როგორ გამოიყურება და ვის ეკუთვნის ამერიკის ყველაზე ძვირადღირებული სახლი, რომელსაც ბუშები ხშირად სტუმრობდნენ (ფოტოები)

ამე­რი­კის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სახ­ლი გა­სა­ყი­დად არის გა­მო­ტა­ნი­ლი. მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 295 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს.

მდიდ­რუ­ლი ვილა ფლო­რი­და­ში, მექ­სი­კის ყუ­რეს სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე­ობს. თავ­და­პირ­ვე­ლად ეს ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლი იყო, რო­მე­ლიც ფი­ნან­სის­ტმა ჯონ დო­ნა­ჰი­უმ თვითმფრი­ნა­ვი­დან შე­ნიშ­ნა და გა­და­წყვი­ტა, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ზონა მისი უნდა გამ­ხდა­რი­ყო. ეს ად­გი­ლი მან 80-იან წლებ­ში მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

მომ­დევ­ნო 10 წლის მან­ძილ­ზე კი მან და მის­მა მა­უღ­ლემ გა­და­წყვი­ტეს ამ ად­გი­ლას სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბა, სა­დაც თა­ვი­სი 13 შვი­ლი და 84 შვი­ლიშ­ვი­ლი და­ე­ტე­ო­და. თა­ვად დო­ნა­ჰიუ 2017 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, მისი მე­უღ­ლე კი 2022 წელს.

ცოლ-ქმრის შთა­მო­მავ­ლო­ბამ კი სახ­ლის გა­ყიდ­ვა ცოტა ხნის წინ გა­და­წყვი­ტა. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ეს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა 295 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა, ის ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის რე­კორდს მოხ­სნის. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები