"სტალინს უნდა ენახა შოვი, მაგრამ კურორტ უწერაში თევზმა მოწამლა..." - ვის ეკუთვნის სინამდვილეში უნიკალური შენობა შოვში, რომელსაც სტალინის სახლს უწოდებენ

"ეს შე­ნო­ბა არის შო­ვის და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლი. ეწო­დე­ბო­და პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი. იყო მა­შინ კი­დევ და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლე­ბი შოვ­ში N2 კორ­პუ­სი, N3 კორ­პუ­სი... რო­გორც მსმე­ნია, პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი აშე­ნე­ბუ­ლია გერ­მა­ნე­ლე­ბის მიერ და მშე­ნებ­ლო­ბი­სას არ იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლურ­სმა­ნი. შე­ნო­ბა მთლა­ნად ხი­საა... გა­მო­ირ­ჩე­ო­და რო­გორც ყვე­ლა­ზე კარ­გი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლი და აქვს სა­უ­კე­თე­სო მდე­ბა­რე­ო­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ სახ­ლში სტა­ლი­ნი ის­ვე­ნებ­და" - ფოტო, რო­მელ­ზეც შოვ­ში მდე­ბა­რე უნი­კა­ლუ­რი ნა­გე­ბო­ბაა ასა­ხუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა მი­ნა­წე­რით, რომ თით­ქოს იქ სტა­ლი­ნი ის­ვე­ნებ­და... კუ­რორტ შო­ვის და­არ­სე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ა­სა და იმა­ზე, სი­ნამ­დვი­ლე­ში სად იყო სტა­ლი­ნის
ვილა ონის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი გია ბე­რიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა...

- დიახ, ეს კორ­პუ­სი არის შოვ­ში, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ სტა­ლი­ნი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა შოვ­ში... იყო ერთი ვილა, რო­მელ­საც "სტა­ლი­ნის სახ­ლს" ეძახ­დენ. სამ­წუ­ხა­როდ, ის პა­ტა­რა და ორი­გი­ნა­ლუ­რი ნა­გე­ბო­ბა აღარ არ­სე­ბობს და ფო­ტოს ექ­სკლუ­ზი­უ­რად გაწ­ვდით...

სტა­ლინს უნდა ენა­ხა შოვი, მაგ­რამ კუ­რორტ უწე­რა­ში თევზმა მო­წამ­ლა და უწე­რის წყლე­ბით შე­სა­ნიშ­ნავ­მა ექიმ­მა - საშა ბაქ­რა­ძემ უმ­კურ­ნა­ლა. აქე­დან სტა­ლი­ნი დაბ­რუნ­და ონში და ღამე პოლ­კოვ­ნიკ გიგო იაშ­ვი­ლის სახ­ლში გა­ა­თია... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა სტა­ლინს ჰკი­თხეს, რო­გო­რი კუ­რორ­ტია შო­ვიო, ასე უპა­სუ­ხა: "კარ­გად მყო­ფი იქ ვერ მი­აღ­წევს და ავად­მყო­ფი გზა­ში მოკ­ვდე­ბაო".

- შოვ­ში მდე­ბა­რე უნი­კა­ლურ ნა­გე­ბო­ბა­ზე რა არის ცნო­ბი­ლი?

- შოვ­ში ყვე­ლა ნა­გე­ბო­ბა და კომ­პლექ­სი ასე­თი უნი­კა­ლუ­რი იყო... არ­ქი­ტექ­ტო­რი კოლ­ჩი­ნი გახ­ლდათ... სა­ერ­თოდ შო­ვის და­არ­სე­ბას ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს: კუ­რორ­ტი შო­ვის და­არ­სე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შამ­შე ლეჟა­ვას სა­ხელ­თან. იგი წარ­მო­შო­ბით ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წკა­დი­სი­დან იყო. შამ­შე ლეჟა­ვას სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც სწავ­ლობ­და 1905-1910 წლებ­ში. ექი­მი ლეჟა­ვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო სა­კუ­რორ­ტო საქ­მით, რის გა­მოც სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ეც­ნო­ბო­და სა­ზღვარ­გა­რე­თის სხვა­დას­ხვა კუ­რორ­ტებს. იგი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და ევ­რო­პა­ში. 1908 წელს ფე­ხით გა­და­ვი­და ჟე­ნე­ვი­დან ვე­ნა­ში; გა­ეც­ნო და გულ­დას­მით შე­ის­წავ­ლა კუ­რორ­ტე­ბი: ალან­დი, ვილ­დუნ­გე­ნი, ბა­დე­ნი, კალსბა­დი, ვა­ლენ­ზეე, აუს­ზეე და სხვე­ბი... განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ:

სტალინის აგარაკი აფხაზეთში - ცხენის ძუისგან გაკეთებული ავეჯი და უნიკალური ინტერიერი

სტალინის აგარაკი სოჭში

კომენტარები

თათული 2021-09-15 12:57
უწერის მზარეული სავარაუდოდ დახვრიტეს?
ბაგრატ მანველიძე 2021-09-13 03:47
სტალინი მართლაც მოწამლს თევზმა და მას უმკურნალა მაშინ ახალგაზრდა ექიმმა ვალერიან კვერენჩხილაძემ.შემდეგ ის რესპუბლიკის მთავარი ხირურგი იყო.ძალიან კოლორიტული და კარგიქართველი.სხვათა შორის ექიმებს თვითონ სტალინმა უთხრა რიონის თევზი მწყენს დს მაგით ვიქნები მოწამლულიო.

კომენტარის დამატება