ეს სახლი 336 წლის არის და იქ ცხოვრებაზე ბევრი ოცნებობს...

ეს სახლი დიდ ბრიტანეთში 1680 წელს აშენდა. ერთი შეხედვით, სახლი  ძალიან პატარა ჩანს, კომფორტზე კი ლაპარაკი ზედმეტია. ქვის კედლები, დაბალი ჭერი, პატარა ფანჯრები. ახალგაზრდა წყვილმა ეს სახლი იყიდა და თანამედროვე კომფორტულ საცხოვრებელ სახლად გადააქცია. დღეს ამ სახლში ცხოვრება ბევრის ოცნებაა - ის რეტროს სტილის ულამაზესი ნიმუშია.


შესასვლელი


ზოგიერთ თქვენგანს, სახლში შესასვლელად თავის დახრაც კი მოუწევს.

 მისაღები


სახლი თანამედროვე ავეჯით არის გაწყობილი. ანტიკვარული დეტალები და დღევანდელი, აქტუალური ტენდენციები დიზაინში არაჩვეულებრივად ერწყმის ერთმანეთს.

ბუხარი


ასეთი ბუხარი, საუკუნის წინ ძალიან მოდური და პრაქტიკული იყო. ამ სახლის პატრონებმა

მას ახალი სიცოცხლე დაუბრუნეს. ის ძალიან კარგად ჯდება ინტერიერში და შესანიშნავად ათბობს სახლს.

 საძინებელი


საძინებელ ოთახში დიდი ზომის საწოლი დგას, მას გვერდებს უმშვენებს ხის ტუმბოები. კედლები, მთელ სახლში თეთრად არის შეღებილი, რათა გარემო ნათელი იყოს და სივრცეც კარგად გამოჩნდეს.


საბავშვო ოთახი


აქ ყველაფერია, რაც პატარას ჭირდება. კომფორტული, მყუდრო და ლამაზი ოთახი დადებითად მოქმედებს ბავშვის განწყობაზე.

სააბაზანო


ამ სააბაზანოში ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზეა. არც თუ ისე დიდ ფართში ყვეალფერი კომპაქტურად და კარგად არის განლაგებული.

 

სამზარეულო


ამ სამზარეულოში ნებისმიერი კერძის მომზადებაა შესაძლებელი, აქ სუფევს იდეალური წესრიგი და სიმშვიდე.

სასადილო კუთხე


ეს სასადილო კუთხე სამზარეულოშია, მცირე ადგილს იკავებს. დაგვეთანხმებით, ნამდვილად კომფორტულად გამოიყურება.

შიდა ეზო



მყუდრო და თანამედროვე ეზო საუკეთესო ადგილია განსატვირთად, სტუმრების მისაღებად, სასადილოდ და საკითხავად.


კომენტარები

თამილა 2016-02-18 23:33
ასეთი სახლი მქონდეს ნეტავ მე უსახლკაროოს :) :/
tttt s 2016-02-18 03:23
ocneba ar unda 6 atas larad rom kaxetSi atavda aiSenes saxli naxet? ai saxli is aris da msgavsi iafi saxlebi dRes zaan modashia, dagoglet, xal zaan iafad rogo isjenebs saxlesb tu arada tu es site nebas momcems linkebs davdeb
კატო 2016-02-12 15:47
მეც მინდა ასეთი სახლი, ძალიან, ძალიან, ან სხვანაირი, ოღონდ ჩემი...
tttt-s 2016-02-07 15:07
tttt guli metkina tqven komentarze. aucileblad geqnebat aseti saxli tqvenc da chvenc :))))
marika 2016-02-04 17:49
აი სახლი, მყარი და ძლიერი კედლებით და რაც მთავარია სანდო, მყუდრო და კომფორტული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები