მეფე ალფრედის კოშკი - არქიტექტურული სიგიჟე თუ ბრიტანეთის ძალაუფლების მტკიცებულება

ცნობილი ბანკირი და ვილტშირში სტოურჰედის მამულის მფლობელი, ჰენრი ჰოარე II, იმდენად გაიტაცა პარკის ტერიტორიის განვითარებამ და ისტორიამ, რომ უპრეცედენტო მშენებლობის, კერძოდ, 50-მეტრიანი დეკორატიული კოშკის აგება გადაწყვიტა. ამ არქიტექტურული სიგიჟის განხორციელებას დაახლოებით მილიონი აგური დასჭირდა. საინტერესოა, რამ შთააგონა არისტოკრატი, შეექმნა მსგავსი პროექტი?

უილტშირის თვალწარმტაცი სოფელი შუა საუკუნეებიდან იზიდავდა მდიდარ ინგლისელებს. ეს ძვირადღირებული მიწები, რომელიც მე-18 საუკუნეში ათას ჰექტარზე მეტ მიწას იკავებდა, იმდენად მოეწონა ბანკირ ჰენრი ჰოარს (რომელიც თავდაპირველად იუველირის შეგირდი გახლდათ), რომ მის შეძენაზე ბევრი არ უფიქრია. მისი ოცნება იყო თავისუფალი დრო
ამ საოცარ პეიზაჟებში გაეტარებინა. მისმა შვილმა, ჰოარმა კი გადაწყვიტა ეს ულამაზესი ტერიტორია პარკის ზონად გადაექცია, ინსპირაცია კი იტალიაში ნანახი ულამაზესი ბაღები და პარკები გახლდათ, რომელიც მას ევროპაში მოგზაურობის დროს, შეიძლება ითქვას, რომ შეუყვარდა.

1725 წლიდან სოფლის ლანდშაფტი თანდათან უცნაურ პარკად გადაიქა, 1741 წლიდან კი, როდესაც ჰენრი II სტორჰედში დასახლდა, მან ტერიტორიის სერიოზულად განვითარება დაიწყო. ბანკირმა გადაწყვიტა, შეექმნა კეთილმოწყობილი ტერიტორია, პარკი, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა იქამდე არსებული ბაღებისგან, რომელიც აქტუალობას კარგავდა იმის გამო, რომ მის მოვლას საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდებოდა.

თავდაპირველად მდინარე სტორზე აშენდა კაშხალი, რომლის წყალობითაც შეიქმნა ულამაზესი ტბა, რომლის ირგვლივ დაიწყო ფართომასშტაბიანი პარკის მშენებლობა, ეს გახლადთ არა ველური ლანდშაფტის გადაკეთების მცდელობა, არამედ მისი კიდევ უფრო გალამაზებისა. ტერიტორიაზე თანდათან გაკეთდა სასეირნო ხეივნები, აშენდა შენობები. გაჩნდა გუმბათოვანი გროტო, რომელიც წარმოადგენს ქალთევზებისა და ნიმფების სახლს. მის შესაქმნელად ტუფის კირქვა თავად იტალიიდან ჩამოიტანეს.

გროტო ტბის მახლობლად განთავსდა, სადაც დამონტაჟდა წყლის ნიმფის და მდინარის ღმერთის ქანდაკებები. ადგილობრივი ხის სახეობები და გვიმრები მითიური არსებების სიმბოლური საცხოვრებლის ირგვლივ დარგეს, რათა პატივი მიეგოთ ინგლისური ტრადიციებისთვის და ხელი შეეწყოთ მებაღეების შემდგომი მუშაობისთვის, რომელთა ამოცანაც ბაღისთვის სათანადო იერის შენარჩუნება იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ გროტოს მშენებლობაზე ექსცენტრიკულმა ბანკირმა ძალიან ბევრი იფიქრა და გადაწყვეტილება მხოლო მერე მიიღო. მიზეზი ტენიანობა გახლდათ, რომელიც ტერიტორიაზე ბევრ ბაყაყს მიიზიდავდა, საბოლოოდ პატარა ტბა ცხელ ზაფხულში მფლობელს გაგრილების საშუალებას აძლევდა, რასაც იგი "აზიური ფუფუნების" მაგიას ადარებდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მძინარე ნიმფას ქანდაკების პროტოტიპი არიადნას ცნობილი ფიგურა გახლდათ ვატიკანის ბაღიდან. აქ თითოეული აშენებული ობიექტი მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას უკავშირდებოდა.

ალფრედის კოშკს კი, რომელიც ცნობილია, როგორც "მეფე ალფრედ დიდის სიგიჟე", არავითარი ფუნქცია არ ჰქონია, ჰენრი ჰოარ II-მ მისი აშენებით გადაწყვიტა ხაზი გაესვა იმ ბრიტანული ძალაუფლებისთვის, რომელსაც იმპერიამ მე-18 საუკუნისთვის მიაღწია.
თავად მშენებლობა შვიდწლიანი ომის (1756-1763) დასასრულს დაემთხვა, რომელშიც ინგლისი ჩრდილოეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ინდოეთში კოლონიებზე დომინირებისთვის იბრძოდა.

სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ალფრედის კოშკი ეგბერტის ქვის გვერდით მდებარეობს. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ ადგილას შეკრიბა ალფრედ დიდმა საქსონიის ჯარები 878 წლის მაისში დანიის მოსალოდნელი შემოსევის თავიდან ასაცილებლად. უესექსის მეფემ გაიმარჯვა ედინგტონის ბრძოლაში, რომელმაც უკვდავყო მისი სახელი.

მდიდარი ბანკირი აღფრთოვანებული იყო მეფე ალფრედის ტრიუმფით ვიკინგების ხანაში, რასაც მოწმობს მისი ქალიშვილისთვის გაგზავნილი წერილი 1764 წელს. წერილში იგი არა მხოლოდ არქიტექტურულ გეგმებზე საუბრობს, არამედ გამოთქვას რწმენას, რომ კოშკი მათი სიამაყე გახდებოდა.

"მე მაქვს ერთი იდეა, რომელიც გადააჭარბებს ყველა მოლოდინს, - წერს ჰოარე. – ააგეთ კოშკი კინგსეტლის გორაზე, რომელიც ვენეციის სან მარკოს კოშკის მსგავსი იქნება. მასში აუცილებლად გავაკეთებთ ოთახს, რომლამდეც 30-მეტრიანი კიბე მივა, ოთახს ექნება 4 თაღი, რათა ყველა მხრიდან კარგად გამოჩნდეს მთელი მიმდებარე სივრცე".

ბანკირის ოცნება ახდა, თუმცა კოშკს ჰქონდა სამკუთხედის ფორმა და თაღების ნაცვლად, მაღალი შენობის სახურავზე გაკეთდა სადამკვირვებლო ადგილი, რომელზეც ადის სპირალური კიბე 205 ციცაბო საფეხურით. რაც შეეხება სიამაყეს, ეს თემაც საკმაოდ საკამათოა. თითქმის 50-მეტრიანი კოშკი, რომელიც საერთოდ არ ერწყმის ჰარმონიულად იქ არსებულ ლანდშაფტს, ეძღვნებოდა ეროვნულ გმირს - მეფე ალფრედს, მაგრამ მრავალი ათწლეულის განმავლობაში ხალხი ვერ აღიქვამდა ამ ადგილს სათანადოდ, მათ უბრალოდ არ ესმოდათ, რატომ უნდა დახარჯულიყო ამდენი ფული ადგილისთვის, რომელსაც, მათი აზრით, არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა.
კოშკის მშენებლობისთვის ჰოარმა დაიქირავა ცნობილი არქიტექტორი ჰენრი ფლიტკროფი, რომელმაც კოშკის დიზაინზე მუშაობა 1765 წელს დაიწყო. იგი ყველა დეტალს კლიენტთან ათანხმებდა. მშენებლობა 1769 წელს დაიწყო. სამუშაოს ართულებდა ის გარემოება, რომ სტრუქტურა უბრალოდ "ჭამდა" წითელ აგურს, მის დამზადებას და ადგილზე მიტანას კი დრო სჭირდებოდა, რამაც მნიშვნელოვნად შეანელა მშენებლობის პროცესი.

საბოლოოდ მშენებლობის პროცესი 1872 წელს დასრულდა.
ჰენრი ჰოარ II-მ ქონება შვილიშვილს უანდერძა, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი უარს იტყოდა საბანკო საქმიანობაზე, გადავიდოდა სტორჰედში, სადაც გააგრძელებდა ბაღის გაუმჯობესებას. რიჩარდ კოლტ ჰოარმა, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ქონება, შეასრულა ბაბუის სურვილები. იგი მოგზაური და სიძველეების მოყვარული გახლდათ, აგროვებდა არტეფაქტებს და სასახლეში და ბაღში მათ გამოფენას აწყობდა ხოლმე. ამ დროისთვის ყველაფერი, რაც სამკვიდროში ჩანს, რიჩარდის ცხოვრებიდან თარიღდება. თავად რეზიდენცია ორიგინალის მხოლოდ ასლია, რადგან მე-20 საუკუნის დასაწყისში შენობა ხანძრის შედეგად დაზიანდა, თუმცა, საბედნიეროდ, ანტიკვარიატი და საბანკო დინასტიის ყველა კოლექცია გადარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ მთლიანად ვერ მიიღო ბანკირის "არქიტექტურული სიგიჟე", ის ყოველთვის იქცევდა გარკვეულ ყურადღებას, მისით ინტერესდებოდნენ მოგზაურები, მხატვრები და მწერლები. კოშკი არაერთ ცნობილ ნაწარმოებში აღწერილი და ნახსენები.

მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კიდევ ერთმა ინციდენტმა და კოშკის დაზიანებამ (ნისლის გამო თვითმფრინავი მის კონუსურ სახურავზე ჩამოვარდა, რასაც თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 5 ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვა მოჰყვა) ხელი შეუწყო მის დიდებას და დროთა განმავლობაში მის სრულ აღდგენას. ალფრედის კოშკი 1961 წელს აღსადგენ ძეგლთა სიაში შევიდა და რეკონსტრუქციას დაექვემდებარა.
2014 წელს განხორციელდა ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია, რომელიც ფიზიკურად მომზადებულ ვიზიტორებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ გაისეირნონ პარკში, არამედ ავიდნენ სადამკვირვებლო აივანზე, 360 გრადუსიანი ხედით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველას როდი შეუძლია 205-საფეხურიანი სპირალურ კიბეზე ასვლა, თან ვიწრო დახურულ სივრცეში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები