კატიო: 7 ძირითადი ადგილი, სადაც კატის გასეირნებას მოახერხთ

ჯიშიანი კატების მეპატრონეები ყოველთვის დგანან ერთი პრობლემის წინაშე - სად გაასეირნონ კატა. მათი ეზოში გაშვება ადვილი არ არის, თუნდაც საკუთარი სახლი ჰქონდეთ. კატები ხომ ძალიან ცელქები არიან და მათი უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.


ასე რომ, საყვარელი შინაური ცხოველისთვის უსაფრთხო გასასეირნებელი გარემოს შექმნა ბევრი ადამიანისთვის ნომერ პირველი ამოცანაა. მიტომაც მოხშირდა საკუთარი სახლი ეზოებში შიდა ეზოების და ვოლიერები, რათა კატა თან სუფთა ჰაერზე იყოს და თან დაცული.

სამწუხაროდ ასეთი ეზოების, იგივე კატიოების (სახელწოდება მოდის სიტყვიდან პატიო) გაკეთება მხოლოდ აგარაკზე ან საკუთარ სახლშია
შესაძლებელი, მრავალსართულიან სახლებში მაცხოვრებლები კი უბრალო ვოლიერებით კმაყოფილდებიან, რომელსაც ხშირად აივანზე აკეთებენ.



პატიო ღია შიდა ეზოა, რომელიც საცხოვრებელი სახლის მახლობლად და ოთხივე მხრიდან შემოსაზღვრულია ან ქვით, ან ღობით ან რაიმე სხვა მასალით.
სწორედ ამ ტიპის შემოსაზღვრული ტერიტორიაა კატიოც, სადაც კატა მოახერხებს თავისუფლად თამაშსა და სირბილს.

ჩვენ შემოგთავაზებთ იდეებს, როგორ შეგიძლიათ მოუწყოთ სათამაშო ზონა თქვენ საყვერელ შინაურ ცხოველს.

1. ლაბირინთი სახლის ფასადის ირგვლივ



თუ ვერ ხერხდება მოწაზე ადგლის მოძებნა, აი, ეს ვარიანტი ძალიან საინტერესო უნდა იყოს.

2. აითვისეთ საჰაერო ზონა



გამომდინარე იქიდან, რომ კატებს არ ეშინიათ სიმაღლის, ასეთი კონსტრუქცია ნამდვილად მოეწონებათ.

3. უსაფრთხო გასერნება ღობის გასწვრივ




ყველამ კარგად ვიცით, როგორ უყვართ კატებს ღობეზე სეირნობა და ასეთ გასასეირნებელ ადგილზე უარს ვერც ერთი კატა იტყვის.

4. ვოლიერი მრავალსართულიანი სახლის აივანზე\



თუ აივანი გაქვთ საყვარელ შინაურ ცხოველს შეგიძლიათ აი, ასეთი კატიო გაუკეთოთ.

5.კატის უსაფრთხოდ გასასეირნებლად ფანჯრის გამოყენებაც შეგიძლიათ



თუ ფანჯარას სპეციალურ კონსტრუქციას გაუკეთებთ თქვენი კატის უსაფრთხოება აბსოლუტურად დაცული იქნება.

6. მიშენება სახლთან



საკუთარი სახლის მფლობელისთვის კი არანაირ სირთულეს წარმოადგენს სახლთან მსგავსი მიშენების გაკეთება. ლამაზიც არის და პრაქტიკულიც.

7. ასეთი კატიო კი ნებისმიერ აგარაკს დაამშვენებს



ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გასაქანი მისცეთ თქვენ ფანტაზიას და ძალიან საინტერესო ადგილი მოაწყოთ როგორც კატისთვის, ისე თქვენთვის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები