"დიზაინერისა და წინასწარ დაგეგმვის გარეშე გავაკეთე ყველაფერი" - როგორ აქცია შემოსავლის წყაროდ სახლი ძველი თბილისის ბინადარმა

მსოფლიოში პოპულარული, დამქირავებლებისა და გამქირავებლების კომუნიკაციის საიტზე, airbnb.com- ზე, ტურისტებზე, თბილისის ყველაზე მოთხოვნად ლოკაციებსა და ბინის ინტერიერზე გვესაუბრა შოთა ანდრიაძე, რომელმაც საკუთარი საცხოვრებელი ბინა სამ სივრცედ დაყო და შესანიშნავ შემოსავლის წყაროდ აქცია.

- რა არის airbnb-ი?
-თავიდან, არასწორი წარმოდგენა მქონდა აირბიენბისთან დაკავშირებით. 2008 წელს დააფუძნეს ეს კომპანია აშშ-ში, მთავარი პარტნიორი იყო ბრაიან ჩესკი, ახლა სიიო გახლავთ გენერალური დირექტორი. პირველად, ამ საიტის შექმნის იდეა ერთ ფესტივალზე გაჩნდა, გადატვირთული იყო ყველა სასტუმრო და ჰოსტელი. დამფუძნებლებს ჰქონდათ მხოლოდ გასაბერი საწოლი და პირველ განაცხადს
დაარქვეს „ეირბიენბი“, - ანუ Air Bed And Breakfast, გასაბერი საწოლი და საუზმე. შემდეგ, გაფართოვდა კომპანია და ამ ეტაპზე 10 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. დაემატა ტურები, სხვადასხვა აქტივობები. მომავალშიც ძალიან ბევრ სიახლეს გვპირდება აირბიენბი.

მე მცდარი შეხედულება მქონდა ადრე, მეგონა www.booking.com- ის იდენტური იყო აირბიენბი. რეალურად, იმდენად ადვილი პლატფორმაა და იმდენად მაგარი აქტივობებია, რომ შედარებაც არ შეიძლება.



- აირბიენბი-ს ჰყავს ქართველი მომხმარებელი?
- რა თქმა უნდა, ჰყავს. ძალიან დიდი ბაზაა. გასულ წელს, ზაფხულში მართვის მიმართულებით ისე აღვიქვამდი, როგორც www.booking.com -ს და შემთხვევით წავაწყდი განცხადებას, რომელმაც ყველაფერი თავდყირა დააყენა. მინდა მადლობა გადავუხადო ბრაიან ჩესკს ამ პლატფორმის შექმნისთვის და ბაჩოს, ვისაც სოლოლაკში ჰქონდა 12.5 კვადრატიანი სახლი და ძალიან აქტიურად აქირავებდა.

- აგვიღწერე პროცედურა...
- პირველ რიგში რეგისტრირდები, როგორც ფიზიკური პირი, ან თუნდაც რომელიმე ჯგუფის წარმომადგენელი, ქმნი ექაუნთს. არის ორი ტიპის მიმართულება - აირბიენბი როგორც მომხმარებელი და აირბიენბი როგორც მაპინძელი, ჰოსტი. გადადიხარ ჰოსტინგის სექციაში და ავსებ რამდენიმე სექციისგან შედგენილ ძალიან მარტივ კითხვარს. რეკომენდებულია მასპინძელმა საკუთარი ფოტო ატვირთო.
ჩემი ოჯახის საცხოვრებელი ბინა დავყავი სამ სივრცედ, ერთი 28 კვადრატული სტუდიო ძველი თბილისის პანორამული ხედებით ტერასიდან, სადა, აქტუალურ ფერებში - თეთრი, აკვამარინი და ხის დეტი. მეორე ტერასის გარეშე 42 კვადრატიანი სტუდიო, სხვა პიკანტური დეტალებით. მესამე სივრცეში ვცხოვრობთ მე და ჩემი ოჯახის წევრები. ყოველგვარი დიზაინერთან კონსულტაციისა და წინასწარ დაგეგმვის გარეშე გავაკეთე ყველაფერი, რაც საამაყო ნამდვილად არაა. ბოლოს ვფიქრობდი, როგორ შემეკრა ამდენი ფერი. თბილისს ყოველდღიურად ემატება ათეულობით ბინა, მოთხოვნაც დიდია.

- იაფად თუ შეგიძენია რამე, ძველებური, ლამაზი აქსესუარი ან ავეჯი?
- საშენი მასალები, ყველაფერი ძვირადღირებული და ხარისხიანი შევიძინე, რაც შეეხება ავეჯსა და დეკორაციას, კი, ბევრი იყო ასეთი რამ. ვნახე მეორადი ავეჯის საწყობი, სადაც უამრავი ლამაზი, დეკორატიული ნივთი შევიძინე იაფად და იყო ბევრი ახალიც. მეორე სტუდიის მოწყობა დავიწყე მედიტარიული აქცენტებით და შემდეგ გაუაზრებლად გადავედი მარაკეშულ აქცენტებში. საბოლოო ჯამში, მგონი მისია შევასრულე.



- სირთულეებზე რას იტყვი?
- ყველაზე დიდი სირთულე იყო კარგი ხელოსნის მოძიება, არ ვიცი არასწორად ვეძებდი თუ რა იყო ამის მიზეზი... მაგრამ ყველაზე დიდი დაბრკოლება მაინც ეს იყო. თუმცა ამასაც ჰქონდა თავისი დადებითი მხარეები. ხელოსნების ძიების პროცესი რაც უფრო იწელებოდა, მით უფრო დიდი დრო მქონდა აირბიენბის შესწავლისთვის. სწორედ უუნარო ხელოსნების დამსახურებაა, რომ დღეს ასე კარგად ვერკვევი ამ საკითხში (იცინის).
აირბიენბი-ს აქვს ორმხრივი შეფასების სისტემა ბუქინგისგან განსხვვებით, დამქირავებლები გვაფასებენ მასპინძლებს და ჩვენც შეგვიძლია შევაფასოთ დამქირავებლები. შეგვიძლია თვითონ შევქმნათ წესები ჩვენს სახლში. კლიენტი რომელიც ჯავშნის შენს ბინას, ავტომატურად ეთანხმება იმ წესებს, რომლებიც შენ შეადგინე და ატვირთე. მერე შენ აფასებ რამდენად კარგად იყო დაცული წესები. დამქირავებლები აფასებენ სისუფთავეს, ლოკაციას, კომფორტს. მეც ანალოგიურად, სისუფთავეს, კომუნიკაციას, ხმაურს... ჯერ-ჯერობით 75 ვიზიტამდე ვითვლით და ნეგატიური არაფერი ყოფილა ამ დრომდე.

- საიტს რას უხდით?
- 3 % საკომისიო თითოეული დაჯავშნილი სახლიდან.
იხილეთ სრულად


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები