ყველაფერი ოქროსა და ბრილიანტებში, აუზები და შადრევნები მინერალური წყლით - როგორ ცხოვრობენ არაბი შეიხები


გაინტერესებთ რა უძრავ ქონებას ფლობენ დიდი მმართველები?

შეიხ ემირის საპრეზიდენტო სასახლე აბუ-დაბიში
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს მმართველად ითვლებოდა. მისი პირადი ქონება 15 მილიარდ დოლარზე მეტად იყო შეფასებული, ოჯახის წევრების კი 150 მილიარდ დოლარად.
წარმოუდგენელმა სიმდიდრემ მას საშუალება მისცა, თავის სასახლეებში აუზები და შადრევნები აევსო მინერალური წყლით, რომელიც საფრანგეთის წყაროებიდან მოაგროვა, ქალაქ ევიანთან ახლოს. შეიხს არც კი ახსოვდა, რამდენი რეზიდენცია ჰქონდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მაგალითად, მადრიდის მახლობლად, მას
დარჩა ელეგანტური სასახლე, რომელსაც 15 ადამიანი ემსახურება, თავად პრეზიდენტი და მისი ოჯახი იქ არასდროს ყოფილან. მხოლოდ ლონდონში შეიხს 140-ზე მეტი ობიექტი აქვს.








აბუ დაბის პრეზიდენტის სასახლეში შეიხი განსაკუთრებით მნიშვნელოვან სტუმრებს მასპინძლობდა. სასახლის საბანკეტო დარბაზი 300 ადგილს ითვლის, ყველა მაგიდა 149 000 ძველებური, სპილოს ძვლისგან დამზადებული დანა-ჩანგლით არის გაწყობილი. მის სახლში ოქროს ტუალეტებზე საუბარიც კი არ ღირს, რადგან ეს მათთვის ჩვეულებრივი, აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა.

შეიხ მუჰამედის სასახლე დუბაიში

დუბაის ემირი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ მინისტრი და ვიცე პრეზიდენტია. შეიხი საოცრად მდიდარია, მისი პირადი ქონება 4 მილიარდ დოლარზე მეტად არის შეფასებული. ამბობენ, რომ მის სახლში პირდაპირ შეფუთულ ტკბილეულს მიირთმევენ, რადგან ტკბილეული კულინარიული ოქროთია შეფუთული.

მუჰამედი მსოფლიოში ყველაზე სუფთა ჯიშის ცხენების მფლობელია, თავლებში იშვიათი ბალახი პირდაპირ ავსტრალიიდან მოაქვთ. სასახლე აშენდა არაბულ სტილში და მისის დათვალიერება მხოლოდ გარედანაა შესაძლებელი. ტურისტებს საშუალება ეძლევათ გაუჩერებლად გადაადგილდნენ ხეივანში ტაქსით სასახლის მთავარ თაღამდე და დაბრუნდნენ უკან.




უცხო პირებს სასახლეში შესვლის უფლება არ აქვთ, ამიტომ ძვირფასი ჭაღების, მაჰოგანის ავეჯის და ფუფუნების სხვა საგნების ნახვა მხოლოდ ოფიციალური ფოტოების საშუალებით არის შესაძლებელი.

ბრუნეის სულთნის სასახლე

სასახლე, სახელწოდებით "ნურულ იმანი" ("რწმენის შუქი") ბრუნეის სულთან ჰასანალ ბოლკიას მთავარი რეზიდენციაა. ნურულის ქონება 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, მისი რეზიდენცია კი მსოფლიოში ყველაზე დიდად ითვლება, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა, როგორც ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსი მსოფლიოში. სახლი 200 ათასი კვადრატულ მეტრს მოიცავს. მასში არი 1788 ოთახი, 257 აბაზანა, 18 ლიფტი, ხუთი საცურაო აუზი, წინა დარბაზი 5 ათასი ადამიანისთვის და მეჩეთი 1,5 ათასიანი მრევლისთვის.

ავტოფარეხი ისეა აგებული, რომ მასში მინიმუმ 110 მანქანა ეტევა, თავლა კი 200 ცხენზეა გათვლილი. ტუალეტის ინვენტარიც, რა თქმა უნდა, მოოქროვილია, თუმცა ყველაფერმა ამან სულთანი არ დააკმაყოფილა და მან კიდევ სამი სასახლე ააშენა.






შეიხ ისას სახლი ბაჰრეინში

ბაჰრეინის სახელმწიფოს პირველი ემირი, ისა იბნ სალმან ალ ხალიფა 1999 წელს გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ, ჰამად II-მ მემკვიდრეობით მიიღო მამის უზარმაზარი სახლი, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.

რეზიდენციის ისტორია 1800 წლიდან იწყება, როდესაც ის აშენდა მეჩეთთან ერთად. სამეფო ოჯახის რამდენიმე თაობამ შვილები და შვილიშვილები აქ გაზარდა. ეს იყო არა მხოლოდ სახლი, არამედ მაღალი რანგის სტუმრების მისაღები ვილა. ახლა სასახლე ღიაა საზოგადოებისთვის, ტურისტებს თავისუფლად შეუძლიათ მისი დათავლიერება.

კომენტარები

2024-02-17 15:56
მიხარია, რომ კომენტარები ადექვატურად აღიქვამენ რაც წერია. ესენი ამ " ბრწყინვალების " და ბრჭყვიალების მიუხედავად შუა საუკუნეებში არიან და იმას კიდევ კარგა ხანი ვერ გასცდებიან.
სვეტა 2023-09-23 16:33
სიგიჟე , უსამართლობა და პროვინციალიზმია
1234 2023-06-16 08:28
არაბი ხიხოები
ლლ 2023-05-22 14:19
ჩემი მეუღლის " ქოხი" მირჩევნია ამათი ცხოვრების მოჩვენებით ბრწყინვალებას
დავითი 2023-05-22 08:24
ნეტავ ღმერთის სამართლის ურემს ბორბალი ხომ არ მოსძვრა?მსოფლიოში რამდენ ადამიანს ენატრება საჭმელი :(

კომენტარის დამატება