როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 6 მილიონი დოლარი ღირს (+ფოტო)

თბილისში, ორთაჭალაში იყიდება 3-სართულიანი კერძო სახლი, რომლის ღირებულებაც 6 მლნ აშშ დოლარია (16.05 მლნ ლარი).

როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეზოს საერთო ფართი - 773 კვადრატული მეტრი; სახლის საერთო ფართობი კი 430 კვადრატული მეტრია.

განცხადების თანახმად, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სახლის ქირაობაც.

„სახლი არის 7-ოთახიანი და 5 საძინებელ ოთახს მოიცავს. თანამედროვე რემონტით, 4 ადგილიანი ავტოფარეხით, ლიფტით, აუზით, ულამაზესი ხედებით, საკუთარი ფეხბურთის მოედნით, საბილიარდოთი, ფიტნესით, უზარმაზარი ტერასებითა და ეზოებით,“- აღნიშნულია განცხადებაში. იხილეთ ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები