ინდური კერძო ცათამბჯენი, რომელიც სიმდიდრით ბუკინგემის სასახლესა და ზომით ვატიკანს უტოლდება

ინდოეთის ყველაზე შეძლებულმა ადამიანმა, მუკეშ ამბანიმ, საკუთარი ოჯახისთვის ნამდვილი ცათამბჯენი ააშენა. ეს გიგნატური შენობა სიმაღლით 173 მეტრი, ხოლო ფართობით არც მეტი, არც ნაკლები, ვატიკანისხელაა. რაც შეეხება შენობის შიდა მხარეს, ფუფუნებით ის არაფრით ჩამოუვარდება იგლისელი მონარქების სამფლობელოს, ბუკინგემის სასახლეს.





უცნაურია, თუმცა ფაქტია, ვერც ემირატები, და ვერც ჩინეთი, რომელთაც ყველაფერი საუკეთესო აქვთ, ვერ დაიკვეხნიან ასეთი მაღალი კერძო შენობით. ამ შენობის მფლობელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინდოეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი, მულტიმილიონერი მუკეშ ამბანია. ის უდიდესი ნავთობქიმიური საწარმოს მეპატრონეა. ექსპერტების მტკიცებით, სულ მალე, 2-3 წლის
შემდეგ ამბანი პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად იქცევა.



იმისათვის, რომ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობებისთვის გაესვა ხაზი, მულტიმილიონერმა ჩვეული აპარტამენტების მაგივრად ცათამბჯენის აგება გადაწყვიტა. მისმა ამ საკმაოდ თამამმა ნაბიჯმა ინდოელი მოქალაქეების დიდი გულისწყრომა დაიმსახურა.



ცათამბჯენი ანტილია ყველაზე მდიდარ რაიონში, ბომბეა-მუმბაიში აიგო. ის ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მოჩანს და სიმართლე რომ ითქვას, ვიზუალურად არც ისე ლამაზია და ვერც იმას ვიტყვით, რომ არქიტექტურული შედევრია.



ცათამბჯენის აგებას 7 წელი და 1 მილიარდი აშშ დოლარი დაჭირდა. ეს საოჯახო სახლი მოიცავს 27 სართულს (სტანდარტული შენობის შემთხვევაში სართული იქნებოდა 60), საერთო ფართი კი 0,37 კვ.კილომეტრია. ეს იმდენივეა, რაც მთელი ვატიკანი. გაუგებარია, რაში სჭირდება ექვსსულიან ოჯახს ამხელა ფართი, თუმცა მდიდრებს თავიანთი ახირებები აქვთ და ამას წინ ვერავინ აღუდგება.





ამ გრანდიოზული შენობის გარე ფასადი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. შენობაში არის 9 ლიფტი. შენობის თითოეულ სართულს თავისი ფუნქცია აქვს.

პირველი აქვსი სართული ავტოფარეხს უკავია, რომელშიც 168 ავტომანქანაა განთავსებული. მე-7 სართულზე კი ავტოსერვისია, რომელიც ამ მანქანებს ემსხურება.





ეს კიბეები კი კინოთეატრისკენ მიემართება, რომელიც მე-8 სართულზე მდებარეობს და რომლის დარბაზიც 50 ადამიანს იტევს.





შემდეგ სართულებზე არის სპა, კოსმეტიკური ოთახები, ფიტნესკლუბი, იოგის ცენტრი, პატარა კინოთეატრი და კაფე-სანაყინე.



შენობაში არის ტაძარიც.



ერთი სართული მთლიანად ეთმობა საცეკვაო მოედანსა და სამეჯლისო დარბაზს. ასევე გაკეთებულია ყინულის ოთახი, რომელშიც მოდის ხელოვნური თოვლი.



სამ სართულზე გადაჭიმულია დაკიდული ბაღები და რამდენიმე აუზი. ერთისართული განკუთვნილია მომსახურე პერსონალისთვის, 600 ადამიანი და ერთიც არის დაცული სართული, ე.წ. თავშესაფარი.





კიდევ უფრო მაღლა არის სტუმრების მისაღები აპარტამენტები, ბოლო ექვსი სართული კი ოჯახის რეზიდენციაა.



ოჯახში არის 6 წევრი - თავად მუკეში, მისი დედა, მეუღლე და სამი შვილი, ერთი ქალიშვილი და ორი ვაჟი.

შენობის სახურავზე არის სამი ვერტმფრენის დასაფრენი ადგილი.





თითოეულ სართულს აქვს დიდი ღია ტერასა.

ამ შენობაში ყველაფერი უმაღლესი ხარისხის ძვირფასი მასალისგან არის გაკეთებული.

კომენტარები

სახელი 2019-08-12 12:02
პირი რამხელაზე დავაღო მითხარით ვინმემ
Gerd 2019-01-15 22:47
RATOM GSHURT AQVS KACS FULI DA GAISWORA RA .
fuu 2019-01-15 22:44
yvela ugemovnos dedas...
ეკა 2019-01-15 13:11
აუუუ.....მართლაც ქაჯობის, უგემოვნობის და სიხარბის კულმინაცია
თიკო 2019-01-15 12:54
უკანონოდ რომ მიაშენებენ ხოლმე ჩვენთან, ისე გამოიყურება :)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები