ინვესტირება მოახდინეთ საკუთარ თავში და არა ბანკში - რატომ აღარ არის ქტუალური ფულის დაგროვება და რატომ დებს ახალი თაობა ფულს საკუთარ განვითარებაში და არა უძრავ ქონებაში

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფულის შეგროვება ფინანსური კეთილდღეობის ერთ-ერთ მთავარ გზად და გარანტად მიიჩნეოდა, თუმცა არასტაბილურმა და მუდმივად ცვალებადმა რეალურმა სამყარომ დაგვარწმუნა, რომ ეს სტრატეგია სულაც არ არის ეფექტური, არ ამართლებს და უფრო მეტიც, ზიანის მომტანიც კი არის.

რატომ დაკარგა ფულის შეგროვების სტრატეგიამ აქტუალობა? ამის უმთავრესი მიზეზი თანამედროვე სამყაროს არასტაბილურობაა. ამაში ალბათ სადავო არც არაფერია, მთელ მსოფლიოში მოვლენები ისე სწრაფად იცვლება, რომ არავინ იცის, რა იქნება ხვალინდელ დღეს, ამ მუდმივი გაურკვევლობის გრძნობას ყველა, თითოეული ადამიანი განიცდის. თუმცა, ყველა მედალს ორი
მხარე აქვს და ეს "დამთრგუნველი" გაურკვევლობა შესაძლოა სასიკეთოდაც კი ადგებათ ადამიანებს. სწორედ ამ გაურკვევლობის ხარჯზე გავხდით უფრო მობილურები, მოქნილები, ახალი გამოწვევისადმი მზად მყოფები. ძველი წესები აქტუალური არ არის და ფულის დაგროვება სულაც არ ნიშნავს მომავალ ფინანსურ კეთილდღეობას. ახალი თაობა ხომ თავისუფლებისაკენ და სიახლეებისაკენ მიისწრაფვის.

ახალგაზრდებს ურჩევნიათ გამოიყენონ ახალ-ახალი შესაძლებლობები, რომელიც მათ წინაშე თავს იჩენს კონკრეტულ მომენტში.

ფულის დაგროვების სტრატეგია კი ადამიანს უზღუდავს შესაძლებლობებს და ეკარგებათ აწმყოთი ტკბობის საშუალება. ადამიანი, რომელიც აგროვებს ფულს, ორიენტირებულია მომავალზე, რის გამოც ვერ ახერხებს სრულფასოვან ცხოვრებას დღეს.
წარმოიდგინეთ, რომ ფული ენერგიაა. ეს ენერგია უნდა იყოს მუდმივ მოძრაობაში, ცირკულირებდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ადამიანი ამ ენერგიის მის სასიკეთოდ გამოყენებას.
რა თქმა უნდა, ფინანსურ კეთილდღეობაზე და სტაბილურობაზე ფიქრი ძალიან ნორმალურია და ადამიანს გარკვეულწილად უნდა ჰქონდეს მსგავსი აზრები, თუმცა ეს არ უნდა იქცეს ადამიანის თვითმიზნად. მაგალითად, კარიერული წინსვლა მხოლოდ ფინანსურ კეთილდღეობის კუთხით კი არ უნდა განიხილოს, არამედ საკუთარი თავის ზრდის და დახვეწის კუთხით. ფოკუსირებული უნდა იყოს არა ფულის შეგროვებაზე, არამედ საკუთარი პიროვნების ზრდაზე, უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რაც სამომავლოდ სწორედ ფინანსური კეთილდღეობის გარანტია გახდება. ინვესტირება მოახდინეთ საკუთარ თავში და არა ბანკში, არ მისცეთ ფულს საშუალება შეგზღუდოთ და დაგაბრკოლოთ საკუთარი თავის ზრდის პროცესში. საკუთარ თვალსაწიერის გაზრდა ადამიანს აძლევს მეტ შესაძლებლობებს, მეტ სიახლეს, რაც ცხოვრებას უფრო ხარისხიანს და ნაყოფიერს ხდის, მხოლოდ მომავალზე ფიქრით იკარგება აწმყო, დღევანდელი დღე. იცხოვრეთ დღევანდელი დღით, დატკბით თითოეული წამით და იფიქრეთ განვითარებაზე, გაიზარდეთ პიროვნულად, პიროვნული ზრდა კი თავად იძლევა მომავალი კეთილდღეობის გარანტიას, იქნება ეს სულიერი თუ ფინანსური.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები