როგორ დავიცვათ საკუთარი ბინა ძარცვისგან

საკმაოდ გავრცელებული სიტუაცია: ბრუნდებიან ადამიანები შვებულების შემდეგ, გარუჯულები, ბედნიერები და რას ხედავენ - მათ სახლში ვიღაც სტუმრობდა, ბინა ცარიელია, ჭაღისა და უნიტაზის გარდა აღარაფერია. იმისათვის, რომ ზღვის სანაპიროზე წამოწოლილი იმაზე არ ფიქრობდეთ, სანამ თქვენ ისვენებთ, ვინმე თქვენს ბინას ხომ არ ძარცვავს, ჯობს თადარიგი წინასწარ დაიჭიროთ და თავი დაიზღვიოთ.

გისოსები და რკინის კარი დიდი დაბრკოლება როდია მძარცველებისთვის, უფრო მეტიც, ფორტიფიკაციული მოწყობილებები უფრო იზიდავთ ქურდებს, ის სახლის მფლობელის კეთილდღეობის ინდიკატორია.

აბა რა ვქნათ, როგორ დავიცვათ ჩვენი სახლი მძარცველებისგან? არსებობს 13 ე. წ. ხრიკი,
თუ როგორ არ უნდა მივიქციოთ მძარცველების ყურადღება. ზოგი რჩევა კერძო სახლის მფლობელებს გამოადგებათ, ზოგი - კორპუსის მაცხოვრებლებს.


1. ძარცვისაგან თავდაცვა


ნუ იჩქარებთ და დასასვენებლად წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში ხმამაღალ განცხადებებს ნუ გააკეთებთ. თავი შეიკავეთ ზღვის სანაპიროზე და აეროპორტში გადაღებული ფოტოების დადებისგან. მეზობლებსაც ნუ "მოსდებთ", რომ სახლს ცარიელს ტოვებთ.


2. ისარგებლეთ მძარცველების ტაქტიკით


ისარგებლეთ მძარცველების ტაქტიკით საკუთარ სახლთან მიმართებაში. ეცადეთ ბინა დატოვოთ დილით ადრე ან გვიან ღამით, ეს პროცესი ძალიან თვალშისაცემი რომ არ იყოს.

შეარჩიეთ ერთგული, სანდო მეზობელი და სთხოვეთ დროდადრო ყურადღება მიაქციოთ თქვენს ბინას, აიღოს კარში დატოვებული ქვითარი ან გაასუფთავოს საფოსტო ყუთი.


3. დაამონტაჟეთ სანდო საკეტი


მძარცველებისთვის ძალიან ნიშვნელვანია საკეტი, მათთვის მთავარია, კარი მალე და უხმაუროდ გააღონ, კარგმა, ხარისხიანმა საკეტმა კი შესაძლოა ამ მხრივ პრობლემა შეუქმნას.


4. თან წაიღეთ პასპორტი და მართვის მოწმობა


თქვენი პირადი საბუთები მძარცველებმა შესაძლოა ძალიან ცუდი მიზნებისთვის გამოიყენონ. ამიტომ, ყოველთვის წაიღეთ პასპორტი და მართვის მოწმობა.


5. ბებიების მეთოდი


სასაცილოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ სთხოვეთ კარის მეზობელს, სადარბაზოს დალაგების დროს თქვენი ფეხის საწმენდიც გარეცხოს. სველი ფეხსაწმენდი ქურდებისთვის დიდი დაბრკოლებაა.


6. რადიო


დატოვეთ ჩართული რადიო, ამით თქვენ ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ. ჯერ ერთი, თქვენ შექმნით ილუზიას, რომ სახლში ვიღაც არის და მეორე, მოტრიალე ელექტრომრიცხველი დაარწმუნებს მძარცველებს, რომ სახლში ვიღაც არის.


7. მძარცველებს აფრთხობს ახლად გაკრეჭილი გაზონი


თუ გაზონი ახალი გაკრეჭილია და ყვავილები ახალი მორწყულია, იქ მძარცველები ნაკლებად გაბედავენ შესვლას.


8. შეიძინეთ ძაღლის ყეფის იმიტატორი



არსებობს სპეციალური მოწყობილობა, რომელშიც არის დაფიქსირებული ძაღლის ყეფის იმიტატორი. ეს მოწყობილობა ძალიან კარგად მუშაობს და გირჩევთ მის შეძენას. ის კარგად მუშაობს კერძო სახლის შემთხვევაში.


9. დაამონტაჟეთ განათება, რომელიც აფიქსირებს მოძრაობას



ასეთი განათება მძარცველებისთვის საკმაოდ უხერხული მომენტია, ამიტომ ისინი თავს შეიკავებენ ამ სიტუაციაში ბინაში შეპარვისაგან.


10. დაამონტაჟეთ სიგნალიზაცია
როდესაც ქურდებმა იციან, რომ სახლში არის სიგნალიზაცია, არ რისკავენ.


11. დააყენეთ კამერები


არ არის აუცილებელი, რომ სისტემა მაინცდამაინც მუშაობდეს. მთავარია, რომ ის ვიზუალურად ჩანდეს.


12. ფანჯრები დაამონტაჟეთ სწორად



უმეტესად ბინის ქურდები ბინაში ფანჯრით შედიან. ყველაზე ხშირად ეს ეხება პირველ-მეორე და ბოლო სართულს.


13. ნუ დატოვებთ გასაღებს თვალსაჩინო ადგილას



ეცადეთ, რომ გასაღები არასდროს მოხვდეს სხვა ადამიანის თვალთახედვის არეში. ის შესაძლოა მძარცველების დოვლათად იქცეს.

წყარო

კომენტარები

ლია 2022-08-02 17:38
ჟურნალისტმა, რომელიც ამ თემაზე წერს, უნდა იცოდეს რომ ქურდობა და ძარცვა სხვადასხვა რამეა... ქურდობაა როცა პატრონი სახლში არაა და შეიპარება ვინმე, ძარცვა კი ქონების აშკარა გატაცებაა, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის არასაშიში ძალადობის გამოყენებით...
დოვლათი: 2021-12-21 18:47
"ნებისმიერი სახის საქონელი, სიმდიდრე, სიუხვე, ბარაქა" - რატომ არ შეიძლება ეხმარა ავტორს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით?!
დათო 2021-12-21 10:57
დოვლათი არა პრასი :) სიტყვების მნიშვნელობა ისწავლეთ.
სტატუს ქუო 2021-12-17 17:32
გასაღები დოვლათის ვერ იქცევა,რადგან სულ სხვა რამეს ნიშნავს აი,ნადავლად კი შეიძლება იქცეს.

კომენტარის დამატება