ანტიკვარული და უძვირესი ფაიფურის ჭურჭლით კოლექციონერმა საკუთარი სახლი მოაპირკეთა - არ სურდა, ეროვნული განძი ქვეყნის გარეთ გასულიყო


საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა ვიეტნამის ერთ-ერთ მოკრძალებულ სოფელში - ადგილობრივმა მკვიდრმა, რომელმაც ნახევარი სიცოცხლე ანტიკვარული ფაიფურის კოლექციის შეგროვებაში გაატარა, დაახლოებით 13 ათასი ნივთის შეგროვების შემდეგ, გადაწყვიტა მათ uუკვდავყოფაზე ეზრუნა და არც მეტი, არც ნაკლები, ამ ჭურჭლით საკუთარი სახლი მოაპირკეთა. ახლა მის სახლს, ყველა ოთახს და ეზოსაც კი ანტიკვარული თეფშები და ფიალები ამშვენებს.

ვიეტნამი იდუმალი ქვეყანაა ეგზოტიკური ბუნებით, საუკეთესო პლაჟებით, და სხვადასხვა საოცრებით, რომლებიც როგორც ბუნებრივ გარემოს, ისე საინტერესო ტრადიციებს უკავშირდება. ეს ქვეყანა უძველესი დროიდანაა განთქმული ფაიფურის უმაღლესი დონის პროდუქტებით. ამ ქვეყანაში
დღემდე დახვეწილი შედევრები კეთდება, თან ხელით და იმ ხელოსანთა მიერ, რომლებსაც საკუთარი ტექნოლოგიები აქვთ შემუშავებული და მომავალ თაობებს გადასცემენ.

ვიეტნამში ბევრი თანამედროვე ფაიფურის ქარხანაა, თუმცა ამ ქვეყანაში დამზადებული ხელნაკეთი ნივთები მთელ მსოფლიოში ძალიან ფასეულია. ქვეყანას ტურისტებიც უხვად სტუმრობენ, რათა საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ კეთდება მართლაც უნიკალური ნივთები.

ქვეყანაში არიან ენთუზიასტებიც, რომლებმაც მთელი ცხოვრება ფაიფურის საოცარი კოლექციის შეგროვებას დაუთმეს. ნგუენ ვან ტრუონგს მრავალი წლის განმავლობაში გიჟად თვლიდნენ, რადგან მთელ ფულს თეფშებისა და ფიალების შეძენაში ხარჯავდა, ამის გამო ვიეტნამის ყველაზე შორეულ კუთხეებში მოგზაურობდა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დურგალი ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა.

იგი არა მხოლოდ ავეჯს ამზადებდა უძველესი ნახატების მიხედვით, არამედ ტრადიციულ ფერწერასაც მისდევდა. მიეცა შესაძლებლობა შეესწავლა ანტიკვარული ფაიფურის კოლექცია. ულამაზესი ნივთების ნახვამ წარუშლელი კვალი დატოვა ნგიენ ვან ტრუონგის სულზე, იგი დამოკიდებული გახდა ფაიფურის შეგროვებაზე, სპეციალურ საგნებზე, რომელთაგან ზოგი ნამდვილად წარმოადგენს მაღალ მხატვრულ და ზოგჯერ ისტორიულ ღირებულებას.


ნგიენის ახლობლების თქმით, ის იმდენად იყო გატაცებული თავისი კოლექციისთვის ფაიფურის ნივთების ძიებით, რომ შეეძლო კვირებით და თვეობითაც კი ერთი ზურგჩანთით ეხეტიალა ყველაზე შორეულ სოფლებში და მისთვის სასურველი ნივთები ეყიდა. ყოველ პენსს თავის ჰობიზე ხარჯავდა და იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებით ღირებულ პროდუქტს გადააწყდებოდა, ვალებშიც გადავარდებოდა ხოლმე. დროთა განმავლობაში მისი ოჯახიც შეეგუა მის გატაცებას. ამასობაში მისი კოლექცია იზრდებოდა და იზრდებოდა, უსაფრთხოდ შესანახი ადგილი კი არსად იყო.

კოლექციონერმა დაიწყო ფიქრი, რა უნდა მოეხერხებინა მისთვის ასე ძვირფასი ჭურჭლისთვის. თავდაპირველად განსაკუთრებით ღირებული რარიტეტების შეძენას, შემდეგ კი გაყიდვას და შემოსავლით ცხოვრებას გეგმავდა. შემდეგ მიხვდა, რომ მყიდველები, რომლებსაც შეეძლოთ კარგი ფასის გადახდა, მხოლოდ საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ, თავად კი, როგორც თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტს, არ სულრდა, კოლექცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასულიყო. უნდოდა, რომ შთამომავლებს შეძლებოდათ ვიეტნამელთა ტრადიციული ოსტატობის შეფასება. ბევრი ფიქრის შემდეგ, ნგიან ვან ტრუონგმა გადაწყვიტა შეგროვებული ნივთები სამუდამოდ სახლში დაეტოვებინა.
იმ მომენტში, როდესაც ეს აზრი მოუვიდა, მის ძველ სახლს რემონტი სჭირდებოდა.


გეგმის განხორციელების პირველი ეტაპი ინტერიერის განახლება იყო. შედეგად კედლებს, შპალერის ან სხვა დეკორაციის ნაცვლად, განსაკუთრებით ძვირფასი თეფშები და ჭურჭელი ამშვენებს, რომლებიც კედლებზეა დაწებებული სპეციალური ხსნარის მეშვეობით, რომელიც შესანიშნავად იკავებს კერამიკას.

ვიეტნამელი პატრიოტი კოლექციონერის გალერეაში იშვიათი ფაიფურის ფიალები და თეფშები ინახება, რომლებსაც 30 წელზე მეტია, აგროვებს. კოლექცია დაახლოებით 13 ათასი ანტიკვარულ ნივთს მოიცავს და ამშვენებს არა მხოლოდ სახლის ინტერიერს, არამედ შენობის ფასადს, ყველა გარე შენობას, ტიხრებსა და შენობების გარე კედლებს, მან თავისი ნება გამოუცხადა ოჯახს, დედას და შვილიშვილებს, რომ ეს სახლი არასდროს არ უნდა დაინგრეს, რომ ეს მთელი მისი ცხოვრებაა.

კომენტარის დამატება