უცნაური სახლი იაპონიაში - გარედან ორი სართული, შიგნით - 13

რაც ყველაზე საინტერესოა, აქ არ არის არც ერთი იზოლირებული ოთახი, აბაზანას კი მთლიანი ზედა სართული უკავია.
სახლის ექსტერიერი არაფრით გამოირჩევა. ოსაკაში უამრავი ასეთი სახლია, ალბათ ასობით. თუმცა ინტერიერი, ექსტერიერისგან განსახვავებით, ნამდვილად უჩვეულო აქვს. საქმე ის არის, რომ გარედან ეს ჩვეულებრივი ორსართულიანი სახლია, აი შიგნით კი მთელი 13 სართულია განთავსებული.

საინტერესოა ისიც, რომ 13-ივე სართული სახლის ნებისმიერი წერტილიდა ჩანს, აქ არ არის ტიხრები და კარები. სახლში არ არის არც ერთ იზოლირებული ოთახი.

ამ სახლში მცხოვრები ოჯახი სამსულიანია. ოჯახის წევრებმა დიზაინერებისგან და
არქიტექტორებისგან ისეთი პროექტი მოითხოვეს, მუდმივად ჰქონოდათ შეგრძნება, რომ მთელი ოჯახი ერთად არის, მიუხედავად იმისა, სახლის რომელ ნაწილში იქნებოდა ესა თუ ის წევრი.

სართულებს შორის პალტფორმის სიმაღლე მხოლოდ 70 სმ-ია, თუმცა თითოეული მათგანის გამოყენებაა შესაძლებელი როგორც დამოუკიდებელი მინი-ოთახის ან შესანახი სისტემის. აბაზანიდან კარგად ჩანს სამზარეულო, სამზარეულოდან - მისაღები, ასე რომ, ნებისმიერი ოთახიდან არის შესაძლებელი ერთმანეთში კომუნიკაცია, თანაც უპრობლემოდ. თუმცა, მეორე მხრივ ეს ადამიანის პირად სივრცეს ზღუდავს, ვერასდროს იქნები დარწმუნებული, რომ მარტო ხარ და ვერავინ გხედავს.


დამკვეთებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოჯახის წევრებს განმარტოების არანაირი საჭიროება არ აქვთ. არც დახურული შესანახი სისტემები უნდოდათ, თვლიან, რომ ნივთების კარადაში შელაგება სულაც არ არის საჭირო. ღია თაროები და საკიდები მათთვის აბსოლუტურად საკმარისი აღმოჩნდა.

ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად ჩანს, თუმცა ასეთ სივრცეში მობილობა და სახლის გადასხვაფერება რთული საერთოდ არ არის. დღეს შეგიძლია პირველ სართულზე იმუშაო, ხვალ კი - ტერასაზე, გარდა ამისა, სახლში არის ბევრი ჰაერი და სინათლე.





კომენტარები

ნათი 2023-04-01 21:25
ლაბირინთივითაა ვერ გაიგებ სად რა არის
მად რო ვიცხოვრო თავბრუსხვევა მომკლავს
სოფი 2021-07-02 07:18
მაგ სართულებიდან შეიძლება დაგორდეს ადამიანი ,
დალი 2021-06-29 09:59
ეს რა არეულ-დარეულობაა?!
სურათებმაც კი თავბრუ დამახვია! მანდ ცხოვრება როგორ შეიძლება?!
აფსუს , უფულობავ. 2021-06-16 09:57
სახლი კი არა დომხალია. დიზაინერიც და სახლის პატრონიც ვერ ყოფილან კარგად .

კომენტარის დამატება