ქმრის ღალატით შეურაცხყოფილმა ქალმა მისი ძვირფასი კოლექცია იატაკზე დეკორად დააგო: "როცა სამზარეულოში შევდივარ, ვიღიმი, ცუდ ხასიათზეც რომ ვიყო"

დიდ ბრიტანეთში ქალმა შურისძიების მიზნით ყოფილი მეუღლის კოლექცია, რომელიც ვინილის ფირფიტებისგან შედგებოდა, ახალი სამზარეულოსათვის იატაკის დეკორად გამოიყენა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს.
47 წლის სონია ბარტონს დიდი ხნის განმავლობაში ძველი სამზარეულოს განახლება სურდა. მან 13 წელი იცხოვრა კერძო სახლში, რომელიც ქალაქ ბელპერში მდეობარეობდა. სამზარეულოს იატაკის ვინილის ფირფიტებით გაფორმება მას ქმართან განქორწინებამდე დიდი ხნით ადრეც ჰქონდა ჩაფიქრებული. ხოლო, მას შემდეგ, რაც ღალატის შესახებ გაიგო, საკუთარი ოცნებების ასრულებისათვის თვალი სწორედ ქმრის ფირფიტების კოლექციას დაადგა. სონიამ სამზარეულოში რემონტი 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო.
"დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდი სხვადასხვა დიზაინის ფილას, მაგრამ არ მომწონდა. შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ჩვეულებრივი თეთრი ფილები მეყიდა და დამოუკიდებლად გამეფორმებინა." ქალმა ეტაპობრივად მთლიანად შეცვალა სამზარეულოს დიზაინი.



სონიამ სამზარეულოს ფილა მრავალფეროვანი ღილებითა და მონეტებით გააფორმა. იატაკის ცენტრალურ ნაწილში ყოფილი მეუღლის აუდიო ჩანაწერები მოათავსა და გამჭირვალე ფისით დაფარა. ოცნების პროექტი ქალს 2500 ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. მისი შეფასებით, დეკორის ყველაზე ფასეული ელემენტი ხუთი ათასი მინიატურული ყვავილების ღილია, რომლითაც კარებები და უჯრებიც გაალამაზა.




მიუხედავად დახარჯული დროისა და ფინანსებისა, სონიამ სამზარეულოს გარდაქმნით დიდი სიამოვნება მიიღო.
"ყოველ საღამოსა და დასვენების დღეებს ამ დეკორაციას ვუძღვნიდი. " - ამბობს ქალი. მან ასევე დაამატა ისიც, რომ ყველა მისი მეგობარი და ახლობელი გაოცებულია ნანახით. " ვიცი, ეს სიგიჟეა, მაგრამ, ყოველთვის, როდესაც სამზარეულოში შევდივარ, ვიღიმი, მიუხედავად იმისა, მაქვს თუ არა კარგი განწყობა."- აღიარა ქალმა

კომენტარები

ვიკა 2020-02-02 19:33
ავადმყოფები ჩვენ უფრო ვართ ასეთი ინფორმაციებით რომ ვიკვებებით და მერე ერთმანეთს ვლანძღავთ ნორმალური ხალხი დააიგნორებდა ასეთ წვრილმანებს იმდენი საინტერესო ხდება მსოლიოში რაღა ვიღაცის ღალატით დაინტერესდით? მითუმეტეს რა შუაშია კითხვა ქართველი ხარო აი რას გვიშვება ყველაფრის იდეოლოგიამდე დაყვანა
status quo 2020-01-31 13:26
კარებები? ავტორო,ქართველი არა ხარ?
ტოტო 2020-01-31 11:32
იატაკზე,რომ დააგო დღეში ასჯერ გაახსენდება,რომ უღალატეს,ამიტომ არის ავადმყოფი.უნდა გაეყიდა და ფული დაეხარჯა.
ლალი 2020-01-30 01:08
ამას უღალატებდა აბა რას იზამდა?!
ყოჩაღ 2020-01-29 12:05
სენქიუ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები