როგორ ინარჩუნებენ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები - რამდენიმე საიდუმლო

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 92 წლისაა და 67 წელია მართავს ბრიტანეთის სამეფო კარს. ეს ნამდვილი რეკორდია ყველა ბრიტანელ მონარქს შორის - ასე დიდხანს ტახტზე არავინ ყოფილა. ხუმრობენ კიდეც, რომ ინგლისის დედოფალმა აშშ-ის 12 პრეზიდენტი "მოინელა" - ჰარი ტრუმენიდან დაწყებული აგერ უკვე დონალდ ტრამპის ჩათვლით და ჯერ კიდევ არავინ იცის, სადამდე გაგრძელდება ეს სია.



თუმცა საინტერესო ისაა, რომ არა მხოლოდ ელისაბედი გამოირჩევა დღეგრძელობითა და კარგი ჯანმრთელობით, არამედ მისი წინაპრებიც. მაგალითად, დედოფლის დედა 2002 წელს გარდაიცვალა 101 წლის ასაკში, დედოფალი ვიქტორია კი
მთელი 62 წელი მართავდა ბრიტანეთის იმპერიას და რეკორდსმენიც იყო, სანამ ეს რეკორდი ელისაბედმა არ მოხსნა.
ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ერთ-ერთი მიზეზი დღეგრძელობისა ის წყალია, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები სვამენ. წყარო სამეფო რეზიდენციის - ბალმორალის ტერიტორიაზე მდებარეობს და შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის დაბერების პროცესს აჩერებენ. ბალმორალი ვიქტორიას შეუძენია თავისი მმართველობის პერიოდში და მას მერე ამ წყარო ეტანება სამეფო კარი.

რასაკვირველია, წყარო ერთ-ერთი ხელშემწყობია, მაგრამ ბრიტანეთის დედოფალს ცხოვრების წესი და რეჟიმი აქვს ისეთი, რომელიც ხელს უწყობს მის არა მხოლოდ დღეგრძელობას, არამედ ჯანმრთელობასა და მხნეობას. აი, მისი რამდენიმე საიდუმლო:




ჯანსაღი ცხოვრების წესი
გენების გარდა, რომელიც უკვე ვახსენეთ, ცხოვრების ჯანსაღ წესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დედოფლის მამა და დედაც სიგარეტს ეწეოდნენ, თუმცა თავად ელისაბედი ნიკოტინის წინააღმდეგი იყო. უფრო მეტიც, პრინც ფილიპს იმ შემთხვევაში დაპირდა ცოლად გაყოლას, თუ ის მოწევას თავს დაანებებდა. სხვათა შორის ფილიპი 95 წლისაა.
ფილიპთან ბედნიერი ქორწინებაც ერთ-ერთი საიდუმლოა - წყვილი 68 წელია ერთადაა და იდილიური ურთიერთობა აქვთ.

დედოფლის ჯანსაღი ცხოვრების წესი ასევე გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას - დღეში ორ საათი ფეხით სეირნობს, კვირაში ორჯერ ჯირითობს და რასაკვირველია, გარკვეული ძილის რეჟიმიც აქვს დადგენილი - 7 საათი სძინავს და ერთი და იმავე დროს - 7:30-ზე იღვიძებს.

ჯანსაღი კვება
წყალზე უკვე ვისაუბრეთ. იმ "სასწაულმოქმედი" წყლის გარდა, დედოფალი დღეში 1-2 ჭიქა ღვინოს სვამს. უპირატესობას თეთრ მშრალ ღვინოს ანიჭებს, რაც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობასა და კანის ფერზე.
არ მიირთმევს ბევრს - კვებაში საკმაოდ მოკრძალებულია. მისი საყვარელი კერძია გრილზე მომზადებული ქათამი ბოსტნეულის სალათთან ერთად. დედოფალი არ მიირთმევს ცომეულს, ტკბილეულს - იშვიათად.

ვიტამინები
გარდა საკვებისა და სუფთა ჰაერზე სეირნობისა, ორგანიზმს ვიტამინების საჭირო მარაგის შესავსებად სწორად შერჩეული კომპლექსებიც სჭირდება. ელისაბედ მეორე შესანიშნავად ერკვევა ამ საკითხში და თავისივე ქვეყანაში წარმოებულ, ყველაზე ხარისხიან და სანდო ვიტამინების მწარმოებელ კომპანია ვიტაბიოტიკსს ენდობა, რომელიც სხვათა შორის, თავისი სპეციალური პრიზითაც დააჯილდოვა, როგორც 100%-ით ნატურალურიდა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი.

ინგლისური წარმოების მაღალხარისხიანი პროდუქციის, ჰელს ეიდისა და ვიტაბიოტიკსის ნაწარმი ჩვენს ქვეყანაშიც ხელმისაწვდომია - მათი შემომტანი საქართველოში "სახალხო აფთიაქია" და ხშირად აცხადებენ აქციებს მომხმარებლებისთვის. მაგალითად, 1 თებერვლიდან, მთელი თვე, ინგლისური პროდუქციის თვედ გამოცხადდა და ამ ცნობილი კომპანიების პროდუქციაზე 20-30%-მდე ფასდაკლება გავრცელდება.




დამატებითი ინფორმაცია:
ვიტაბიოტიკსი დიდ ბრიტანეთში ნომერ პირველი ვიტამინების მწარმოებელი კომპანიაა. მისი უპირატესობა, გარდა იმისა, რომ 30 წელზე მეტხნიანი გამოცდილება აქვს და ბუნებრივ ინგრედიენტებს ეყრდნობა, არის სპეციალურად შემუშავებული შემადგენლობა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის - მამაკაცებისთვის, ქალებისთვის, თინეიჯერებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ასევე სხვადასხვა ტიპის მოქმედების მქონე - სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის, ფიზიკური დატვირთვებისთვის, ორგანიზმის გასასუფთავებლად, მენოპაუზისა და ორსულობის დროს და სხვა...

ჰელს ეიდი ასევე გამოირჩევა მრავალწლიანი გამოცდილებით და ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით. ვიტამინებს, ბად-ებს, კოსმეტიკას მხოლოდ ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით ამზადებს. ასორტიმენტში არის პრეპარატები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ვიტამინსა და მინერალს შეიცავს.

კომენტარები

nino 2019-02-11 18:06
morigi reklama. ha, haaaaaaa
nata 2019-02-09 13:10
ha ha ras agar moigoneben reklamistvis
Gui 2019-02-09 10:22
ფარჩაკი ფარმ ბიზნესი.ფუფ თქვენი
ჰაჰაჰაა 2019-02-09 02:27
აი მხოლოდ ერთხელ რომ ყოფილიყო ნახსენები დავინერებდი და წამიერად დავინტერესდი და რომ გაუტიეს უკვე სიცილი დავიწყე
თეკლა 2019-02-08 23:09
როგორც იქნა გავიგეთ საუდუმლო..ხა...ხა..ხაა..

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები