ჩონჩხი კარადაში - რა საიდუმლოებები უკავშირდება სახლს, რომელშიც ბერია ცხოვრობდა და როგორ გამოიყურება ახლა შენობა, რომელსაც აგარაკად იყენებდა

ამ ისტორიული პიროვნების სახელი ბევრ საიდუმლოსა და სკანდალს უკავშირდება. მოსკოვში მდებარე მისი ყოფილი სახლიც, რომელიც არც არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს და არც სხვა რაიმე ნიშნით არის გამორჩეული, მრავალ საიდუმლოს ინახავს.
მე-19 საუკუნის დროინდელ ამ სახლში ბერიას ოჯახი 1930-დან 1953 წლამდე ცხოვრობდა. ამბობენ, რომ ამ სახლის განსაკუთრებით ქალბატონებს ეშინოდათ, თუ ბერიას რომელიმე მოეწონებოდა, მას სვამდნენ მანქანაში და სწორედ აქ მოჰყავდათ. შემდეგ კი ბევრი მათგანი უკვალოდ ქრებოდა.

1953 წელს, სამშობლოს ღალატის ბრალდებით, ბერია დააპატიმრეს. მას დახვრეტა მიუსაჯეს...
ამბობენ, რომ სახლის სარდაფში, რომელშიც ბერია ცხოვრობდა, ჯერ კიდევ მის
იქ გადასვლამდე ხვრეტდნენ ხალხს, ვინც არ ემორჩილებოდა საბჭოთა რეჟიმს. მოგვიანებით, სახლის რესტავრაციის დროს, აქ წამების იარაღებიც კი აღმოაჩინეს.

ახლა ამ შენობაში ტუნისის საელჩო მდებარეობს. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ იქ სახლის ყოფილი პატრონის სული ბინადრობს, თუმცა ამ ფაქტის მეცნიერული მტკიცებულებები არ არსებობს.

საელჩოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ღამ-ღამობით მათ ესმით ხველის, სუნთქვის და ფეხის ნაბიჯების ხმა. ასევე სახლიდან, საიდუმლო სეიფიდან, არაერთხელ გამქრალა მნიშვნელოვანი საბუთები.

ასევე საუბრობენ იმაზეც, რომ თვეში 304-ჯერ გამოჩნდება ხოლმე მანქანა-უჩინმაჩინი. ეს ყოველთვის ღამის საათებში ხდება გზაჯვარედინზე. მანქანა არ ჩანს, თუმცა ჩანს ფარების განათება და ისმის ძრავის ხმა. მანქანა ჩერდება სახლის ჭიშკართან, ცოტა ხანში ისმის მანქანის კარის გაღების ხმა და გარკვევით ისმის ქალის და მამაკაცის ხმებიც.

ეს კი ბერიას აგარაკია, რომელშიც ერთ დროს კინოსტუდია იყო, ახლა კი უფუნქციოდაა და მიტოვებულია.








კომენტარები

Rezo 2023-01-10 13:46
1930 წლიდან ცხოვრობდაო მე რგორც ვიცი ბერია 1938 წ გადაიყვანეს მოსკოვში.
!!! 2023-01-02 03:05
რას ნიშნავს ''ჩონჩხი კარადაში?" სად არის თარგმანის პრინციპები და მეთოდები!!! როგორ შეიძლება ასე სიტყვასიტყვით თარგმნა!!! ასეთი 'თარგმანით' ზიანდება აზრი. საჭიროა როგორც ენის ასევეკულტურის ცოდნა და მისი გათვალისწინება თარგმნის პროცესში. ამით თქვენ ამახინჯებთ ქართულ ენას.
Ქართველობას 2022-12-31 17:25
Რჩევაა ქართველებს ნუ მოგწონთ თავი სატანისტი ქართველებით. Ბერია სტალინი და ორჯონიკიძეები არიან საქართველოს და ქართველი ხალხის გამანადგურებელი.
Რუსეთუმებს 2022-12-31 17:21
Და კიდევ. Სტალინს იმდენი ხალხი ყავს დახრეტილი და განადგურებული რომ ომში არ დაღუპულა იმდენი მოქალაქე. Გადააშენეთ ეს სატანა. Ჯოჯოხეთში იწვოდეს ცოდვილი ავაზაკი.
Რუსეთუმებს 2022-12-31 17:19
Ქართველებმა უნდა ეძიონ თავისი ისტორია. Სტალინი და ბერია არიან რუსეთუმე ფაშისტები. Ნუ მისტირით მათ ბოროტ სულებს. Სადაც არიან იყონ იმ ჯოჯოხეთში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები