ტოპ 5 აპლიკაცია,რომელიც მოგზაურობისას დაგჭირდებათ

ყველა ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ მოგზაურობისას თან უნდა გვქონდეს ბარგი, პასპორტი, საკრედიტო ბარათი და ტელეფონი. ჩამოთვლილთაგან 3 ნივთის ფუნქციური დატვირთვა ცალსახაა, თუმცა რატომ ტელეფონი? ალბათ იმიტომ , რომ მობილური აპლიკაციების დახმარებით ბევრ პრობლემას გადაჭრით და უცხო ქვეყანაში მოგზაურობაც გაგიმარტივდებათ.
გთავაზობთ 5 ყველაზე პოპულარულ აპლიკაციას, რომელიც მოგზაურობისას დაგჭირდებათ:

5. Google maps
იყო დრო, როცა ტურისტებს ძალიან დიდი რუკის ტარება უწევდათ. საბედნიეროდ, ეს უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას. არსებობს უამრავი აპლიკაცია, სადაც შეგიძლიათ სასურველი ლოკაციების ნახვა და მარშრუტების შედგენაც კი. Google maps-ის მთავარი
უპირატესობა არის ის, რომ მას გააჩნია ყველაზე დიდი ბაზა, რისი დახმარებითაც მარტივად შეძლებთ ოპტიმალური მარშრუტისა და გადაადგილების საშუალების შერჩევას.



4. Hopper
თუ ნამდვილად გსურთ ყველაზე იაფი ბილეთის პოვნა, გადმოწერეთაპლიკაცია Hopper. 2015 წელს, Hopper-ი მოხვდა App store-ის საუკეთესო აპლიკაციათა სიაში, ხოლო 2016 წელს Hopper-მა Google-ის ჯილდო მიიღო. კომპანია გვარწმუნებს, რომ მისი დახმარებით ხარჯებს 40 %-ით დაზოგავთ,ხოლო სასურველი ბილეთის პოვნას 60 წამში შეძლებთ.



3. My beeline app
თუკი ბილეთი უკვე შეიძინეთ და სასტუმროც დაჯავშნეთ, დროა, ისეთი მნიშნვნელოვანი საკითხის მოგვარება დაიწყოთ, როგორიც ინტერნეტი და კომუნიკაციაა. პირველ რიგში , არ გქონდეთ ილუზია, რომ ინტერნეტი ყველგან დაგხვდებათ. ისეთ პრესტიჟულ ქალაქშიც კი, როგორიც ბერლინია, სრულიად შესაძლებელია, რომ ინტერნეტის გარეშე დარჩეთ. ეს პრობლემარომ მარტივად მოაგვაროთ, უმჯობესია , ჩაერთოთ როუმინგში.ამ მხრივ ბილაინი მარტივ გამოსავალს გთავაზობთ - როგორც კი საზღვარს გადაკვეთთ, როუმინგი ავტომატურად გაგიაქტიურდებათ. ბილაინის აპლიკაციით კი შეძლებთ სასურველი როუმინგ ტარიფის არჩევას ხელმისაწვდომ ფასად.




2. Airbnb
Airbnb არის აპლიკაცია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სახლის გაქირავებისა და დაქირავების სურვილის მქონე ადამიანებს.მარტივად რომ ვთქვათ, თუკი უცხო ქვეყანაში მიდიხართ და ბიუჯეტურ ფასში კარგი საცხოვრებლის პოვნა გსურთ, ეს აპლიკაცია აუცილებლად გამოგადგებათ. თუმცა, Airbnb არ არის მხოლოდ ფულის დაზოგვის მსურველთათვის. აპლიკაციას ის ადამიანებიც იყენებენ , რომლებიც უცხო ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან და მარტივად სურთ ქალაქის ცენტრში საუკეთესო ბინის პოვნა.



1. Packpoint
იმ ნივთების სიის ჩამოწერა, რომელიც მოგზაურობისას დაგჭირდება ძალიან კარგია, მაგრამ უფრო კარგია, თუ ამას ვინმე შენ ნაცვლად აკეთებს. Packpoint არის დამხმარე აპლიკაცია, სადაც უთითებთ , სად და როდის აპირებთ გამგზავრებას. პროგრამა ამინდის მიხედვით გთავაზობთ გასართობ აქტივობებს ( ცურვა, ტრადიციული ვახშამი, მუზეუმის დათვალიერება და ა.შ). ამ აქტივობების ამორჩევის შემდეგ აკეთებს იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც დაგჭირდებათ მოგზაურობის დროს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები