სასურველი ნივთის მიღება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფასო საკურიერო მომსახურებით შეგიძლიათ - Popshop.ge ელექტრონიკას და თავის მოვლის საშუალებებს სახლიდან გაუსვლელად გთავაზობთ



ონლაინშოპინგი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. მომხმარებელს სჭირდება მაღაზია, სადაც კომფორტულად დაათვალიერებს პროდუქციას, სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს აღწერილობიდან და რაც მთავარია, საუკეთესო ფასები დახვდება. ხოლო როცა ამ ყველაფერს უფასო მოტანაც დაემატება, ესე იგი საუკეთესო ონლაინმაღაზიაში მოხვდით.
ონლაინ მაღაზია Popshop.ge და-ძმამ - ზურა და თამთა გიორგაძეებმა რამდენიმე თვის წინ შექმნეს და უკვე არაერთი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავთ. Popshop.geერთ სივრცეში მრავალფეროვან პროდუქციას აერთიანებს. მათ შორისაა ელექტროტექნიკის, ხელსაწყოებისა და თავის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტი. აღსანიშნავია, რომ საიტზე განთავსებულ თითოეულ ნივთს საკუთარი დეტალური აღწერა აქვს, რაც მომხმარებელს საშუალებას
აძლევს, მისთვის სასურველი ხარისხისა და მწარმოებლის ტექნიკა თუ სხვა პროდუქციამახასიათებლების გაცნობის შემდეგ შეიძინოს.
მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისით მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლია, ისარგებლოს და სასურველი ნივთი სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. თბილისში მიწოდება 1-2 სამუშაო დღის, ხოლო რეგიონებში 2-4 სამუშაო დღის განმავლობაში ხდება. როგორც Popshop.ge-ს დამფუძნებელი, ზურა გიორგაძე გვეუბნება ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი და შეძენის გამარტივებული პირობები არის ის, რაც მათი ონლაინ მაღაზიას გამოარჩევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ Popshop.ge მომხმარებელს გადახდის საკმაოდ გამარტივებულ პირობებს სთავაზობს. შესაძლებელია, როგორც ბარათით გადახდა შეკვეთისთანავე, ასევე კურიერთან, ნივთის ადგილზე მიტანის შემდეგ.კურიერთან შენაძენის გადამოწმებაც შესაძლებელია და თუკი ის საიტზე მოცემულ აღწერილობასა და მახასიათებლებს არ შეესაბამება, ან დაზიანებულია, მაღაზია უკან დაიბრუნებს და სურვილის შემთხვევაში, ახლით შეგიცლით. ნივთის დაბრუნებას 14 დღის განმავლობაში შეძლებთ.

"ყველა ნივთზე, რაც საიტზეა განთავსებული, გარანტია მოქმედებს. საგარანტიო პირობები კი დეტალურადაა აღწერილი და მომხმარებელს შეუძლია, წინასწარ გაეცნოს. ასევე, თითოეულ ნივთზე მითითებულია, კონკრეტულად მასზე რამდენხნიანი საგარანტიო ვადა არსებობს, რა მახასიათებლები აქვს, რომელი ქვეყანა აწარმოებს... ვცდილობთ, მომხმარებელს რაც შეიძლება ხარისხიანი პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად შევთავაზოთ. საიტზე განთავსებული ყველა ნივთი ახალია. ნაწილი სხვადასხვა ქვეყნიდან თავად შემოგვაქვს, ნაწილს კი ადგილობრივდისტრიბუტორებთან თანამშრომლობით შევისყიდით. მრავალფეროვანი ასორტიმენტია და ყველა შეძლებს, სასურველ ნივთს მარტივად მიაგნოს. რაც მთავარია, მუდმივად ვცდილობთ, სიახლეები შევთავაზოთ. ასევე, პერიოდულად, სხვადასხვა ფასდაკლებასა და გათამაშებას ვაწყობთ, რაც გვეხმარება, პროდუქცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ნივთის შეძენისთვის საიტზე რეგისტრაცია აუცილებელი არ არის. მომხმარებელს შეუძლია, მიჰყვეს ინსტრუქციას, ხოლო თუკი შეძენის პროცესში რაიმე პრობლემა შეექმნება, შესაძლებელია, როგორც სოციალურ მედიაში, ასევე საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ ნომერზე დაგვიკავშირდნენ. საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლები პრომო-კოდით კიდევ დამატებითი აქციებითა და შეღავათებით ისარგებლებენ. აქციების შესახებ სოციალური მედიის მეშვეობით მომხმარებლებს სიახლეებს პერიოდულად ვუზიარებთ." - ამბობს ზურა გიორგაძე.
ონლაინ მაღაზია უკვე რამდენიმე თვეა, წარმატებით ფუნქციონირებს. პროდუქციათა ჩამონათვალი კი მუდმივად ახლდება და კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. როგორც Popshop.ge-ს დამფუძნებელი ამბობს, საქართველოში ონლაინ გაყიდვების ბაზარი სულ უფრო მზარდია და თავადაც სურთ, ამ მიმართულებით განვითარდნენ:
"ჩემი და სოციალური მედიის მიმართულებით მუშაობდა. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი ბიზნესი წამოგვეწყო. შევთანხმდით, რომ სოციალურ მედიას ის გამართავდა, მე კი ლოჯისტიკაზე, საიტის აწყობასა და მომხმარებელთან ურთიერთობაზე ვიზრუნებდი. ქართულ ბაზარზე ონლაინ-შოპინგი უკვე საკმაოდ გააქტიურებულია. გვინდა, რომ სანდო მაღაზიად ჩამოვყალიბდეთ. გაზრდილმა მოთხოვნამ და ასევე, პანდემიამ გვაჩვენა, რომ ადამიანებს ონლაინ მაღაზიებით სარგებლობა განსაკუთრებით მოსწონთ და უმარტივდებათ.“ - აღნიშნავს ზურა გიორგაძე.
მომხმარებელს შეუძლია, საკუთარი კომენტარები, შეფასებები საიტზე დააფიქსიროს და გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს, გაეცნოს არსებულ აქციებს, ფასდაკლებებს, ისარგებლოს განვადების სერვისით და ნებისმიერი ნივთი უფასო საკურიერო მომსახურებით საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღოს.

R



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები