თბილისელი მილიონერის ლამაზი სახლის სევდიანი ისტორია - ეზოში დაკრძალეს მისი ცოლი და ქალიშვილი

ყველა შენობას თავისი ისტორია აქვს, ზოგი მათგანი კი – განსაკუთრებულია.ამჯერად ერთი ლამაზი სახლის შესახებ გიამბობთ, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე – №149-ში მდებარეობს.

მეცხრამეტე საუკუნის გერმანული არქიტექტურის ნიმუში, – ორსართულიანი სახლი, ეზოს სიღრმეში დგას. ეზოში პატარა შადრევანია, ხოლო ჭიშკარს – მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ლომის ქანდაკებები ამშვენებს. სახლი აგურისაა და მისი გარე ფასადი ქვის ლამაზი ფილებითაა მოპირკეთებული. ფანჯრებს ზემოთ ლამაზი მწვანე ფერის კარნიზებს მოჩუქურთმებული ჭვირულები ამშვენებს.
ეს სახლი თბილისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის – პაულ შტერნის აშენებულია, რომელსაც არაერთი ცნობილი შენობა ეკუთვნის.

მრავალი
წლის წინ საქართველოში შუშელი ვაჭარი და ნავთის მწარმოებელი – ავეტიქ ღუკასიანი ჩამოვიდა. ის ძალიან მდიდარი იყო და ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში, ქველმოქმედებით იყო განთქმული. მას მეუღლე და ერთადერთი ქალიშვილი – თამარი ჰყავდა. სახლის მეპატრონეებს მეორე სართული ეკავათ, ხოლო პირველ სართულზე განთავსებული იყო თავლები და ცხოვრობდნენ მსახურები. სომეხი კათოლიკოსი თბილისში ჩამოსვლისას სწორედ ამ სახლის საპატიო სტუმარი იყო.

ღუკასიანი ფინანსურად ეხმარებოდა სხვადასხვა სასწავლებელს, ხოლო დანარჩენი ქონება – მილიონნახევარი მანეთი, უანდერძა თავის ერთადერთ ქალიშვილს, მხოლოდ ერთი პირობით: – თამარი არ უნდა გაჰყოლოდა ცოლად სხვა ეროვნების კაცს.
ანდერძის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მისი ქალიშვილი გარდაიცვლებოდა 18 წლის ასაკამდე, მთელი ქონება სომეხ ერს სომეხი კათოლიკოსის და კოპოლისის პატრიარქის ხელით უნდა გადასცემოდა, რომელიც მოხმარდებოდა ზოგადსაგანმანათლებლო საქმეებს.
ალბათ, სწორედ ასეთ შემთხვევებზე ამბობენ, – კარმააო, რადგან ღუკასიანის ცოლი და ქალიშვილი მოულოდნელად უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. თამარმა ვერ იცოცხლა 18 წლამდე. გადმოცემის თანახმად, ის დედასთან ერთად გემზე დაიღუპა.
სწორედ ღუკასიანის მიერ აშენებული მუზეუმის ეზოში დაკრძალეს მისი ცოლი და ქალიშვილი.

ანდერძის პირობა შესრულდა. ღუკასიანის უძრავ-მოძრავი ქონება გაიყიდა და ბაქოში სასწავლებლის ასაშენებლად გადაეცა ზემოთ აღნიშნულ პირებს.

გაზეთი “მშაკ” №34, სტატიაში წერია:

1. სახლი მიქაელიანის ქუჩაზე, რომლის ბაღი გამოდის ელიზავეტინსკის ქუჩაზე 1000 საჟენი მიწით. საწყისი ფასი – 100 000 მ.

2. ოჯახური ავეჯი საზღვარგარეთული, დაანგარიშებული ყველაზე დაბალი ფასებით 5028 მ;

3. ხელზე ბანკების თანხა 200 125 მ;

4. 5% ფასიანი ქაღალდები 70 470 მ;

5. მისაღები ვალების ქაღალდები 55 739 მ.

6. აქციები 2500 მ.

7. თბილისის სამეფო საგანძურში 1913 წ. 10 მაისს შეტანილია 16 385 მ. რომელიც თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკან უნდა მიეცეს;

8. ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები, საუკეთესო ვერცხლის ხელსაწყოები და მაგიდის ვერცხლეული 3521 მ.

ვიმედოვნებთ, რომ სისხლით მორწყულ სომხეთში, ერის წარმომადგენლები, ა. ღუკასიანის თანხით ააშენებენ ისეთ სასწავლებელს, რომელიც გაუნათლებელ ხალხს მისცემს განათლებას.

სამარადისო ხსოვნა მოანდერძე ღუკასიანის სახელს. უღრმესი მადლობა კორექტული და სამაგალითო ანდერძის შემსრულებლებს.”
თეა ინასარიძე

კომენტარები

დოდო ხუციშვილი 2021-01-28 18:20
ეს სახლი რამდენიმე თვის წინ იყიდებოდა
რამო 2021-01-28 13:15
ვინ იყიდა? რა ბედია ეწია ამ სახლს? როდის აახიეს ბოლშევიკებმა?
დავითი 2021-01-28 11:32
და სომეხის ფულით ბაქოში აშენდა სასწავლებელი?
ოხ, სომეხო! 2021-01-27 23:14
საქართველოში ცხოვრობდა და საქართველოს კი არ დაუტოვა!!
მამუკა 2021-01-27 14:06
ვიყიდი რეალურ ფასად კაი სახლი ჩანს )

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები