რატომ გვიკეთია სამედიცინო ნიღაბი უკუღმა?

ერთი შეხედვით რა არის რთული სამედიცინო ნიღაბში? თითქოს არაფერი, თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანების უმეტესობა, ვისაც მედიცინასთან არანაირი შეხება არ აქვს, ნიღაბს არასწორად ხმარობს.



როგორ უნდა გავიკეთოთ სწორად ნიღაბი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ.



ახლა, როდესაც სამედიცინო ნიღაბი ჩვენი ცხოვრების განუყრელ ატრიბუტად იქცა ძალიან მნიშვნელოვანია ის სწორად მოვიხმაროთ რათა მისგან მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ. ნიღბის ეფექტი კი ადამიანის სასუნთქი გზების დაცვაა.

საქმე ის არის, რომ არასწორად გაკეთებული ნიღაბი უკეთეს შემთხვევაში არ გვიცავს და უარეს შემთხვევაში დაცვის მაგივრად ზიანს გვაყენებს.
როგორ
უნდა მოვიქცეთ?



ყველაფერი ძალიან მარტივად არის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამედიცინო ნიღაბს აქვს ორი მხარე – ერთი თეთრი (ღია ფერის) და მეორე ცისფერი (მუქი ფერის).
თუ ადამიანი ავად არის და არ უნდა სხვასაც შეუქმნას საფრთხე, მაშინ ნიღაბი თეთრი პირით თავისკენ უნდა გაიკეთოს, ხოლო თუ მიკრობებისგან თავის დაცვა სურს, მაშინ ღია ფერი, ანუ თეთრი გარეთ უნდა მოაქციოს.

რატომ?

საქმე ის არის, რომ თეთრი მხარე ჰაერის ფილტრია, მუქი კი ზედაპირი, რომელიც დამუშავებულია ანტიბაქტერიული ხსნარით.
ალბათ გაინტერესებთ ისიც, თუ რამდენი ხანი შეგიძლიათ გამოიყენოთ სამედიცინო ნიღაბი.



აფთიაქში შეძენილი ერთჯერადი ნიღაბი 2 საათი ნამდვილად ერთგულად მოგემსახურებათ. ამის შემდეგ ის გამოუსადეგარია და უნდა გადააგდოთ.
რაც შეეხება მრავალჯერად ნიღაბს, რომლიც თავად გაქვთ შეკერილი ან ფაბრიკშია დამზადებული, მისი მოხმარების ხანგრძლივობა მასზე არსებულ ფენებზეა დამოკიდებული. საშუალოდ ერთი ფენა დაახლოებით ერთ საათს უდრის.



აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მრავალჯერადი ნიღაბი ყოველი მოხმარების შემდეგ საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს.

საინტერესოა, მართლა გვიცავს კი ნიღაბი და ვინ უნდა ატაროს იგი. ალბათ, ნიღაბი მაინც უკეთესია, ვიდრე არაფერი. ვირუსების დროს შესაძლებელია მოიხმარონ როგორც ავადმყოფებმა, ისე კარგად მყოფმა პირებმა. არ ღირს ნიღბის ქუჩაში გაკეთება, ის შენობაში შესვლის ან ტრანსპორტში ასვლის დროს უნდა გაიკეთოთ.



კომენტარები

ნინო 2020-03-29 14:35
სად არის სამედიცინო ნიღბები?ვიღაცამ თავისით შეკერა მე ეს არ ვიცი.მითხარით სად შევიძინო.რომელ აფთიაქში.
სოსო 2020-03-29 08:37
საქართველოშიც დაიწყეს ნიღბების შეკერვა.ვითომ მათაც აქვთ ეს ქიმიური დამუშავება და ფილტრი?კერძო პირებიც ხომ ჰკერავენ და ბევრი უფასოდაც გასცემს.დიდი მადლობა,მაგრამ ისე არ გამოვიდეს,რომ უნებურად დაავადების გავრცელებას შეუწყონ ხელი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები