველაფერი და საერთოდ, სამარცხვინოა ამაზე ლაპარაკიც კი...

დროა მიტოვებულ ეზოებს მივხედოთ, ძველი ტრადიციული ჯიშები
შევინარჩუნოთ, ვთესოთ, დავრგოთ, დავამყნოთ, შვილები გვერდით დავიყენოთ და შრომას მივაჩვიოთ, მაშინ ნაკლები დრო გვექნება მსგავსი გასართობებისთვის და გვეცოდინება მაინც, რითი ვიკვებებით...

ჯერ გორში იმდენი ვაშლი გავაშენოთ, ზამთარში ირანული გოროხებივით ხილი არ დაგვჭირდეს, ფორთოხალი საბერძნეთიდან კი არა ქობულეთიდან უნდა მოდიოდეს, სტაფილო - მარნეულიდან და არა სომხეთიდან, ბროწეული მცხეთური ჯობია აზერბაიჯანულს, თურქულ თეთრი არმატურებიან პამიდორს - ქართული ხარისგულა რომ შეცვლის ჩვენ ბაზრებში, მერე მელაპარაკეთ მარიხუანას პლანტაციებზე...

თავმოყვარეობაც კაი საქონელია!!!“ - წერს შევარდნაძე.

კომენტარები

Nicholas 2018-10-04 02:27
მარიკა-ს. ჩვენს სოფლის მეურნეობას ყოფა სწორედ სააკაშვილმა და ბენდუქიძემ რომ უტირეს არ იცით? თვითონ არც მალავდა ბენდუქიძე: სოფლის მეურნეობა საწირო არ არისო
მარიკა-ს! 2018-09-28 05:33
ქართველი ერის სირცხვილის, "მსოფლიო პოლიტიკოსის", 9 წლიანი მართველობისას, სულ ქართულს ჭამდი მარიკა. თუ აქ არიყავი, ალბათ საზღვარგარეთ, ლოგინად ჩავარდნილ მოხუცს უვლიდი.
მარიამი 2018-09-21 00:08
ღმერთმა გაგახაროს მართალი სიტყვისთვის
მარიკა 2018-09-18 01:24
გამოაქვეყნეთ გთხოვთ. მადლობთ
მარიკა 2018-09-18 01:23
გაიხარეთ მაგ სიტყვებისთვის!!!
ჩვენ მთავრობა დიდი ხანია აღარ გვყვავს ბატონ სააკაშვილის მერე!!! კიდევ ვიმეორებ სააკაშვილის მერე, ადამიანი,რომელსაც მსოფლიო სცემს პატივს...ნამდვილ პოლიტიკოსს, უნიჭიერესს და საქართველოს მოყვარულს...
ხილ- ბოსტნეულის არ იყოს, საიდანღაც შემოტანილ ნაგავს ჭამენ ჩვენი შვილები, იყიდეთ მარტო ქართული და საქართველოში მოყვანილი. (იმ პროდუქტს თვითონ არ მიირთმევენ იმპორტიორი ქვეყნები) სხვისას ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ და ჩვენსას ყოველთვის ვასამარებთ!!!!
ნეტავ, როდის მოეგება ქართველი ხალხი გონს!! ქართველების დიდი პრობლემა გაუნათლებლობაა!!!!!!!!!!

კომენტარის დამატება