ჭურჭლის მრეცხავიდან სპორტის მაგნატამდე - როგორია პაკისტანელი მილიარდერის სიმდიდრის გზა

Flex-N-Gate-ის მფლობელის, პაკისტანის უმდიდრესი ადამიანის, შაჰიდ ხანის წმინდა ქონება სულ რაღაც 12 მილიარდი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძვის დიდ ეკონომიკურ კრიზისს და მიუხედავად იმისა, რომ ისლამაბადმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დახმარების გარიგების უზრუნველყოფა მოახერხა, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ ვარდნას განიცდის.

ძირითადად მისი არასწორი პოლიტიკისა და ცუდი გადაწყვეტილებების გამო, პაკისტანი ინდოეთთან შედარებოთ, ბოლო 70 წლის განმავლობაში ვერ განვითარდა. მაგრამ ამ სერიოზული პრობლემების მიუხედავად, არიან პაკისტანელები, რომლებმაც უდიდეს ფინანსურ მოგებას მიაღწიეს და მსოფლიოში საკმაო პოპულარობითაც სარგებლობენ.

პაკისტანის უმდიდრესი ადამიანის, შაჰიდ ხანის წმინდა ქონება 12 მილიარდი აშშ დოლარია, რაც მოიცავს უძრავ ქონებასაც, უძვირფასესი სახლების სახით.

1950 წლის 18 ივლისს დაბადებული შაჰიდ ხანი არის Flex-N-Gate-ის მფლობელი. მილიარდერი პაკისტანელი ბიზნესმენი ასევე სპორტული მაგნატი და ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) ჯექსონვილი ჯაგუარსის და ფულჰემის მფლობელია. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები