10 ტურისტული იმედგაცრუება ევროპაში - გამოცდილ მოგზაურთა რჩევები

ყოველი ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყანაში მიემგზავრება, ცდილობს ამ მოგზაურობიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოს. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები კი თავისთავად ყველაზე ცნობილი ადგილების მონახულებას გულისხმობს. თუმცა ეს ეხება ახალბედა ტურისტებს, გამოცდილ მოგზაურებს აზრად არ მოუვათ მაგალითად ეიფელის კოშკის ან ვენეციის არხების მონახულება. ეს მათი მოსაზრებებია ერთად შეკრებილი:

1. სტოუნჰენჯი, ინგლისი



ინგლისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, სტოუნჰენჯი, ლონდონიდან ერთი საათის სავალ გზაზე მდებარეობს. ეს ადგილი უძველეს კულტურულ ძეგლად ითვლება, რომელსაც მრავალი ლეგენდა თუ თქმულება უკავშირდება, თუმცა რეალურად ამ ადგილას ძველი არაფერო დარჩა. სულ ცოტა ხნის წინ ამ ობიექტს
საკმაოდ სერიოზული კორექტირება ჩაუტარდა და ესეც რომ არ იყოს, მასთან მიახლოება არც ისე ადვილია, ამ ადგილას მისული ტურისტები მხოლოდ მზის ჩასვლას თუ გადაუღებენ ხოლმე ფოტოს.

2. პიზის კოშკი, იტალია



ბევრი ტურისტი მიემგზავრება იტალიაში, კერძოდ ტოსკანას რეგიონში პიზის კოშკის მოსანახულებლად. ეს არცაა გასაკვირი, ამ კოშკზე ხომ მთელი მსოფლიო საუბრობს, თუმცა ეს ადგილი განსაკუთრებულ აღფრთოვანებას არავისში იწვევს. ერთადერთი სიამოვნება ტურისტებისთვის გახლავთ თვალის დევნება ფოტოს გადაღების პროცესისთვის, თითქოს ადამიანი გადახრილ კოშკს ხელით იჭერს.

3. ბლარნის ქვა, ირლანდია




ირლანდიაში, ბლარნის ციხესიმაგრეში მდებარე ბლარნის ქვა ცნობილი ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად გახდა, რომელიც გადმოგვცემს, რომ ვინც ამ ქვას ემთხვევა, მჭერმეტყველების უნარით დაჯილდოვდება. მართალია თუ არა ეს, ამაზე პასუხი არავის აქვს, თუმცა ქვაზე მთხვევის მსურველთა რიცხვი თანდათან მატულობს და არც კისრის მოტეხვის ეშინიათ და არც ბაქტერიების.

4. ქალთევზა, კოპენჰაგენი



კოპენჰაგენის სიმბოლოდ მიჩნეული ქალთევზა არც ისეთი ლამაზი სანახაობაა, როგორც შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა. ჯობს ანდერსენის ეს ზღაპარი წაიკითხოთ,ვიდრე მის სანახავად კოპენჰაგენში ჩახვიდეთ.

5. ვენეციის არხები, იტალია


გამოცდილი ტურისტები ამ ადგილს ტურისტების გიგანტურ ხაფანგს უწოდებენ. ეს გასაკვირი არც არის, აბა, ვის მოეწონება ჭუჭყიანი, ხშირად ამომშრალი არხი, უამრავი ტურისტი, ძვირი, უგემური საჭმელი და ასევე ძვირი სასტუმროს მოუვლელი ნომრები - ხშირად, სწორედ ასეთი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან აქედან ტურისტები.

6. მონა ლიზა ლუვრში, საფრანგეთი


ეს სურათი თავისთავად მსოფლიო შედევრია, თუმცა ლუვრში მის ნახვას მიანც ვერ მოახერხებთ.

7. ლოხ-ნესის ტბა, შოტლანდია


ეს ტბა შოტლანდიის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ნახავთ. ტურისტები ამ ცივ მტკნარ წყალში ლეგანდარული ურჩხულის დანახვას ცდილობენ ხოლმე, თუმცა ამაოდ. რეალურად აქ მხოლოდ ძველ, დანგრეულ სასხლეს თუ დაინახვთ, რომელიც დიდი ხანია სრულ რეკონსტრუქციას საჭიროებს.

8. ბიჭუნა, რომელიც შარდავს, ბრიუსელი, ბელგია


ძნელია ამ ქანდაკებას უწოდო ღირსშესანიშნაობა, თუმცა ფაქტია, მრავალი ტურისტი ბრიუსელში სწორედ ამ ბიჭუნას სანახავად ჩადის.

9. ალექსანდერპლაცი, ბერლინი, გერმანია


ტურისტულ ბუკლეტებში ბერლინის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად ამ ქალაქის მთავარი მოედანი, ალექსანდერპლაცია ჩანიშნული, თუმცა აქ განსაკუთრებულს და მომხიბვლელს ვერაფერს ნახავთ.

10. ეიფელის კოშკი პარიზში, საფრანგეთი


ახალბედა ტურისტების მთავარი იმედგაცრუება საფრანგეთში ვიზიტისას ეიფელის კოშკია. ათასობით ადამიანი ელოდება აქ თავის რიგს, რათა ავიდეს კოშკზე, თუმცა მაღლა ასულებიც განსაკუთრებულს ვერაფერს ნახულობენ.

კომენტარები

კაკო 2019-08-23 18:24
idiotis monachmaxi.
ლაშა 2019-08-13 18:44
ეს მგონი უფულო ადამიანის მომზადებულია, თავის დასამშვიდებლად.
მთავარია შინაგანი ბუნება, თორემ გაკვირვება შეიძლება ამ ქვეყანაზე არაფერმა გამოწვიოს.

კომენტარის დამატება