თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას, მეპატრონეს უფლება ექნება, რომ... - რა ახალი ცვლილებები ამოქმედდება ურჩი მდგმურების მიმართ



საკეტის გამოცვლა, ბინაში კომუნალურების გამორთვა თუ სასამართლოში დავის დაწყება?! უძრავი ქონების მეპატრონეები ბოლო დროს ხშირად ჩივიან, რადგან გაქირავებულ ბინას ან უკან ვერ იბრუნებენ ან სასამართლო დავაში ენერგიასა და დიდ დროს ხარჯავენ.

გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობას სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები აწესრიგებს, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში ურთიერთობები რადიკალურად შეიცვალა. კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო ბინის მეპატრონეები თავიანთ უფლებებს ვეღარ იცავენ.

„ბინა მაქვს გაქირავებული, ოფიციალური ხელშეკრულება არ დაგვიდია. პრობლემა ისაა, რომ 6 თვეა ფულს არ იხდიან. როცა გასაღების გამოსართმევად მივედი, მითხრეს, არ გავალთო, მეტიც,
რამდენიმე დღეში მიჩივლეს. ვერ ვუშვებ ჩემი საკუთრებიდან. რა შეიძლება რომ გავაკეთო?“ -წერენ სოციალურ ქსელში.

სწორედ მსგავსი შემთხვევების გახშირების გამო, იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც ბინის ქირავნობასთან დაკავშირებულ დავებს შეეხება. ინიციატივის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია. ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ექნება უფლება, სასამართლოს ნებართვის გარეშე, დაავალდებულოს პირი ან ქირა გადაიხადოს, ან ნაქირავები ბინა დაცალოს, გამარტივებული სააღსრულებო წესებიდან გამომდინარე.

საკანონმდებლო ინიციატივას კანონიერი ძალა რომ ჰქონდეს, ის აუცილებლად მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, წერილობით უნდა გაფორმდეს და აღსრულების ეროვნულ ბიუროში დარეგისტრირდეს. სერვისი ფასიანი იქნება, თუმცა მისი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

იუსტიციის სამინისტრომ შესაძლო ცვლილება ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს გააცნო, როგორც ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნინუაშვილი ამბობს, ინიციატივა უფლებების რეალიზაციის გარეშე დარჩენილი მეპატრონეებისთვის პოზიტიური იქნება.

„თუ მესაკუთრე და დამქირავებელი გააფორმებენ წერილობით ხელშეკრულებას, სადაც შეთანხმდებიან, რომ ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარეს ექნება უფლება, მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, აღსრულების ბიურო გამოასახლებს დამქირავებელს, რომელიც არღვევს ხელშეკრულების პირობას“, - ამბობს ნიკა ნინუაშვილი.
განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

Lika 2023-07-09 02:34
ვირეშმაკურო უკანონო " კანონების" ქვეყანაა
Lika 2023-07-09 02:33
ვირედმაკური უკანონობის შემდეგ მიიღეს ეს ' კანონი" ანუ ხელშეკრულება ფასიანია და კი დევ ყვსყტავებენ,თან კი არ გადაიხდის რაც არ გადაუხდია,არამედ უბრალოდ გამოასახლებენ და მორჩა,მაინც უფულოდ რჩება მესამუტღე.დეგენერატული უკანონობას ეს ქვეყანა
ლალუკა 2023-07-07 08:58
მეპატრონეებს ფული გინდათ მარტო, წესიერი ჭურჭლის შესაწყობი ბუფეტი არ იყიდა, იმდენ ფულს ვიხდი, მეც ყველაფერი ვერ ვიყიდე, მიგროვდება მერე და გადატანა ხდება ძნელი, მეზობელმა წყალი ჩამოუშვა და კი არის ისე ჩამოთხრილი სამზარეულო, თუ გინდა წადიო, ეს იცით თქვენ მარტო. 2 კვირის გადმოსული ვიყავი და სად უნდა წავსულიყავი, ხარჯია გადაზიდვა და წასვლაც
მზია 2023-07-06 17:02
ქართველებზე გვქონდა გაქირავებული 300 ლარად. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მივაქირავეთ, ბავშვი შეეძინათ და საბოლოოდ ისე მოხდა რომ 5 კაცი ცხოვრობდა 1 ოთახში. აქედან სამი მუშაობდა, მაგრამ არც ქირას იხდიდნენ, 500 ლარი კომუნალურების დავალიანება დაგვიტოვეს და ისე წავიდნენ. თან იმ მიზეზით რომ ვეღარ ეტეოდნენ. რუს გოგოს მივაქირავეთ ორმაგ ფასად, ძალიან პატიოსნად იხდის. იმათ ნამუსი არ აწუხებთ და მე უნდა მაწუხებდეს რუსს რომ მივაქირავე?!
მაკა 2023-07-06 10:10
ქართველები უარესები არიან, ნათესავს გაქირავებული ქონდა, თითონ საზღვარგარეთ იყო, ჯერ ქირაზე ხომ გააწამეს და რომ დაბრუნდა ბინა გაძარცვული დახვდა, მეტალოს ფანჯრებიც ჩამოხსნილი და გაყუდული

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები