"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა კარგად გაითავისეს ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულება და იგი მუზეუმს უყოყმანოდ დაუთმეს" - გიორგი კალანდია უნიკალური ბუხრის შესახებ

ისტორიკოსი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, მუზეუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატის ამბავს ყვება:

"2014 წლის ზაფხულში ჩვენი მუზეუმის გამორჩეულმა მეგობარმა, მკვლევარმა ვანო ჯახუამ საყურადღებო ცნობა მოგვაწოდა. მეცნიერმა თბილისში, შოთა იამანიძის ქუჩაზე, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის შენობაში უნიკალურ არტეფაქტს მიაკვლია, - ძვირფას ბუხარს, რომელიც ფედერაციის მესვეურთათვის და ფეხბურთელთა ბევრი თაობისთვის ცნობილი იყო, თუმცა მის შესახებ ხელოვნებათმცოდნეებმა, ისტორიკოსებმა და რაც მთავარია, ფართო საზოგადოებამ არაფერი იცოდა! ვანო ჯახუას ფოტოებით ცხადი იყო, რომ ბუხარი გამოყენებითი ხელოვნების ისეთ ნიმუშს წარმოადგენდა, რომლის
მსგავსი ჩვენი მუზეუმის ხელოვნებათმცოდნეებს მანამდე არ ენახათ....
გამოყენებითი ხელოვნების ამ ნიმუშის მხატვრული ღირებულებიდან და შენობაში არსებული ავარიული ნდგომარეობიდან გამომდინარე, მუზეუმის ადმინისტრაციამ და დარგის სათანადო სპეციალისტებმა ბუხრის დემონტაჟი და მისი სამუზეუმო სივრცეში გადმოტანა გადაწყვიტეს. დაიწყო მოლაპარაკებები... საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა კარგად გაითავისეს ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულება და იგი მუზეუმს უყოყმანოდ დაუთმეს.

ბუხარი მუზეუმის რესტავრატორებმა დეტალურად შეისწავლეს, დაახლოებით ერთ თვეს მიმდინარეობდა დემონტაჟის ყველაზე რთული პროცესი. ფაქტობრივად, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე მოხერხდა ხელოვნების ნიმუშის დაშლა, დანომვრა და სამუზეუმო სივრცეში გადმოტანა. გაირკვა მისი წარმოშობის ისტორიაც - კერამიკული ფიგურების შიდა მხარეს დატანილი იყო დამღა, საიდანაც ცხადი გახდა, რომ ბუხარი დამზადებულია რუსეთის საიმპერატორო კარის ოსტატების მიერ ქალაქ ვიტებსკში, ბრონისლავ იაკობის ძე ლისოვსკის საქვეყნოდ განთქმულ ქარხანაში.
მუზეუმში გადმოტანის, რესტავრაციის და აწყობის შემდეგ, ბუხარი სასახლის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, ოქროსფერ დარბაზს ამშვენებს. ბუხრის პირობითი სახელია „ვენერა“, რადგან როგორც ჩანს, მის ცენტრალურ ნაწილში სანდრო ბოტიჩელის ცნობილი ტილოს („ვენერას დაბადება“) თავისებური ინტერპრეტაცია იყო წარმოდგენილი. ამჟამად ბუხარი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ექსპონატს წარმოადგენს".

"დამეთანხმეთ, რომ ბიბლიოთეკა უნდა იყოს ასეთი" - საოცარი ფოტოები ხელოვნების სასახლიდან

კომენტარები

დათო 2023-01-23 15:24
ტოტო ვინ არის
ტოტო 2023-01-14 17:04
გიორგი კანდელაკი რომ გაიგებს ვიტებსკში დამზადებული ბუხარი არის მუზეუმშიო,არ დაამტვრიოს.
მიმღერლებს თავს დაესხა,აპარატურა დაუზიანა და კიდევ დიდ გულზეა.იქვე გრიბოედოვის თეატრია და იქ რატომ არ შევარდა,ან პუშკინის ძეგლს რატომ არ დაესხა თავს ?
ავადმყოფი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები