სამი შვილის დედა სოციალურ ქსელში იდეალურად სუფთა სახლის გამო გააკრიტიკეს

მაშინ, როდესაც სხვა დედები არეული სახლის და  გაურეცხავი ჭურჭლის გულახდილ ფოტოებს აქვეყნებენ, სამი შვილის დედის იდეალურად დალაგებულმა სახლმა სოციალური ქსელის მომხმარებლების აღშფოთება და გულისწყრომა დაიმსახურა.  




ფოტოზე აღბეჭდილია თეთრ-ნაცრისფერში გადაწყვეტილი ინტერიერი, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა, აბაზანა სისუფთავისგან ბზინავს. რაოდენ გასაკვირიც უნდა აყოს, ამ ფოტოებმა სოციალური ქსელის მომხმარებლების გაბრაზება გამოიწვია, ბევრმა კი დაწერა, რომ ალბათ ეს ქალბატონი სხვა სახლის ფოტოებს აქვეყნებს, რადგან არარეალურია სამი შვილის პატრონს ასეთი დალაგებული სახლი ჰქონდეს.


დიასახლისი ძალიან გაანწყენა ასეთმა კომენტარებმა და საპასუხოდ ირწმუნება, რომ ეს ნამდვილად მისი
სახლია და ხანდახან ისიც არის არეული, ხდება ისე, რომ შუშის მაგიდაზე ბავშვების თითების ანაბეჭდი შეინიშნება ხოლმე და სათამაშოებიც ყრია ყველგან, თუმცა მას არავინ უჯერებს.





ჩვენ კი ისღა დგვრჩენია, დავამშვიდოთ ეს ქალბატონი და ვურჩევთ, მსგავს კომენატრებს ყურადღება არ მიაქციოს და განაგრძოს ჩვეული წესით ცხოვრება.



კომენტარები

Ida Chartolani 2023-04-05 21:37
სადაც არც სტუმარი შედის და არც ნათესავი ან ვინმე ოჯახს იქით არ ჭაჭანებს იქ დალაგებული იქნება მუზეუმივით, მერე მოსაწონია? სახლი კიდევაც აირევა და კიდევაც დალაგდება....
დარეჯან დათეშიძე 2023-04-05 17:20
და რა საჭიროა საერთოდ სახლის ფიტოების დადება ფბ.ზე?გინდ დალაგებული იყოს გინდ დაულაგებელი....
ლიკა 2021-11-24 13:13
ყველამ რომ თავის სახლს მიხედოს და სხვის სახლზე,ქმარზე,შვილებზე,ფულზე და ა.შ. კისრის მტვრევას შეეშვას,არა?!
მე არ შემიძლია,ასე ვალაგო და ვაპრიალო სახლი სულ,თავს ვერ შევწირავ სახლის დალაგებას,მაგრამ ვიღაცას თუ ასე უნდა,რა მენაღვლება
ეკა 2021-11-24 13:08
არაფერი არ არის გასაკვირი. მარტო ამ ადამიანს არ აქვს იდეალურად სუფთა სახლი. ბევრ იუთუბელს ვუყურებ და ბევრი ახერხებს სახლის დასუფთავებას, ბავშვების მოვლას და თავის მოვლასაც. ეს სახლი არ არის მილიონერის ნამდვილად. ამერიკაში და ბრიტანეთში ასეთი სახლი იშვიათობა არ არის. ჩვენ არ ვართ უბრალოდ ასეთ პირობებს შეჩვეულები, სამწუხაროდ
ქეთი 2021-11-23 22:47
ეს არის უმდოდრესო ოჯახის ბინა, რომელსაც ეყოლება უამრავი დამხმარე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები