ამის გარეშე სახლი არ იქნება სიმყუდროვის, წარმატების და ბედნიერების მომტანი თქვენთვის - ქართველი ფენშუისტის რჩევები

ფენ შუი ძველი აღმოსავლური ხელოვნებაა, რომლის თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი. ქართველი ფენშუისტი ეკა კვარაცხელია ფენ შუის ხელოვნებას 10 წლის წინ ეზიარა. ის ეხმარება ადამიანებს როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის სწორად მოწყობაში, რათა ადამიანი იმყოფებოდეს დადებითი და უარყოფითი ენერგიების დაბალანსებულ გარემოში.

- ფენ შუი არის ჩინური ტრადიცია. ეს არის ცოდნა, სწავლება, რომელიც ადამიანის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის წარმატებისკენ. ფენ შუი სწავლობს ჩვენი სახლის, ოფისის, ნაგებობის, ენერგო პოზიტიურ და ენერგო ნეგატიურ
ზონებს. ქართველმა ადამიანმა ოდითგანვე იცოდა, რომ არსებობდა სიბრძნეები, რაც დაკვირვებების შედეგად მიიღწეოდა. ფენ შუი არის ზოგადსაკაცობრიო სიბრძნე, რომელიც ჩინელებმა აიღეს, ერთ წიგნად შეკრეს და უწოდეს ფენ შუი, რაც ჩინურად ქარს და წყალს ნიშნავს. ისინი ამ პრინციპებს ითვალისწინებენ დღესაც და ყველა ნაგებობას, სახლს, ოფისს, სკვერს, სკოლებს და ა.შ. ფენ შუის პრინციპებით აგებენ. მოგეხსენათ, დღეს ჩინელები მსოფლიოში როგორი წარმატებით სარგებლობენ. ფენ შუის სპეციალისტი ეხმარება ადამიანებს როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის სწორ მოწყობაში, რათა ადამიანი იყოს წარმატებული და მოიზიდოს იღბალი, შეძლოს თავისი შესაძლებლობების სასიკეთოდ რეაბილიტაცია და სწორად გაიაროს სულიერი ევოლუციის გრადაციის გზები. ფენ შუი ეხმარება ადამიანს სიმშვიდის, ნეტარების მოპოვებაში და მის შენარჩუნებაში. ამისთვის ის იძლევა რეკომენდაციებს და სიმბოლოების დახმარებით ქმნის თქვენს გარშემო სილამაზეს, რომელიც უსასრულო და მუდმივად მზარდია.

- თქვენ როგორ შეიტყვეთ ფენ შუის შესახებ?
- სრულიად განსხვავებული პროფესია მაქვს. ყოველთვის მაინტერესებდა ასტროლოგია. დაახლოებით ათი წლის წინ ჩემს სახლში სტუმრად მოვიდა ფენ შუის ტიბეტელი სპეციალისტი. მან გარკვეული შენიშვნები შეიტანა ჩემი სახლის ინტერიერში. მქონდა გადაცდენები სამზარეულოში და შესაძლო იყო ამას პირად ცხოვრებაზე მოეხდინა გავლენა. მაგალითად, გაზქურა და წყალი იყო გვერდიგვერდ დამონტაჟებული. მან ამიხსნა, რომ ეს არ არის სწორი და მირჩია დამეშორებინა ისინი ერთმანეთისგან. ამიხსნა, სად რა უნდა დამედგა. თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ყველაფერს, გამეცინა, მაგრამ შემდეგში მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ადამიანის ცხოვრებაში, ინტერიერში სწორად განთავსებული ნივთები. ამ ადამიანმა ჩინეთიდან გამომიგზავნა ლიტერატურა, რომელიც ინგლისურ ენაზე იყო. ვთარგმნიდი ინფორმაციებს, ვამუშავებდი და იმდენად გამიტაცა, რომ ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ფენ შუი არ არის ადვილი მეცნიერება, თუმცა დიდ სიამოვნებას განიჭებს. თუ ეს შინაგანად შენი არ არის, ამის სწავლა შეუძლებელია.
როცა გარკვეული ცოდნა შევიძინე, მოვაწყვე ჩემი სახლი, ამის შემდეგ დავეხმარე ჩემს მეგობრებს, ახლობლებს და ვხედავდი, როგორ იცვლებოდა მათი ცხოვრება სასიკეთოდ. დღეს უკვე ადამიანები ხვდებიან, რომ ფენ შუი, ბალანსი, წონასწორობა, ანუ ჰარმონია საჭიროა იმ სივრცეში, სადაც ვცხოვრობთ. თუ თქვენ აღმოჩნდებით ზონაში, რომელსაც წარუმატებლობის ზონა ჰქვია, როგორი პოტენციალის მქონე ადამიანიც არ უნდა იყოთ, ეს ზონა ვერ მოგიტანთ წარმატებას. სახლი, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ოფისი სადაც თქვენ მუშაობთ, ეს არის თქვენი წარმატების მომტანი, ან პირიქით, წარუმატებლობის მომტანი. წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ მაგიდასთან და მუშაობთ, თუ ეს არ არის თქვენთვის წარმატების მომტანი ზონა, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ დისკომფორტს მუშაობის დროს. ამან შესაძლოა გარკვეულწილად მოგიტანოთ ისეთი სახის პრობლემები, როგორიცაა ადვილად დაღლა, თავის ტკივილი და სხვა. საკმარისია გადავდგათ თქვენი მაგიდა თქვენთვის ერთ-ერთ წარმატებულ ზონაში, დამერწმუნეთ უმალ მოიმატებს შრომისუნარიანობის კოეფიციენტი. და თქვენი საქმიანობა იქნება წარმატებული.

- როგორ განსაზღვრავთ ამ ზონებს?
- ფენ შუი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: აღმოსავლური ასტროლოგია, გეოგრაფია, გეომანტია, ფსიქოლოგია, არქიტექტურა, მათემატიკა, ნუმეროლოგია და სხვა. ფენ შუის აქვს მათემატიკური გამოთვლები, რის შედეგადაც ისაზღვრება ეს ზონები. თითოეულ ადამიანს სხვადასხვა მიმართულებები აქვს წარმატების.

- როცა ადამიანი სახლის აშენებას გადაწყვეტს, ფენ შუის პრინციპებით, როგორ უნდა შეარჩიოს ნაკვეთი, სადაც მისი სახლი უნდა აშენდეს?
- წარმატების და ბედნიერების მომტან ადგილად მიიჩნევა ნაკვეთი, რომლის კონტურებიც მოგვაგონებს წარმატების სიმბოლოს. ჩინელებისთვის ასეთია გველეშაპის თავი, პეპელა, ღამურა, ყვავილი და სხვა. თუ ნაკვეთს აქვს ფორმა ამ რომელიმე კეთილშობილი სიმბოლოსი, ყოველთვის იქნება წარმატებული. უნდა ერიდოთ ნაკვეთებს, რომელთა კონტურები გამოსახავენ მტაცებელ ცხოველებს: არწივს, მგელს, ვეფხვს და ა.შ. ასეთი ფორმის მიწის ნაკვეთებს შეუძლიათ ზიანისა და ავადმყოფობს მოტანა. გირჩევთ სიფრთხილით მოეკიდოთ მსგავსი გამოსახულების შვერილებს, რომელიც იქნება საფრთხის შემცველი თქვენი სახლისთვის. შეარჩიეთ ადგილი დაფარული მოწითალო ნოყიერი ნიადაგით. მიიჩნევა, რომ ასეთი ნიადაგი გაჟღენთილია „გველეშაპის სუნთქვით“, მხედველობაში გვაქვს ენერგია, რომელსაც მოაქვს კეთილდღეობა.
მინდა აღვნიშნო, რომ ფენ შუი არ არის მისტიციზმი, ეს არის ხელოვნება, ჩვენ უბრალოდ სახლში ნივთებს ვალაგებთ მათი ენერგოფუნქციური მახასიათებლების მიხედვით. მაგალითად, თუ ადამიანს საპირფარეშო განთავსებული არ აქვს წყლის სტიქიის ზონაში, რომელსაც მართავს წყალი, არამედ განთავსებული აქვს ცეცხლის სტიქიის ზონაში, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში პასუხისმგებელია მის პოპულარობაზე, წარმატებაზე, მაშინ წყალი რეცხავს ამ წარმატებას და როგორი წარმატებული ადამიანიც არ უნდა იყოთ, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენს წინსვლაზე. საპირფარეშო, წყალი უნდა განთავსდეს ჩრდილოეთით, რადგან ჩრდილოეთია პასუხისმგებელი წყლის სტიქიის კეთილდღეობაზე.

- დანგრევის პირას მყოფ ოჯახებს თუ მოუმართავთ თქვენთვის დასახმარებლად?
- არა მარტო დანგრევის პირას მყოფ ოჯახებს, დანგრეულ ოჯახებსაც კი მოუმართავთ და ფენ შუის მომსახურების შემდეგ მათი ცხოვრება სასიკეთოდ შეცლილა. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პრეზიდენტებს ჰყავთ თავისი ფენ შუის სპეციალისტები. მათი რჩევის გარეშე არ აწერენ ხელს მნიშვნელოვან დოკუმენტებს, არ გეგმავენ შეხვედრებს და ა.შ. ახლახან დონალდ ტრამპმა დაიქირავა ფენ შუის სპეციალისტი ჩინელი ქალბატონი, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. ტრამპმა მას ორი მილიონი დოლარი გადაუხადა, რომ მიეღო მისი მომსახურება.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ქართველი 2019-01-23 19:28
ნეტა შიგ არა გქონდეთ რა!
მცინარი ცარციძე 2018-10-31 21:56
რ საინტერესო ადამიანები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში ! ეს მეცნიერება იგივე სიბრძნე უკვე ათეულ საუკუნეებს ითვლის და უამრავი ადამიანის კეთილ განწყობაც მოუპოვებია, ეს არის უბრალოდ და გონივრულად ცხოვრების მოწყობა ლამაზად ჭკვიანურად ბინების გაწყობა რიტია ცუდი თვისებების მანიშნებელი ? ასეთი სკეპტიკოსები ნუ იქნებით უმჯობესია დაუჯეროთ ერთმანეთს და პატივი ვცეთ სხვის შეხედულელებს
დამეხმარეთ 2018-10-29 14:19
დასავლეთისკენ ჩემს საპირფარეშოში ხელსაბანია.,ჩრდილოეთით ვანა სამხრეთით უნითაზის მოწყობილობა რა ვქნა მითხარით.
ზ.კალორია 2018-10-26 14:02
გურულს რო უთხრა ფენ შუი
აი აფრენსო ვუი, ვუი, ვუი!
edika 2018-10-22 17:05
fensu arvici mee, magari qaliaaa es suratsi

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები