რატომ არ იყენებენ აზიაში ტუალეტის ქაღალდს ხშირად და რატომ ვერ იქცა ის პირველადი მოხმარების საგნად


ამ ადამიანებს თავიანთი, ალტერნატიული ხედვა გააჩნიათ ჰიგიენაზე. ალბათ, არავინ დავობს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ტუალეტის ქაღალდი პირველადი მოხმარების საგანია. გაიხსენეთ, რა ხდებოდა სუპერმარკეტებში კორონავირუსის პერიოდში, თუმცა აზიაზე ამას ვერ ვიტყვით, აზიურ ქვეყნებში ამ ნივთს არც ისე დიდ პატივს სცემენ.
თითქმის ყველა კულტურაში დეფეკაციის პროცესი უსიამოვნოდ ითვლებოდა. ამის შემდეგ ადამიანები ცდილობდნენ, რაც შეიძლება სწრაფად გასუფთავებულიყვნენ. უძველეს დროში ამისთვის იყენებდნენ ბალახს, ქვებს, ხის ფოთლებს და სხვა ნივთებს. დასავლურ ცივილიზაციაში მხოლოდ მე-19 საუკუნეში გამოჩნდა პირველი ტუალეტის ქაღალდი და მისი
გამოყენება ნორმად იქცა.
თუმცა, იმავე საუკუნეში აზიის ქვეყნებში მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ მისი გამოყენება. ბუნებრივია, დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა. მაგრამ ტუალეტის ქაღალდი აქ პირველადი მოხმარების საგნად მაინც ვერ იქცა.

საქმე ის არის, რომ აზიის ქვეყნებში ძალიან ცხელი კლიმატია. ამიტომ, ტუალეტის ქაღალდით რეგულარული წმენდა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ადამიანებს კანი არ გაუღიზიანდეთ და დისკომფორტი არ განიცადონ.
ამის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა დაბანა, სწორედ ამიტომ, აზიის ქვეყნებში ბევრ ტუალეტს აქვს ბიდე, წყლის გრაფინი ან მთელი საშხაპე სისტემა.

რელიგიური შეხედულება

ეს გახლავთ რაციონალური მიზეზები, თუ რატომ არ გამოიყენება ტუალეტის ქაღალდი აზიის ქვეყნებში. მაგრამ არსებობს ასევე მუსლიმური ტრადიციები, კერძოდ, ყურანში ნათქვამია, რომ დეფეკაცია ადამიანს უწმინდურს ხდის. ამის შემდეგ შეუძლებელია ალაჰთან კონტაქტის დამყარება, სანამ ადამიანი საფუძვლიანად არ გაიწმინდება. ჰიგიენური პროცედურები აუცილებლად უნდა ჩატარდეს დაბანით, წყლის გამოყენებით. რატომ?

ქაღალდის გამოყენების დროს ხელი შეიძლება დაბინძურდეს. რეგლამენტის მიხედვით, ეს დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, წესების დარღვევის გამორიცხვისთვის დაბანა სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია.
სხვათა შორის, არსებობს სხვა ნიუანსებიც. საპირფარეშოში არ შეიძლება ლაპარაკი, თუ ადამიანს დაუძახეს პასუხად მხოლოდ ჩახველება შეუძლია. საპირფარეშო ადამიანმა მხოლოდ მარჯვენა ფეხით უნდა დატოვოს.

კომენტარები

რამინი 2023-09-24 07:30
თანამედროვე მედიცინაც აღიარებს რომ ტუალეტის პროცესის დროს დაბანა აუცილებელია
დარეჯანი 2023-09-23 20:12
დიახაც რომ დაბანა აბა მარტო ქაღალდი აქოთდებით
ჯჯჯჯჯჯჯჯჯ 2023-09-23 09:51
ყველა პტობლემა გადაჭრილია და ფეკალიები დარჩა ხო? ფუ თქვენი....
ლუარა 2023-09-22 21:04
სრული ბოდვას, მუსულმანური ქვეყნების უმეტესობაში წყალი დასალევად არაა აქვს და ტუალეტში არიან თავგამოდებულები?!
კახელი 2023-09-22 14:11
დაბანას რაა,ხელი არ ჭირდება,თუ რობოტები ყავთ????????

კომენტარის დამატება