ლანა ღოღობერიძის სახლი, რომელიც უამრავ მოგონებას ინახავს

“ინ­ტე­რი­ერს ყვე­ლას­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს და ის ჩემ­თ­ვი­საც რა­ღა­ცას გან­საზღ­ვ­რავს, უპირ­ვე­ლე­სად, იმ გან­წყო­ბი­ლე­ბას მიქ­მ­ნის, რო­მე­ლიც ჩე­მი შინ ყოფ­ნის ხა­სი­ათს გა­ნა­პი­რო­ბებს”, - გვე­უბ­ნე­ბა კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ლა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძე, რო­მელ­საც ცო­ტა ხნის წინ შინ, ვე­რა­ზე ვეს­ტუმ­რეთ.

ქალ­ბა­ტო­ნი ლა­ნა ცხოვ­რობს სახ­ლ­ში, სა­დაც წარ­სუ­ლი, ტრა­დი­ცი­ე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა ერ­თ­მა­ნეთს ბუ­ნებ­რი­ვად ერ­წყ­მის. რე­ჟი­სორს ყვე­ლა ნივ­თი უყ­ვარს, რო­მე­ლიც იქ არის და­ცუ­ლი, ზო­გი­ერ­თი კი, რო­გორც ამ­ბობს, მთელ მის ცხოვ­რე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს... ამ სახ­ლ­ში მის­ვ­ლა ყვე­ლას უხა­რია.



- მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია ასე­ვე მო­გო­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად სწო­რედ სახლს უკავ­შირ­დე­ბა.

ეს დი­დი ოთა­ხი, რო­მე­ლიც 85 კვ.მ-ია,

ჩე­მი მე­უღ­ლის, ლა­დო ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლის (ცნო­ბი­ლი მხატ­ვა­რი და არ­ქი­ტექ­ტო­რი. - ავტ.) სა­ხე­ლოს­ნო გახ­ლ­დათ, აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი იყო. მე­რე ისე მოხ­და, რომ ბი­ნა, რო­მე­ლიც ფა­ლი­აშ­ვილ­ზე გვქონ­და, ამ სა­ხე­ლოს­ნოს გვერ­დით ბი­ნა­ზე გად­მოვ­ც­ვა­ლეთ და ამას შე­ვუ­ერ­თეთ.

მოკ­ლედ, ამ სახ­ლ­ში ყვე­ლა­ფე­რი ლა­დოს უკავ­შირ­დე­ბა. ჯერ ერ­თი, აქ მი­სი ნა­ხა­ტე­ბია, ხომ ხე­დავთ, მთე­ლი კე­დე­ლი მათ ეთ­მო­ბა. აქ­ვეა ზუ­რა ნი­ჟა­რა­ძის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბიც, მაგ­რამ ლა­დოს ეს ჩა­ნა­ხა­ტე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. არ­ქი­ტექ­ტო­რის­თ­ვის ასე­თი ხატ­ვა იშ­ვი­ა­თია...



მოკ­ლედ, მინ­დო­და, რომ ამ სივ­რ­ცე­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც მას ეკუთ­ვ­ნო­და. ავე­ჯიც ძი­რი­თა­დად ის არის, რაც მის სი­ცოცხ­ლე­ში გვქონ­და: კა­მო­დი, სა­ვარ­ძ­ლე­ბი, ბევ­რი რამ დი­დი ლა­დო მეს­ხიშ­ვი­ლის (მსა­ხი­ო­ბი), ანუ ლა­დოს ბა­ბუ­ის ნა­ქო­ნი საგ­ნე­ბი და ნივ­თე­ბია. ამ სკივ­რით მას კოს­ტი­უ­მე­ბი დაჰ­ქონ­და, რო­დე­საც გას­ტ­რო­ლებ­ზე და­დი­ო­და...

სვა­ნუ­რი ტახ­ტი მრავალი წლის წინ სვა­ნეთ­ში ყოფ­ნი­სას შე­ვი­ძი­ნეთ და ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ოს­ტა­ტის მი­ერ ხე­ლით შექ­მ­ნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რია.

აქ არის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­ჩუ­ქა­რი ნივ­თე­ბი: ფა­რა­ჯა­ნო­ვის თო­ჯი­ნა, კო­კა იგ­ნა­ტო­ვი­სა და გო­გი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი. ყვე­ლა­ფერს თა­ვისი სა­ხე­ლი და ად­გი­ლი აქვს.



- ძა­ლი­ან ძვე­ლი და კარ­გად შე­ნა­ხუ­ლი ავე­ჯი გაქვთ...
- ეს კა­რა­და კაკ­ლის ხის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. XVII სა­უ­კუ­ნის ნივ­თია, სა­ვარ­ძ­ლე­ბი და კა­მო­დი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლე­ბი­სე­უ­ლია.

- ბუ­ხა­რიც არ ჰგავს თა­ნა­მედ­რო­ვე ნა­მუ­შე­ვარს, ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რია...
- მარ­თა­ლია, არ არის მა­სობ­რი­ვი, რო­გო­რიც დღეს ოჯა­ხებ­ში აქვთ. თით­ქოს წი­ა­ღი­დან, სიძ­ვე­ლი­დან მო­დის. პი­რა­დად ლა­დოს ნა­მუ­შე­ვა­რია, მან გა­ა­კე­თა. ქვები, რომ­ლი­თაც მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია, სადღაც იპო­ვა, მო­ი­ტა­ნა და ბუ­ხა­რი შექ­მ­ნა. მოკ­ლედ, მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბაა და ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ისე, რო­გორც სპორ­ტის სა­სახ­ლის, ტე­ლეგ­რა­ფის და სხვა მი­სი დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი შე­ნო­ბა...



- თქვენს სახ­ლ­ში სიძ­ვე­ლე თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას ბუ­ნებ­რი­ვად ერ­წყ­მის...
- ეს ჩვენ­თან სულ იყო - სიძ­ვე­ლის, ტრა­დი­ცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან, დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან შერ­წყ­მა. ეს ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი თე­მაა.

ლა­დო უამ­რა­ვ ეს­კიზს აკე­თებ­და, სხვა თუ 10-15 ეს­კიზს ქმნი­და, ის - 1000-ს, რაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო. ამი­ტომ, სა­ხე­ლოს­ნოც სავ­სე იყო ნა­ხა­ტე­ბი­თა და ნა­ხა­ზე­ბით, იქამ­დე აკე­თებ­და, სა­ნამ მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სი­ლუ­ეტს იპო­ვი­და.

- აქ არ­სე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად რო­მე­ლი გიყ­ვართ?
- ეს დო­ქი და დე­და­ჩე­მის ნა­ქო­ნი ლარ­ნა­კი ჩემ­თ­ვის ძვირ­ფა­სია, მიყ­ვარს ლა­დოს ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, რა­ზეც უკ­ვე ვი­ლა­პა­რა­კე. ეს არის მთე­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა.



- აქ ვხე­დავ, პუ­რის­გან შექ­მ­ნილ ხელ­ნა­კეთ მი­ნი­ა­ტი­უ­რულ ნა­მუ­შევ­რებს. ამა­ზე რას გვეტყ­ვით?
- ეს ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბია და ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ჩვე­ვა, გა­ტა­ცე­ბაა, რო­მე­ლიც სულ მქონ­და, - ხელ­ში პუ­რის პა­ტა­რა გუნ­და მე­ჭი­რა და ვზელ­დი, მე­რე მის­გან ვა­კე­თებ­დი ჭურ­ჭელს - ფინ­ჯანს, თეფ­შებს. ერ­თხელ თე­ლავ­ში ვი­ყა­ვი და ჩემს შვი­ლებს, მა­შინ პა­ტა­რე­ბი იყ­ვ­ნენ, პირ­ვე­ლად ჩა­ის სერ­ვი­ზი გა­ვუ­კე­თე, მე­რე ერ­თად თეთ­რად და ცის­ფ­რად მოვ­ხა­ტეთ. ძა­ლი­ან უხა­რო­დათ, მაგ­რამ ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე გა­საშ­რო­ბად რომ დავ­დეთ, რო­მე­ლიც ბაღ­ში გა­დი­ო­და, დი­ლას აღარ დაგ­ვ­ხ­ვ­და, კა­ტამ შე­ჭა­მა. ისე მოხ­და, რომ ჩე­მი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი კა­ტის მსხვერ­პ­ლი გახ­და... მე­რეც სულ ვა­კე­თებ­დი რა­ღა­ცებს: ხან ცხო­ვე­ლებ­სა და ფრინ­ვე­ლებს, ხა­ნაც ეგ­ვიპ­ტურ ფი­გუ­რებს, პორ­ტ­რე­ტებს...

- რო­გორ მო­დის იდეა, თუ რა უნ­და გა­მო­ძერ­წოთ?
- რო­დე­საც და­ვიწყებ პუ­რის ზე­ლას, თა­ვად სი­ტუ­ა­ცია მკარ­ნა­ხობს, რას გა­ვა­კე­თებ. და­სა­მუ­შა­ვებ­ლად ქარ­თუ­ლი პუ­რი სა­უ­კე­თე­სოა, ძი­რი­თა­დად, გულს ვი­ყე­ნებ, ყუ­ის და­მუ­შა­ვე­ბა რთუ­ლია. მოკ­ლედ, მა­სა­ლა რბი­ლი უნ­და იყოს, რაც ძერ­წ­ვის პრო­ცე­სის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია...

ამ ცის­ფ­რად შე­ღე­ბილ ნა­მუ­შევ­რებ­ზე ვი­ცი­ნი, რო­გორც პი­კა­სოს ჰქონ­და ცის­ფე­რი და ვარ­დის­ფე­რი პე­რი­ო­დი, მეც ასე მაქვს ცის­ფე­რი და ვარ­დის­ფე­რი პე­რი­ო­დი-მეთ­ქი. ისე, ასე­თი სა­ხე უფ­რო ბო­ლო დროს მი­ი­ღო.

ევ­რო­პა­ში რომ ვი­ყა­ვი, იქაც ვძერ­წავ­დი. მაქვს ისე­თი პე­რი­ო­დე­ბი, რო­ცა რა­ღა­ცას ვხა­ტავ. თუმ­ცა, ხომ გე­უბ­ნე­ბით, სა­ერ­თოდ ჩვე­ვად მაქვს, ხელ­ში სულ მი­ჭი­რავს პუ­რის გუ­ლი და კარ­გად ვა­მუ­შა­ვებ, მე­რე რა­ღაც ფორ­მას ვაძ­ლევ და ვა­ფე­რა­დებ, ზოგს არც ვღე­ბავ. გა­მო­ძერ­წი­ლებს ლან­გარ­ზე ვაწყობ, ლან­გ­რის გა­რე­შე რომ დავ­დე, ჭია შე­ე­პა­რა, ამი­ტომ ლან­გა­რი ამის­გან იცავს. ამას ახ­ლა მივ­ხ­ვ­დი. აი, ესე­ნი, მა­გა­ლი­თად, შე­უ­ღე­ბა­ვე­ბია, - ჯა­მი კოვ­ზით, საყ­ვა­ვი­ლე, ფინ­ჯა­ნი და ლამ­ბა­ქი, ფილ­თაქ­ვა, ეგ­ვიპ­ტუ­რი ფი­გუ­რე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი და აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი.



- მას­შ­ტა­ბი ცო­ტა რომ გა­ზარ­დოთ?
- პუ­რის­გან უფ­რო დი­დი ნა­მუ­შევ­რის შექ­მ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია და არც მიც­დია.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა ჰქვია თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ამ საქ­მი­ა­ნო­ბას?
- რა­ღაც იდეა რომ მო­დის, იმის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. ვფიქ­რობ, რა­ღა­ცის მა­გი­ე­რიც არის, ფილმს თუ არ ვი­ღებ - ვძერ­წავ, ვწერ. თუმ­ცა წე­რა ჩემ­თ­ვის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლია, არ­სე­ბო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი რამ. უკ­ვე რამ­დე­ნი წიგ­ნი მაქვს გა­მო­ცე­მუ­ლი. პირ­ვე­ლი რომ და­ი­ბეჭ­და, 25 წლის ვი­ყა­ვი. იყო თარ­გ­მა­ნე­ბიც. აი, ამ თა­რო­ზე მი­დევს ჩე­მი წიგ­ნე­ბი, თუმ­ცა პირ­ვე­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. 1956 წელს არის გა­მო­სუ­ლი, შე­ხე­დეთ, რო­გო­რი ყვი­თე­ლი ფურ­ც­ლე­ბი აქვს. სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნოგ­რა­ფიაა უიტ­მენ­ზე... მე­რე იყო სულ კი­ნო...

- ახ­ლა რი­სი სურ­ვი­ლი გაქვთ?
- მინ­და, ფილ­მი გა­და­ვი­ღო. პი­რო­ბი­თად “მინ­დ­ვ­რის ყვა­ვი­ლე­ბი” ერ­ქ­მე­ვა ახალ სუ­რათს. ამის­თ­ვის ახ­ლა სცე­ნარ­ზე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ, ეს დი­დი პრო­ცე­სია.

რე­ჟი­სორ ლა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძის ერთ-ერ­თი გა­ტა­ცე­ბა მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბაც არის. სახ­ლ­ში პა­ტა­რა ორან­ჟე­რეა აქვს.

- აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თა­ვი­დან პა­ტა­რა მცე­ნა­რე­ე­ბი მქონ­და, 1978 წლი­დან კი, რაც ამ ბი­ნა­ში გად­მო­ვე­დით, მცე­ნა­რე­ე­ბი გა­ვამ­რავ­ლე. რო­ცა აქ დავ­სახ­ლ­დით, ფილმს “რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ პი­რად სა­კითხებ­ზე” ვი­ღებ­დი.

ნუ­ცამ, ჩემ­მა უმ­ც­როს­მა შვილ­მა, პალ­მა მო­ი­ტა­ნა ქოთ­ნით, რო­მე­ლიც ახ­ლაც ცოცხა­ლია. სწო­რედ ეს პალ­მა გახ­და ჩვე­ნი ორან­ჟე­რე­ის პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი. ისე გა­ი­ზარ­და, ჭე­რამ­დე ავი­და. ოთა­ხი დი­დია და ეს მცე­ნა­რე­ე­ბი აქ თა­ვი­სუფ­ლად თავ­ს­დე­ბა. ერ­თად თავ­მოყ­რი­ლი კი ბა­ღის ილუ­ზი­ას ქმნის...



ოთა­ხის ამ ნა­წილს ზუ­რა ჟვა­ნია ბაღს ეძახ­და და გვი­ან, რო­ცა სამ­სა­ხუ­რი­დან თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბო­და, მი­რე­კავ­და: “ქალ­ბა­ტო­ნო ლა­ნა, შე­იძ­ლე­ბა, მო­ვი­დე და ბაღ­ში ჩაი დავ­ლი­ოთ?” ეს ორი დი­დი პალ­მა ზუ­რას ნა­ჩუ­ქა­რია. სა­ნამ პა­ტა­რე­ბი იყო, პარ­ლა­მენ­ტ­ში, ჩემს კა­ბი­ნეტ­ში იდ­გა. პარ­ლა­მენ­ტი­დან რომ წა­მო­ვე­დი, წა­მო­ვი­ღე. მას შემ­დეგ ნა­ხეთ, ორი­ვე რო­გორ გა­ი­ზარ­და!

ჩე­მი მცე­ნა­რე­ე­ბი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბებს აღ­ძ­რავს. ხან მი­წას ვუფხ­ვი­ე­რებ, ხან ზედ­მეტ ფოთ­ლებს ვაც­ლი. მცე­ნა­რე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მარ­თ­ლაც არის რა­ღაც მის­ტი­კუ­რი, რაც დღეს ადა­მი­ანს აკ­ლია. ამი­ტომ, კარ­გად მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც მცე­ნა­რე­ებს ესა­უბ­რე­ბი­ან. ჩვე­ნი სამ­ყა­რო მე­ტის­მე­ტად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რია, რა­ღაც სხვა გვჭირ­დე­ბა და მას ზო­გი სად ეძებს და ზო­გიც - სად. ამის პოვ­ნა მცე­ნა­რე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა, რად­გან სა­ოც­რე­ბაა, რო­გორ იზ­რ­დე­ბა, ხა­რობს...

ყვა­ვი­ლებს დი­ლა­ო­ბით ვრწყავ, ზაფ­ხულ­ში - ყო­ველ­დღე, ზამ­თარ­ში - კვი­რა­ში ორ­ჯერ. ზოგს წყა­ლი მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა, ზოგს - იშ­ვი­ა­თად. ამ ად­გი­ლას ყვე­ლა ხა­რობს, რად­გან მზე მხო­ლოდ დი­ლით ად­გე­ბა.



მაქვს ბამ­ბუ­კი, რე­ჟი­სორ­მა ზა­ზა ურუ­შა­ძემ, რო­მე­ლიც ჩე­მი სტუ­დენ­ტი იყო, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მა­ჩუ­ქა. და­ნარ­ჩე­ნი ბამ­ბუ­კე­ბი მე­რე შე­ვი­ძი­ნეთ. ესეც ხან­დაზ­მუ­ლი, ეკ­ლი­ა­ნი მცე­ნა­რეა, დი­დი ხნის არის. ად­რე ამათ­თან იდ­გა, მე­რე გან­ვა­ცალ­კე­ვე და ახ­ლა და­იყ­ვა­ვი­ლა...

თით­ქოს ნუ­გე­შია, რო­ცა შინ მცე­ნა­რეს ახა­რებ. კვირ­ტე­ბი რომ გა­მო­აქვს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გან­ც­დაა. ახალ ფო­თოლს რომ და­ვი­ნა­ხავ, ბავ­შ­ვი­ვით მი­ხა­რია. ჩემ­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ინ­ტე­რი­ერს და მი­სი ეს ცოცხა­ლი ნა­წი­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

ლალი ფაცია

 

ეს და კიდევ ბევრი საინტერესო სტატია იხილეთ ჟურნალ "შინის" მე-5 ნომერში

კომენტარები

ელ 2021-05-07 12:12
ნიჭიერი კია, მაგრამ ამ ნიჭის გამოყენებით ებრძოდა გასახურდიას და საქართველოს, მოკლეს ღვთისნიერი პრეზიდენტი და სამუდამო ჯოჯოხეთი დაუმკვიდრეს ქართველ ხალხს.
გიორგი 2021-05-07 02:06
ლანას მამა, ჩეკას გენერალი ლევან ღოღობრიძე იყო ცნობილი სადისტი, რომელმაც წამებაში ამოხადა სული მიხეილ ჯავახიშვილს და ბევრ ცნობილ ქართველ ხელოვანს და მეცნიერს! ბოლოს მისი გამორჩეული სადიზმის ისტორიები მივიდა კრემლამდე, და ამით შეწყდა მისი სადისტური საერთოდ არსებობა!იგი იქნა თბილისში , სამსახურის სარდაფებში ჩაძაღლებული(და არა გადასახლებული, როგორც ამას ლანა ყვება).
ელენე 2021-05-05 17:30
სად გაქრა ჩემი კომენტარი? იმედია მოიძებნება. მადლობა
ელენე 2021-05-05 17:24
არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი ქალბატონი - ლანა ღოღობერიძე! შესანიშნავი მთარგმნელი, რეჟისორი და ზოგადად უნიჭიერესი ხელოვანი. მაგრამ, მისი დიპლომატიური მოღვაწეობის დროს, ევროპაში, თითქოს თავიდან და სულ სხვა კუთხით დავინახე ქალბატონი ლანა. ის იყო საქართველოს ნამდვილად ღირსეული წარმომადგენელი საერთაშორისო არენაზე. ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან. მინდა დღეგრძელობა ვუსურვო მას. იმედია კიდევ გაგვახარებს მის თაყვანისმცემლებს თავისი შესანიშნავი შემოქმედებით. აღარაფერს ვამბობ მის ლექციებზე, საჯარო გამოსვლებზე, საიდანაც ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება. ჩემი დიდი პატივისცემა მას!!!
ლელა 2021-05-05 11:39
თუ იცით,მამა ვინც იყო,ისიც უნდა იცოდეთ,იმავე ჩეკისტებმა რომ დაუხვრიტეს და აზღვევინეს,ასე რომ,ლანა ღოღობერიძეს ,ვალები" გასტუმრებული აქვს და შეარგეთ 92 წლის არაჩვეულებრივ ადამიანს ცხოვრება! გახსოვდეთ: ყველას ახსოვს რაღაც,მაგრამ ადამიანობა ამაზე მაღლა დგას!!!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები