აგარაკი პუტინისთვის - რატომ მიითვისა ბიჭვინთის კომპლექსი რუსეთმა და როგორია მისი შექმნის ისტორია, რომლის ნაგებობის შორის მიწისქვეშა ბუნკერიც არის (ფოტოები)

ქარ­თვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ანექ­სი­ის პირ­ველ ნა­ბი­ჯად, აფხა­ზე­ბი კი მათი მი­წის ქურ­დო­ბად აფა­სე­ბენ რუ­სე­თის მიერ ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კის მი­სა­კუთ­რე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კომ­პლექ­სის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მის გარ­და, მის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი 186 ჰექ­ტა­რი მი­წის ნაკ­ვე­თი და აკ­ვა­ტო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მოს­კოვს 49- წლი­ა­ნი იჯა­რით გა­და­ე­ცა. გა­და­სა­ხა­დი სიმ­ბო­ლუ­რია - წე­ლი­წად­ში 1 რუბ­ლი.

დო­კუ­მენტს, რო­მელ­საც აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა აკ­რი­ტი­კებს ხელი ე.წ პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ 27 დე­კემ­ბერს მო­ა­წე­რა. არა­ღი­ა­რე­ბულ პარ­ლა­მენ­ტში დო­კუ­მენტს გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე დე­მონ­სტრა­ცი­ის ფონ­ზე გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტმა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნა ვერ მო­ახ­დი­ნა. მაგ­რამ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი
ამ­ბო­ბენ, რომ ე.წ. მთავ­რო­ბას პა­სუხს მოს­თხო­ვენ.

რუ­სე­თის­თვის მი­წის და მას­ზე არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­და­ცე­მის სა­კი­თხი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე კარ­გა ხა­ნია გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტის გამო, სა­კი­თხი არა­ერ­თხელ გა­და­ი­დო. ბიჭ­ვინ­თა­ში, მი­წის ნაკ­ვეთ­ზე, რო­მელ­საც უკვე წლე­ბია რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ, სამი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კი, #8, #9 და #10 მდე­ბა­რე­ობს, არის დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბიც.

სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ტა­ცე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის უხეშ დარ­ღვე­ვად აფა­სებს. ფაქ­ტი დაგ­მო და მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლად გა­მო­ა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ.
ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა მი­წის დათ­მო­ბას არ აპი­რებს და ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბით გეგ­მავს.

აგა­რა­კი პუ­ტი­ნის­თვის
თავ­ში­ვე ცხა­დი იყო, რომ პუ­ტინს ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კი კი­დევ ერთი რე­ზი­დენ­ცი­ის მო­სა­წყო­ბად სჭირ­დე­ბა. ის აქამ­დეც რამ­დენ­ჯერ­მე სტუმ­რობ­და ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კებს. მან ეს თემა 2020 წელს სოჭ­ში სტუმ­რო­ბი­სას წა­მოს­წია, რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მი­ი­სას მო­ი­ცა­ლა ალ­სან ბჟა­ნი­ას­თან პი­რის­პირ შე­სახ­ვედ­რად, რათა ე.წ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­თა ჰარ­მო­ნი­ზა­ცია მო­ეხ­დი­ნათ. სწო­რედ იქ შე­ახ­სე­ნა პუ­ტინ­მა ბჟა­ნი­ას "ბიჭ­ვინ­თის“ შე­სა­ხებ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები