„ოფიციანტობიდან“ მეწარმემდე - ვინ არის რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, რომელიც Yandex-ის მეწილე გახდა

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ალექსანდრე ჩაჩავას ვენჩურული კომპანია, LETA Capital 5,2 მლრდ დოლარად გაყიდული Yandex-ის მეწილე ხდება. მანამდე, 2022 წლის 27 სექტემბერს მისმა საინვესტიციო ფონდმა ინტერნეტკომპანია VK-ის სათამაშო განყოფილება, My.Game 642 მლნ დოლარად შეიძინა.

ვინ არის ალექსანდრე ჩაჩავა და როგორ გახდა ის რუსეთის IT-სექტორის წამყვანი ინვესტორი:
ალექსანდრე ჩაჩავა თბილისში, 1979 წელს, საბჭოთან ინჟინრების, კერძოდ, ავიაკონსტრუქტორების ოჯახში დაიბადა. 14 წლამდე ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი, 1994 წელს, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 1997 წელს მამის რჩევით, რომ „მზარეულს არასდროს მოშივდებოდა", მან სურსათის
წარმოების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. თუმცა თავად ალექსანდრეს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და კიბერნეტიკის ფაკულტეტზე მოხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. ამის მიუხედავად, ის ამბობს, რომ მშობლების რჩევის გაზიარებას არ ნანობს.

მისი სამუშაო კარიერა ინსტიტუტის პირველივე კურსიდან იწყება. ჩაჩავა მუშაობდა მესაწყობედ, მიმტანად, კომივოიაჟორად, ანუ სავაჭრო აგენტად, ასევე, გაყიდვების კონსულტანტად, ტექნიკურ მთარგმნელად და ა.შ.

„დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი „ოფიციანტად“ იტალიურ რესტორან Intourist-ში, ტვერსკაიაზე, სადაც ბევრი უცხოელი შემოდიოდა. მე მაშინ, აბსოლუტურად ყველა სხვა კოლეგისგან განსხვავებით, თავისუფლად ვლაპარაკობდი ინგლისურად და კარგ ხელის ქირასაც, თვეში 1500 დოლარს ვიღებდი. ეს 90-იანი წლების ბოლოსთვის, განსაკუთრებით, 18 წლის სტუდენტისთვის კარგი ფული იყო,“ - იხსენებს ბიზნესმენი. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები