შვიდმა მეგობარმა დაუსრულებელი სახლი შეისყიდა, რათა იქ გაატაროს უზრუნველი სიბერე


ეს უჩვეულო ამბავი ერთი ბანალური ისტორიით დაიწყო. 7 დაქალს ერთი ოცნება ქონდა, რომელსაც ისინი ხუმრობად მიიჩნევდნენ. გოგონებმა ერთმანეთი სამსახურში გაიცნეს და დამეგობრდნენ. მის შემდეგ სულ ოცნებობდნენ იმაზე, როგორ აიშენებდნენ სიბერეში დიდი სახლს, რათა სიბერე ერთად გაეტარებინათ და ერთმანეთზე ეზრუნათ. ჰოდა, როდესაც მოულოდნელად 10 წლის შემდეგ მიეცათ შესაძლებლობა ერთ-ერთი მიგდებული სახლი ეყიდათ უარი არ უთქვამთ და გადაწყვიტეს მშენებლობა თავად დაესრულებინათ.



ეს ამბავი ჩინეთის პროვინცია გუანჩჟოუში მოხდა. სულ ცოტა ხნის წინ ამ პროვინციაში გამოჩნდა ახალი სახლი, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ
ერთ დროს უბრალოდ მიგდებული, დაუსრულებელი შენობა ასეთ სახლად გადაიქცეოდა.



სახლის მშენებლობით, რა თქმა უნდა, პროფესიონალები იყვნენ დაკავებულები, აი რაც შეეხება მოწყობას, გოგონებმა ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთეს. შვიდივე ქალბატონისთვის მოიძებნა ადგილი, რათა შეექმნათ საკუთარი აპარტამენტები.


მეგობრები ყოველთვის ოცნებობდნენ ლამაზ ხედებზე და ამიტომაც სახლს უზარმაზარი პანორამული ფანჯრები და მინის ვიტრაჟები აქვს.



პირველ სართულზე საერთო ზონაა გიგანტური სამზარეულოთ და მისაღებით.


აქვე არის საოცარი სასტუმრო ოთახი. ფანჯრები იატაკიდან ჭერამდეა. ავეჯი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს შეიძინეს. უზარმაზე ეზოში, კი სადაც ბრინჯის პლანტაციებია განლაგებული, არის არა მარტო აუზი, არამედ პატარა ჩაის სახლიც.



სახლი უკვე მზად არის, თუმცა შვიდევე ახალგაზრდა ქალბატონს ყავს საკუთარი ოჯახი და აქვს სამსახური. ამ მშვენიერ სახლში ცხოვრებას კი 10-20 წლის შემდეგ გეგმავენ, როდესაც შვილებს გაზრდიან და დააბინავებენ. ჯერჯერობით კი აქ მხოლოდ დასვენების დღეების გასატარებლად იკრიბებიან.









კომენტარები

333 2019-07-17 21:22
ეგებ აქაც უნდა ვინმეს? „დავაიტე სოობრაზიმ ნა ტრაიხ“
... 2019-07-17 21:21
ჩვენ არ დაგვპატიჟებენ?
ტოტო 2019-07-15 08:42
შვილები,რომ დაიზრდებიანო,ოჯახებში ქმრები არ იგულისხმება ?
ქმრები ,თუ ამ სისულელემდე ცოცხლები დარჩნენ ისინი ალბათ ცალკე სახლს აიშენებენ.
იქნება კორპუსი ა ქალებისათვის და კორპუსი ბ კაცებისათვის.
საშინელებაა ადამიანური თვალსაზრისით...
Mayvala 2019-07-11 20:39
Visurvebdi maseti megobrebi mec myoloda mara zalian znelia povna dgevandel dges
აზა 2019-07-10 22:03
მეც მინდა მათთან მეგობრობა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები