რა ელოდება ახალ 2023 წელს ამ თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს

ამა თუ იმ სტიქიის წარმომადგენლებს თავისი კონკრეტული სიმბოლოები აქვთ, რომელსაც მომავალ, 2023 წელს, წარმატებისა და ბედნიერების მოტანა შეუძლია.
უკვე კარგად ვიცით, რომ ჩინური კალენდრის მიხედვით, 2023 წელი შავი კურდღლის წელია. მთვარის ციკლის მეოთხე წელი აზიაში ყველაზე ბედნიერ და წარმატებულ წლად მიიჩნევა. სწორედ ამ წელს ველოდებით ახალ, 2023 წელს.
ეს ნიშანი სიმშვიდის სიმბოლოა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმჯობესია ახალ წელს ოჯახურ, მშვიდ და პოზიტიურ გარემოში შევხვდეთ.

ვერძი (21 მარტი -20 აპრილი)
ვერძებისთვის კარგი წელია გადაწყვეტილებების მისაღებად და თვითრეალიზაციისთვის. კარგი დროა იმ
სახლის ასაშენებლად, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდით. შეგიძლიათ გაემგზავროთ ასევე დასასვენებლად მაგალითად მალდივს კუნძულებზედა იყიდოთ ძვირფასი ნივთები.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
წარმატებული წელი იქნება ახალი ნაცნობობისა და კომუნიკაციებისთვის.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
კარგი დროა ჯანმრთელობის მისახედად. შეგიძლიათ დაკავდეთ ფიტნესით ან შეხვიდეთ ცეკვის წრეზე. თუ სავარჯიშო დარბაზში სიარულის დრო არ გაქვთ, უბრალოდ ბევრი იარეთ ფეხით.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს მოგზაურობის დრო დაუდგათ.
არ აქვს მნიშვნელობა, ზღვაზე წახვალთ თუ ისტორიულ ქალაქებს მოინახულებთ, მთავარია, რომ იმოგზაურებთ. ასე რომ, ჩვენი რჩევა იქნება, შეიძინოთ დიდი სამგზავრო ჩემოდანი. გვერწმუნეთ, ის აუცილებლად დაგჭირდებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
ეს ის პერიოდი, როდესაც ლომმა აუცილებლად უნდა გაითავისოს ერთი მთავარი გაკვეთილი, დროა დრო და ენერგია საკუთარ თავს დაუთმოს, საკუთარ თავს მიხედოს. ასტროლოგები ლომებს ურჩევენ შეიძინონ დიდი სარკე, რომ ხშირად ჩაიხედონ და გაუღიმონ საკუთარ თავს.

ქალწული ( 24 აგვისტო - 22 სექტემბერი)
ეს წელი ძალიან კარგი პერიოდი იქნება ქალწულებისთვის დანაზოგის გასაკეთებლად. ასე რომ, დროა შეიძინოთ დიდი ყულაბა.

სასწორი (23 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
დროა შეხვიდეთ მანქანის ტარების გაკვეთილებზე, ან თუნდაც ინგლისურზე, ერთი სიტყვით, დროა დაკავდეთ თვითგანვითარებით. შეიძინეთ წიგნები და განავითარეთ საკუთარი თავი.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მორიელებისთვის ეს ის პერიოდია, როდესაც ხორცი უნდა შეასხან ჩანაფიქრს. გირჩევთ გეგმები აღარ გადადოთ და მოიყვანოთ სისრულეში.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 23 დეკემბერი)
მშვილდოსნებისთვის ეს წელი ცოტა არასტაბილურია. სავარაუდოდ მათ ცხოვრებაში იქნება ბევრ ემოციური მომენტი. ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის კონტროლი.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
ეს ის პერიოდია, როდესაც შეგიძლიათ თამამად იაროთ თავაწეულმა და საკუთარ ძალებში დარწმუნებულმა. დიახ, წარმატება თქვენს მხარეს იქნება.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
მერწყულებისთვისაც ეს წელი ძალიან კარგი პერიოდი იქნება სამოგზაუროდ, ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი თევზებს ბევრ ახალ შანსს და საქმიან წინადადებას მოუტანს, თუმცა მან არ უნდა დაივიწყოს ახლობლები და ნათესავები, ახლო მეგობრები და მათ სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები