სამშვილიანმა ოჯახმა დიდი სახლი დათმო და ერთ პატარა ოთახში დასახლდა: "ასე უფრო კომფორტულად ვართ... 12-კაციანი წვეულებაც მოგვიწყვია"

ოჯახმა დიდი სახლი გაყიდა და 27 მ2 -იან სახლში გადავიდა. ცოლ-ქმარი, კეტრინ და ფორესტ ჯონსები სამ შვილთან ერთად, დღეს კალიფორნიაში, პატარა ხის სახლში ცხოვრობენ. სახლის ფართობი სულ რაღაც 27 მ2 -ია, თუმცა მიუხედავად ამისა, ოჯახი თავს ბედნიერად გრძნობს და ამბობენ, რომ ეს არის სახლი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდნენ.
კეტრინ და ფორესტ ჯონსებს 9 წლის ელიზაბეტი, 7 წლის უილიამი და 4 წლის დევიდი ჰყავთ და სამი წელია, რაც ამ პატარა სახლში ცხოვრობენ.



სახლს აქვს სამზარეულო, მისაღები, ორი საძინებელი და ერთი სააბაზანო. მიუხედავად
მცირე ადგილისა, ოჯახმა სახლი ისე გარდაქმნა, რომ იქ ცხოვრება მოსახერხებელი და კომფორტულია.





კეტრინი და ფორესტი წლების წინ დიდ სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ ამბობენ, რომ იქ ბედნიერები არ იყვნენ, ამიტომაც გადაწყვიტეს, საცხოვრებლად პატარა სახლი შეერჩიათ. მას შემდეგ, რაც დაქორწინდნენ, ყოველთვის საუბრობდნენ იმაზე, რომ არატრადიციული საცხოვრებელი სახლი სურდათ, ამიტომაც ფორესტმა დაიწყო ძებნა და შესაბამისი შენობაც იპოვნა.





როცა ეს სახლი ვნახეთ, ერთი შეხედვით მივხვდით, როგორ უნდა გაგვეკეთებინა და როგორ უნდა გაგვენაწილებინა შიდა სივრცე.
"ფორესტმა სახლის დიზიანის შექმნის დროს ის საგნები გამოიყენა, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის ჩვენი ცხოვრების სტილის შესაბამისად მოვაწყვეთ", - ამბობს სამი შვილის დედა.





ცოლ-ქმარს სახლის სარემონტო სამუშაოებში მეგობრები დაეხმარნენ, მაგრამ დიდი ნაწილი მათ თავიანთი ხელით შეასრულეს. ამბობენ, რომ სახლის რემონტი იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე წარმოედგინათ.



აქ ყველაფერი ხისგანაა დამზადებული. კეტრინი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის სამზარეულო იყო, რადგანაც კონდიტერია. პატარა სამზარეულო ყველა საჭირო ტექნიკითაა აღჭურვილი. სამზარეულოდან ფანჯრები კი ულამაზეს ბაღში გადის. საერთოდ, ცოლ-ქმარი ამბობს, რომ მათ სურდათ უფრო მეტი ადგილი ბაღს ჰქონოდა და შენობას დიდი სივრცე არ დაეკავებინა.
სამზარეულოსთან ახლოს არის მისაღები, სადაც პატარა საწოლი და მაგიდა დგას. საწოლის ქვეშ კი ფეხსაცმლისა და ტანსაცმელებისთვის განკუთვნილი პლასტმასის სათავსოებია.
ქალი ამბობს, რომ აქ 12 კაციანი წვეულებისთვისაც კი უმასპინძლაიათ.
მისაღები ოთახის თავზე ბავშვების საძინებელია, სადაც სამი საწოლია განთავსებული, ხოლო სამზარეულოს თავზე კეტრინისა და ფორესტის საძინებელია, სადაც წყვილს ტანსაცმლისთვის განკუთვნილი სათავსოც აქვს.



სამზარეულოს უკან არის საპირფარეშო და აბაზანა და ორივე ერთ სივრცეშია განთავსებული. ამავე სივრცეშია სარეცხი მანქანა, თმის საშრობი და სხვა ინვენტარი. წყვილი ამბობს, რომ ასე გაცილებით კომფორტულია.



კეტრინის თქმით, ადამიანები ვერ იგებენ, თუ როგორ შეიძლება ასეთ პატარა სახლში ხუთი ადამიანი ცხოვრობდეს.



"მათ გულწრფელად არ ესმით, რატომ ავირჩიეთ ასეთი ცხოვრება. ეს სახლი თითქოს უფრო მეტად გვაახლოებს ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, ყოველთვის მარტივი არ არის, განსაკუთრებით რთულია, როცა ბავშვები ერთად იწყებენ მეცადინეობას, მაგრამ ამას როგორღაც ვუმკლავდებით. ბავშვები უარს ამბობენ თამაშზე იმისთვის, რომ სათამაშოებმა დამატებით ადგილი არ დაიკავონ, სამაგიეროდ, ბევრს კითხულობენ, რაც ძალიან მომწონს. ისინი ვიწრო სივრცეში ცხოვრებასთან მარტივად ადაპტირდნენ", - ამბობს კეტრინი.
სამომავლოდ წყვილი აპირებს, რომ მსგავსი პატარა სახლები თავისი შვილებისთვისაც ააშენოს.




კომენტარები

? 2020-02-02 22:55
ნამდვილად მჯერავს რომ თავს მართლაც ბედნიერად გრძნობენ, მე თვითონ ვარ შემსწრე ჩემს მეზობლად მართლაც ბედნიერები არიან და უზომო პატივისცემა აქვთ ურთიერთმიმართ.
ენდი 2020-01-29 22:34
ამერიკული გულისამაჩუყებელი ისტორია. გჯერათ ვინმეს, რომ 27 კვ.მ-ში ხუთი სული კარგად გრძნობს თავს?
გოჩა 2020-01-28 18:43
შესაძლოა ამ სახლის შენახვა ბევრად ცოტა უჯდებათ და ასე ფულს ზოგავენ, სამ შვილს ხომ უნდა გაზრდა და შენახვა
ana 2020-01-26 13:27
sami shvili yavt rogaizrdebian bavshvebi calke gavlen verdavijereb am saxshi bednieri iyos
ana 2020-01-26 13:26
visarunda didi da komfortuli saxli tan tu gaqvs rajobia

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები