სად უნდა დადგათ ნაძვის ხე, რომ მატერიალური კეთილდღეობა მოგიტანოთ - ფენშუისტის რჩევები საახალწლო ინტერიერისთვის


ახალი წელი კარს მოგვადგა. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2019 წელი ტახის წელია. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მისთვის სასურველი მასპინძლები ვიყოთ. რას გვიმზადებს ტახის წელი, როგორ შევეგებოთ მას, როგორ გავაწყოთ სადღესასწაულო სუფრა და სად დავდგათ ნაძვის ხე, ამის შესახებ ფენშუისტი ეკატერინე კვარაცხელია გვესაუბრა.
რა თქმა უნდა ფენშუიში გვაქვს სიმბოლოები და წლის ფავორიტი გახლავთ ტახი. 2019 წელს სახლში აუცილებლად უნდა გვქონდეს ტახის სიმბოლო. გარდა იმისა, რომ წლის ფავორიტია, ამასთან აღმოსავლეთში ტახი არის სიმდიდრის სიმბოლო. თქვენ თუ შეიძენთ ტახის ყულაბას, ჩათვალეთ, რომ სახლში
გექნებათ ორმაგი დატვირთვის სიმბოლო. ერთი როგორც წლის ფავორიტი და მეორე, როგორც სიმდიდრის სიმბოლო. თქვენ თუ ამ სიმბოლოს დადგამთ თქვენი სახლის სამხრეთ აღმოსავლეთ ზონაში, რომელიც პასუხისმგებელია ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობაზე, მაშინ ტახი უფრო მეტად გააძლიერებს თქვენი შემოსავლების ეგრეგოს.

საშობაო სუფრა
რაც შეეხება სადღესასწაულო სუფრას, მაგიდაზე აუცილებლად უნდა გვედოს სიმბოლოები. ახალი წლის ღამეს მთავარი სიმბოლო ჯერ კიდევ ძაღლია. ტახი შემოდის 2019 წლის 5 თებერვალს, ამიტომ მთავარი სიმბოლო მაგიდაზე არის ძაღლი. ძაღლს აუცილებლად უნდა დავუდოთ გვერდით ტახის სიმბოლო. ცენტრალურ ადგილას უნდა დავდოთ ლანგარი, რომელზეც დალაგებული იქნება ფორთოხალი და მანდარინი, ვინაიდან ესენიც გახლავთ სიმდიდრის სიმბოლოები. სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს ბრინჯი, ხორბალი ან სხვა მარცვლეული, რომელშიც ჩავყრით ორ ლარიან, ან ოც თეთრიან მონეტებს.
ტკბილეულობიდან ყველა მაგიდას უნდა ამშვენებდეს ტრუფელი, რომელსაც გარშემო უნდა შემოვუწყოთ დარიჩინის ჯოხები. აუცილებლად უნდა დავანთოთ სამი სანთელი, რადგან წლის რიცხვი არის სამი. აქედან ორი სანთელი უნდა იყოს ოქროსფერი და ერთი წითელი.
მათ, ვისაც სურს თავისი რჩეული იპოვოს, ან ყავს უკვე და დაოჯახება სურს, მაშინ მათ უნდა დაანთონ ორი წითელი სანთელი და ერთი ყვითელი სანთელი. შანდალში ორი წითელი სანთელი უნდა ენთოს ერთად, ხოლო ყვითელი ცალკე. მათ შორის დაშორება აუცილებლად უნდა იყოს 50 სმ.

სად უნდა დავდგათ ნაძვის ხე
თუ გვსურს მატერიალური კეთილდღეობა, ნაძვის ხე უნდა დავდგათ ჩვენი სახლის სამხრეთ აღმოსავლეთ ზონაში, რადგან ეს მხარე ფენშუის მიხედვით პასუხისმგებელია ფინანსურ, მატერიალურ კეთილდღეობაზე. ამ შემთხვევაში ნაძვის ხე უნდა მოირთოს ოქროსფერი სათამაშოებით. თუ თქვენ გსურთ დაოჯახება, ნაძვის ხე უნდა დადგათ სამხრეთ დასავლეთ ზონაში, რადგან ეს არის სიყვარულის ზონა. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოირთოს წითელი სათამაშოებით, გულებით და კვერცხებით.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!
მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები