თუ მშობელი მხოლოდ ერთ შვილს უტოვებს ქონებას - აქვს თუ არა მნიშვნელობა, წილს გოგო ითხოვს თუ ბიჭი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნიკა მაღედანი, გვიყვება, რა პრინციპით ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე, რა შემთხვევაში არ აქვთ წილის მოთხოვნის უფლება და რა დროს იცნობა პირი უღირს მემკვიდრედ:

- მშობლის სიცოცხლეში ქონების განაწილება მის ნებაზეა დამოკიდებული და არანაირი ვალდებულება არ აქვს, წილი შვილებს გადასცეს. ადამიანს სიცოცხლეში ქონებაზე საკუთრების უფლება აქვს და თავისი სურვილის შესაბამისად განკარგავს. რაც შეეხება გარდაცვალებას, თუ გარდაცვლ პირს საკუთრებაში აქვს ქონება, ის მემკვიდრეობით ნაწილდება. მემკვიდრეობის განაწილება შეიძლება მოხდეს ორი საფუძვლით - ანდერძით და კანონით. თუ ანდერძი არ
არსებობს, ასეთ შემთხვევაში, ყურადღება კანონით მემკვიდრეების რიგითობას ექცევა. კანონით, პირველი რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილი პირის მშობლები, მეუღლე და შვილები. აქიდან გამომდინარე, ქონება ყველა მათგანზე თანაბრად ნაწილდება.

- თუ მშობელი მხოლოდ ერთ შვილს უტოვებს საკუთარ ქონებას, სამართლებრივად არსებობს ბერკეტი, რომ სხვა შვილებმაც მოითხოვონ წილი?
- როდესაც პირი ანდერძით მხოლოდ ერთ შვილს უტოვებს ქონებას, ასეთ შემთხვევაში დანარჩენ შვილებს შეუძლიათ გამოიყენონ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება. პირველი რიგის მემკვიდრეებს, რომლებიც, როგორც ვთქვი, არიან მეუღლე, მშობლები და შვილები, უფლება აქვთ მოითხოვონ მემკვიდრეობიდან სავალდებულო წილი. სავალდებულო წილი კი არის იმ წილის ნახევარი, რომელიც მათ კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში ეკუთვნოდათ. პირობითად, თუ გარდაცვლილს ორი შვილი ჰყავს და ანდერძით მხოლოდ ერთს
უტოვებს ქონებას, მეორე შვილს უფლება აქვს, მისთვის კანონით მემკვიდრეობით გათვალისწინებული წილის ნახევარი მოითხოვოს.

- საქართველოში ხშირად მშობლების სახლი და სხვა ქონება ბიჭ შვილებს რჩებათ, სამართლებრივად ეს სწორია? ქონების განაწილებისას აქვს მნიშვნელობა, შვილი ბიჭი იქნება თუ გოგო?
- თუ პირი სიცოცხლის პერიოდში ანაწილებს საკუთარ ქონებას ჩუქებით, ასეთ შემთხვევაში, უფლება აქვს, ვისაც უნდა, იმას აჩუქოს თავისი წილი. გარდაცვალების შემდეგ, როდესაც შვილებს შორის მემკვიდრეობის განაწილება ხდება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სქესს.

- უძრავი ქონების, მაგალითად, სახლის შემთხვევაში როგორ ხდება განაწილება?
- შვილები თანამესაკუთრეებად დარეგისტრირდებიან. კანონით მემკვიდრეობის დროს ყველა შვილს სახლზე თანაბარი უფლება ექნება და მათი ნებაა, როგორ განკარგავენ ამ ქონებას. უნდათ, დაიტოვებენ საერთო საკუთრებაში, გაააჩუქებენ ერთმანეთში ან თანხის სანაცვლოდ დათმობენ, ეს შეთანხმების საგანია. თუ ვერ თანხმდებიან, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა თანასაკუთრების სასამართლოს გზით გამიჯვნას მიმართონ.
განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები