რა უნდა გააკეთოთ 12 თებერვალს: "ამ დღეს სურვილების ასრულების შანსები არნახულად მაღალია"


თებერვალში დადგება დღე, რომელიც თარიღების სარკისებური დამთხვევის გამო, სურვილების ასრულების უდიდეს შანსს იძლევა. ნუმეროლოგების განმარტებით, 2021 წლის 12 თებერვალი ყველას დიდ წარმატებას უქადის. ამ დღეს უნდა ჩაიფიქროთ ყველაზე სანუკვარი სურვილები, რადგან მათი ასრულების შანსები არნახულად მაღალია. ორიანი მოქმედებისა და ენერგიის ნიშანია, ამიტომაც ორიანების სარკისებური დამთხვევის წყალობით, 12 თებერვალს იმდენად იზრდება სასიკეთო ცვლილებების შანსი, რომ ყველანაირად უნდა ეცადოთ, ამ დღეს თქვენი ცხოვრების მთავარ მიზნებზე კონცენტრირდეთ.
სწორედ ამ დღეს გვეძლევა იდეების რეალიზაციის ყველაზე მაღალი შანსი. ამ დღეს ყველაფერი თქვენს ხელთაა, თქვენ ხდებით
საკუთარი მომავლის განმსაზღვრელი. ეს კალენდარული ციფრები ყველაფერში დაგეხმარებათ, მათ შორის ყველაზე ამბიციური გეგმების დასახვისას.

ამ დღის ძალა რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ, 12 თებერვალს ეცადეთ, მაქსიმალურად განიტვირთოთ ნეგატივისგან. დაწერეთ ფურცელზე თქვენი სურვილები, ჩანაფიქრები, ისინიც, რისგან გათავისუფლებაც გინდათ სამომავლოდ. ეს შეიძლება იყოს მავნე ჩვევები, ხასიათის არასასურველი თვისებები, ადამიანები, ვისთან ურთიერთობის გაწყვეტაც გსურთ, სამუშაო, რომელც ბედნიერებას არ განიჭებთ და ა. შ.

ეს დღე ერთგვარი საზღვარი გახდება თქვენს წარსულ ცხოვრებასა და სასურველ მომვალს შორის. სხვათა შორის, 2021 წლის 12 თებერვალი იდეალური თარიღია ქორწილისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ხანგრძლივი და მყარი იქნება.

კომენტარები

მარი 2021-02-07 19:59
ეს ფურცელი სად უნდა წავიღოთ შემდეგ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები