ამაზაჰი - აფრიკის თეთრი ჩრდილოეთი

მაროკოს ძირითადი მკვიდრი მოსახლეობა არაბები სულაც არ არიან, ისინი ამაზაჰები არიან. საიდან გაჩნდნენ აქ ეს თეთრკანიანი მაღალი, სიმპათიური მამაკაცები და ულამაზესი ქალბატონები, დღემდე უცნობია, თუმცა ის კი კარგად ვიცით, რომ ეს მოხდა ჯერ კიდევ ამ ტერიტორიაზე არაბების გაბატონებამდე.

დღესდღეობით ბევრი ამაზახი ასიმილირებულია არაბებთან და აფრიკული წარმოშობის ხალხებთან, თუმცა ნამდვილი, სუფთა ამაზაჰები ჯერ კიდევ ბევრნი შემორჩნენ. ამაზაჰური წარმოშობის ცნობილი ადამიანები არიან სწორედ ზინედინ ზიდანი და იზაბელ აჯანი.


ამაზაჰები, ბერძნულად იგივე ბერბერები
ბერბერი ბერძნული სიტყვაა და თავისუფალ, კეთილშობილ ადამიანს ნიშნავს. ეს გახლავთ აფრიკის

ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით ეგვიპტიდან ატლანტის ოკეანემდე, დასავლეთით და სუდანიდან ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვამდე მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც ბერბერულ ენაზე საუბრობს. რელიგიით ისინი ძირითადად სუნიტი მუსლიმები არიან. თუმცა მათ ეთნიკური ტრადიციები მაინც შენარჩუნებული აქვთ. სახელწოდება ბერბერები ამ ეთნოსს ევროპელებმა მიანიჭეს მათი გაურკვეველი წარმომავლობის ენიდან გამომდინარე.

 

გავიგოთ მეტი მსოფლიოში გაბნეულ ბერბერთა შთამომავლებზე.


გარამანტები საჰარის უძველესი ხალხია. პირველად ისისნი ჰეროდოტემ მოიხსენია როგორც უდიდესი ერი. არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, ეს ერი ჩვ. წ.აღ-მდე 2 000 წლის ბოლოს არსებობდა. მათ ევროპული იერ-სახე ჰქონდათ. ჩვ.წ. აღ-მდე მე-8 საუკუნეში გარამანტები აერთიანებდნენ დღევანდელ ფაზანს მთლიანად, ტრიპოლიტანიის სამხრეთ და მარმარიკის ძირითად ნაწილს. გარამანტების ცივილიზაცია ტექნოლოგიურად საკმაოდ განვითარებული იყო. ჰეროდოტე ამ ერს მოიხსენიებდა, როგორც საკმაოდ განვითარებულ მეომარ ხალხს.
გარამანტების სახელმწიფო რომის მიერ იქნა ანექსირებული ჩვ.წ.აღ-მდე 19 წელს. საბოლოო ასიმილირება არაბებთან განიცადეს ჩვ.წ.აღ-ით მე-7 საუკუნეში.

კაბილები
ეს გახლავთ ბერბერთა ტომის ნაწილი, რომელიც ცხოვრობს ალჟირის ჩრდილოეთში და ნაკლებად აქვს დაკარგული ამაზაჰური წარმომავლობა. საუბრობენ ბერბერო-ლიბიური ენის ჩრდილოურ დიალექტზე. დამწერლობა ლათინური აქვთ. აქ გავრცელებულია ასევე ფრანგული და არაბული ენები. მოსახლეობას აქვს მცდელობა, აღადგინოს ძველი დამწერლობა, კერძოდ, ძველლიბიური, იგივე ტიფინაგი. ეს ენა შემონახულია ქარგვაში, რომელსაც ძირითადად ქალები ფლობენ.
კაბილები ალჟირში ცხოვრობენ, მთებში, დიდ და პატარა კაბილიაში. ცხოვრობენ ასევე საფრანგეთში, ბელგიაში, დიდი ბრიტანეთში. კაბილების საერთო რაოდენობა 4-6 მლნ ადამიანს შეადგენს.

ქალებს სახე ინით აქვთ მოხატული, რაც მათი ცხოვრების სხვადასხვა მნიშვნელოვან პერიოდს უკავშირდება ხოლმე - ქორწინებას, მშობიარობას და ა.შ.

ტუარეგები
ესეც ბერბერების განშტოება გახლავთ, რომლებიც სახლობენ მალში, ნიგერიაში, ბურკინა ფასოში, ალჟირსა და თუნისში. ეს ერი წარსულში ცნობილია როგორც აგრესიული, დამპყრობელი ერი. ისინი ასიმილირებული ამაზაჰები არიან.
რელიგიით ტუარეგები სუნიტი მუსლიმები არიან, თუმცა მათ ასევე შემონახული აქვთ ბევრი ისლამამდელი ტრადიცია. მიუხედავად იმისა, რომ ტუარეგების უმეტესობა ისლამის მიმდევარია, რომელიც უშვებს მრავალცოლიანობას, ბევრი მათგანი სიცოცხლეში მხოლოდ ერტხელ ქორწინდება. ეს ერი ქალებს დიდ პატივს სცემს. ქალები პატარაობიდანვე სწავლობენ წერა-კითხვას, მამაკაცებს კი განათლება დიდად არ მოეთხოვებათ. მათი ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედებაა. ძველი ტუარეგები თეთრკანიანები იყვნენ.

კომენტარები

ნელი 2023-05-02 18:43
მე ვფიქრობ რომ არსებობდა ერთი ხმელეთი თავისი მოსახლეობით, რომელშიც წყალმა ამოხეთქა და ხმელთაშუა ზღვამ,შავმა და კასპიის ზღვებმა დაფარეს იგი ამიტომ გავს ზღვების გარშემო მკვიდრი და უძველესი მოსახლეობა ერთმანათს. კულტურა და ენაც ერთია. საქართველო კავკასიის მთების წყალობით გადარჩა და ამჟამად ყველას სამშობლოდ შეიძლება ჩაითვალოს. ამას ამტკიცებს გენეტიკური კვლევებიც.
ნოდარი 2023-05-02 03:37
არ გამიკვირდება მათი იბერიული წარმომავლობა.გთხოვთ,მეტი ცნობები მოიძიოთ და მოგვაწოდოთ მათ შესახებ.!
Nargizi Nargizi 2023-05-01 18:31
მე მათი მეტყველება მაინტერესებს თუ წააგავს ჟღერადობით ან ქართულს ან მეგრულ ლაზურს,ან იქნებ სულაც სიტყვებიც შემორჩათ ქათული ....საოცარია...რამდენი რამეა გამოსარკვევ გამოსაძიებელი... იქნებ ამასი იყო ჩვენი ქართული გენის მისია რომ გაეკეტილშობილებინა დედამიწის მოსახლეობა როგორც ვიზუალურად ასე შინაგანი ღირსება-ღირებულებებით და კულტურით....
დალი 2022-08-08 07:05
ბერბერი ისევე როგორც იბერი ნამდვილად არ არის ბერძნული სიტყვა. ყველაფერი რომ მიიტაცეს ბერძნებმა,ასე არ არის. დადგება დრო,როცა სიმართლე იზეიმებს.
lali 2021-02-03 22:20
Mati warmoshoba zvel drois istoeikosebshic did interes iwvevda sul adre sadghac wavikitxe rom romis imperiis dros aqedan 10 atasi rcheuli gogo-bichebi waiyvanes kartagenshi ar maxsovs popeusis dros tu ufro adre

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები