მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს - ობოლი ჩინელი გოგონა, რომელმაც სოფელში საქმიანობა ხელოვნებად აქცია

ჩინელი გოგონა, ლი ზიქი 90-იან წლებში დაიბადა და სიჩუანის პროვინციის მთებში გაიზარდა. მას სხვებივით ბედნიერი ბავშვობა არ ჰქონია. როცა პატარა იყო, მისი მშობლები განქორწინდნენ, მამა კი ადრე გარდაეცვალა. შემდეგ საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან გადავიდა. ცხოვრობდნენ ღარიბულად, თუმცა შედარებით სტაბილურად.

ლის ბაბუა სოფელში მზარეულად მუშაობდა. სწორედ მისგან ისწავლა ზიქიმ ბევრი რამ - კერძების მომზადება, თევზაობა, ბოსტნეულის მოყვანა, ბამბუკის კალათებისა და ხალიჩების დამზადება.

14 წლის ასაკში ლი ზიქიმ სკოლის მიტოვება და სხვადასხვა საქმით დაკავება გადაწყვიტა. თავის გადასარჩენად დიდი შრომა გასწია - უწევდა
შიმშილი, ხიდის ქვეშ გამოქვაბულში ეძინა, მუშაობდა მიმტანად, ელექტრიკოსად, ყიდდა ჰანფუს, ღამის კლუბში DJ -ც კი იყო. 7-8 წლიანი მძიმე შრომის შემდეგ, მისთვის ნათელი გახდა, თუ რა სურდა სინამდვილეში.

2012 წელს ლი ზიქის ბაბუა ძლიერ ავად გახდა. გოგონამ გადაწყვიტა ყველაფრისთვის თავი დაენებებინა და სოფელში, ბაბუის მოსავლელად დაბრუნებულიყო. მშობლიურ მხარეში ცხოვრება ამშვიდებდა. მუშაობას დილით ადრე იწყებდა და სახლში გვიან ბრუნდებოდა. სხვა ფერმერების მსგავსად, ჩვეული სოფლის ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება.

მოგვიანებით, საარსებო სახსრების გამომუშავების მიზნით ლი ზიქიმ ონლაინ მაღაზიაც გახსნა. მომხმარებლების მოსაზიდად გადაწყვიტა სოც.ქსელში პატარა ვიდეოები განეთავსებინა, სადაც ხალხს ჯანსაღი კერძების მომზადებას ასწავლიდა. გაუჩნდა იდეა, რომ ასე ბავშვები, რომლებიც ქალაქში იზრდებოდნენ გაიგებდნენ, თუ საიდან მოდის მათი ბოსტნეული და როგორ იქცევა ის სხვადასხვა გემრიელ კერძად.

თავდაპირველად მის გვერდს ბევრი გამომწერი არ ჰყავდა და ვერც ბევრ მოწონებას იმსახურებდა, თუმცა მოგვიანებით კვების ექსპერტები მისი ვიდეოებით დაინტერესდნენ. მალე ლი ზიქის თაყვანისმცემლების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

დღეს ის სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს , სადაც ყოველთვის ლამაზ სამოსში გამოწყობილი გვევლინება. ლი ყოველთვის ჰანფუს (ჩინური ტრადიციული სამოსის ერთ-ერთი სახეობა) სახეცვლილ ვერსიას იცვამდა.


ის მიმართავდა ყველაზე ტრადიციულ მეთოდებს, იყენებდა ტრადიციულ ხელსაწყოებს, მაგრამ ყველაზე პერსპექტიული ტრადიციული ჩინური სამზარეული აღმოჩნდა.

თაყვანისმცემლებისთვის ლი ზიქი „საოცარი ქალია“. მან ხალხს ჰანისა და თანგის დინასტიის სტილი გააცნო და აჩვენა, თუ როგორია სოფლად ცხოვრება. ლი ხალხს საშუალებას აძლევს გამოსცადონ სოფლის ცხოვრება, რისკენაც თანამედროვე ჩინელები ისწრაფვიან. ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის ეს იქნება შეუცნობელის აღმოჩენა და იდეალური ცხოვრების მოკვლევა ფერმაში.

ხალხი მისით აღფრთოვანებულია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ზიქი ძველი ჩინური ელემენტებისა და თანამედროვე ცხოვრების ერთმანეთთან შერწყმის საკუთარ მეთოდს იყენებს - აუდიტორიას აჩვენებს ტრადიციულ ჩინურ სამეურნეო ცხოვრებასა და ჩინური კერძების მომზადების პროცესს. მის ვიდეოებში სრულადაა აღწერილი ჩინური ოჯახების ტრადიციული კონცეფცია, ადამიანსა და ბუნებას შორის დაოსიზმური ჰარმონია.

2017 წლის მაისში მან საკუთარი კომპანია შექმნა და „Li Ziqi” უწოდა. მის ვიდეოებში ამჟამად ძალიან ცოტა რეკლამაა, თუმცა მათი რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგი არ არის. ერთადერთი პირობა ისაა, რომ რეკლამა მის სტილს უნდა შეესაბამებოდეს, ახდენდეს ჩინური კულტურის განვითარებას და მისაღები იყოს ახალგაზრდებისთვის.

ლი ზიქი იმედოვნებს, რომ მისი ვიდეოების წყალობით შეძლებს ჩინური სამზარეულო სხვა, კუთხით, ექსტრაორდინალურად დაგვანახოს.

წყარო: raknife.com

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები