ქარ­თუ­ლი რან­ჩო, რომელიც აღგაფრთოვანებთ - წოდორეთში შექმნილი წალკოტი

ყო­ველ­თ­ვის მიყ­ვარ­და ვეს­ტერ­ნის ჟან­რის ფილ­მე­ბი - კოვ­ბო­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ცხე­ნებს და­ა­ჭე­ნებ­დ­ნენ, ჯოგს უვ­ლიდ­ნენ და რან­ჩო­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ. მომ­წონ­და მა­თი ჩაც­მუ­ლო­ბა, ცხოვ­რე­ბის წე­სი, სოფ­ლის ქორ­წი­ლე­ბის ყუ­რე­ბა ფილ­მებ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ზი­დავ­და იქა­უ­რი გა­რე­მო, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან უბ­რა­ლო, ბუ­ნებ­რი­ვი და ნამ­დ­ვი­ლია.

ბევ­რ­ჯერ მი­ოც­ნე­ბია, ასეთ რან­ჩო­ში მოვ­ხ­ვედ­რი­ლი­ყა­ვი და სა­კუ­თა­რი თვა­ლით მე­ნა­ხა ფერ­მე­რის ცხოვ­რე­ბა. შე­მეგ­რ­ძ­ნო იქა­უ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სურ­ნე­ლი: ხის, მი­წის, თი­ვის, ყვა­ვი­ლე­ბი­სა და ბა­ლა­ხე­ბის. გავ­ც­ნო­ბო­დი მათ ცხოვ­რე­ბის წესს, რო­მე­ლიც არაფ­რით ჰგავს ქა­ლა­ქურს... მი­ნატ­რია, გავ­ც­ლო­დი ხმა­უ­რი­ან, ბუ­ღით სავ­სე დე­
და­ქა­ლაქს და მსგავს მიკ­რო­სამ­ყა­რო­ში მე­მოგ­ზა­უ­რა, სა­დაც ღრმად ჩა­ვი­სუნ­თ­ქავ­დი სუფ­თა ჰა­ერს და თავს, რამ­დე­ნი­მე წუ­თით მა­ინც, ფილ­მის გმი­რად ვიგ­რ­ძ­ნობ­დი...



ალ­ბათ ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ასეთ ად­გილს ჩემ­გან ძა­ლი­ან ახ­ლოს აღ­მო­ვა­ჩენ­დი...

თუ წო­დო­რეთ­ში გა­ი­სე­ირ­ნებთ, აუცი­ლებ­ლად შე­ნიშ­ნავთ სიმ­წ­ვა­ნე­ში ჩაფ­ლულ, ულა­მა­ზეს რან­ჩოს, რო­მე­ლიც და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ახ­დენს თქვენ­ზე. რო­გორც კი მის ეზო­ში შეხ­ვალთ და იქა­უ­რო­ბას მო­ავ­ლებთ თვალს, მა­შინ­ვე და­გე­უფ­ლე­ბათ შეგ­რ­ძ­ნე­ბა, თით­ქოს წალ­კოტ­ში მოხ­ვ­დით... ამ ვინ­ტა­ჟურ გა­რე­მო­ში თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი - ხე­ლით, დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი­თაა შექ­მ­ნი­ლი და სწო­რედ ეს ხდის მას უნი­კა­ლურს...

ვი­საც ოდ­ნავ მა­ინც უყ­ვარს ძვე­ლი ნივ­თე­ბი და „უბ­რა­ლო“ დე­კო­რი, ვინც ტყის­პი­რა სახ­ლ­ში და­ძი­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს, ვი­საც ვე­რან­და­ზე, მო­ქა­ნა­ვე ხის სა­ვარ­ძელ­ში, პლედ­შე­მოხ­ვე­ულს - ცხე­ლი ჩაი, წიგ­ნის კითხ­ვა, ჩი­ტე­ბის ჭიკ­ჭი­კის მოს­მე­ნა და მთე­ბის ყუ­რე­ბა ყვე­ლა­ფერს ურ­ჩევ­ნია, ამა­ზე უკე­თეს ად­გილს ვერ­სად ნა­ხავს... ეს გი­ორ­გის რან­ჩოა - ასე ჰქვია ამ ად­გილს. აქ სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე და სა­ინ­ტე­რე­სო ოჯა­ხი ცხოვ­რობს: ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა სა­ნა­დი­რა­ძე, რო­მე­ლიც მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე, წუ­თი­თაც არ ჩერ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ხე­ლით აკე­თებს და მა­ინც წუხს, რომ გა­სა­კე­თე­ბე­ლი კი­დევ ბევ­რი აქვს... მი­სი მე­უღ­ლე, ბა­ტო­ნი გია ჩო­მა­ხი­ძე, რო­მე­ლიც ცხე­ნებს უვ­ლის და რან­ჩო­ზე საქ­მი­ა­ნობს. მათ ორი შვი­ლი ჰყავთ. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა პრო­ფე­სი­ით სტო­მა­ტო­ლო­გია. თუმ­ცა, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მე­ტად მოგ­ზა­უ­რო­ბა, ძვე­ლი, იშ­ვი­ა­თი ნივ­თე­ბის პოვ­ნა და მათ­გან სა­ო­ცა­რი დე­კო­რა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნა უყ­ვარს... რან­ჩო­ზე თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი მი­სი გე­მოვ­ნე­ბით და ფან­ტა­ზი­ი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი. იქ არც ერ­თი ნივ­თი არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი... უბ­რა­ლო ბოთ­ლი, ძვე­ლი ლამ­პის გა­ტე­ხი­ლი შუ­შაც კი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შა­დაა ქცე­უ­ლი...



აქ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს, „გა­და­საგ­დებ ნივ­თებს“ - მე­ო­რე სი­ცოცხ­ლის შან­სი. ჩემს აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას პეპ­ლად ქცე­უ­ლი გა­ტე­ხი­ლი სათ­ვა­ლეც იწ­ვევს... ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას ვთხოვ, რან­ჩოს შექ­მ­ნის ის­ტო­რია მი­ამ­ბობს...

- სულ თა­ვი­დან რა იყო აქ? რო­გორ გაჩ­ნ­და რან­ჩოს შექ­მ­ნის იდეა?

- თა­ვი­დან აქ ტრიალი მინდორი იყო. ჩე­მი მე­უღ­ლე მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და. ასე გა­ვი­და ჩე­მი ახალ­გაზ­რ­დო­ბა. ერ­თხე­ლაც ვუთხა­რი, რა­ღა სხვა­გან, ფერ­მებ­ში უნ­და იმუ­შაო, მო­დი, სა­კუ­თა­რი გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი. სას­ტუმ­რო მინ­დო­და, მაგ­რამ ვერ ვერ­კ­ვე­ო­დი ამ ბიზ­ნეს­ში. მა­შინ პლე­ხა­ნოვ­ზე (ახ­ლან­დე­ლი აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი) ვცხოვ­რობ­დით... გათხო­ვე­ბამ­დე 10 წე­ლი ლე­ნინ­გ­რად­ში ვიცხოვ­რე. იქ ვმუ­შა­ობ­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ლე­ნინ­გ­რა­დი (ახ­ლან­დე­ლი სანკტ-პე­ტერ­ბურ­გი) ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია. მე კი არ­ქი­ტექ­ტუ­რა მიყ­ვარს. უამ­რა­ვი მუ­ზე­უ­მი მაქვს ნა­ნა­ხი. მინ­დო­და, რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო გა­მე­კე­თე­ბი­ნა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მშობ­ლებ­მა ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს, მე­რე გავ­თხოვ­დი, პო­ლიკ­ლი­ნი­კა გა­ვა­კე­თე. გია საზღ­ვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და და ფულს მიგ­ზავ­ნი­და. ვუთხა­რი, რომ სა­კუ­თა­რი სახ­ლი მინ­დო­და. მითხ­რა, ნა­ხე სად­მე ნაკ­ვე­თი და ვი­ყი­დო­თო.

თა­ვი­დან არ ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ცხე­ნე­ბიც მინ­დო­და. ჯერ ერ­თი ნაკ­ვე­თი ვი­ყი­დე, მე­რე - მე­ო­რე... მა­შინ ძა­ლი­ან იაფი იყო...



- ეს ად­გი­ლი რა­ტომ აარ­ჩი­ეთ?

- ისე­თი ხა­სი­ა­თი მაქვს, ყვე­ლაფ­რის და­გეგ­მ­ვა მიყ­ვარს. რო­დე­საც მივ­ხ­ვ­დი, რა მინ­დო­და, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ვიწყე თბი­ლი­სის გარ­შე­მო ად­გი­ლის ძებ­ნა. 3 თვე ვე­ძებ­დი. ძა­ლი­ან დი­დი ნაკ­ვე­თი მინ­დო­და, ტყეს­თან ახ­ლოს, რომ ცხე­ნით გა­სე­ირ­ნე­ბა ყო­ფი­ლი­ყო შე­საძ­ლე­ბე­ლი და თან, სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლიც შემ­ძ­ლე­ბო­და. 2001-ში და­ვიწყე მი­წე­ბის შე­ძე­ნა. მა­შინ გზაც არ იყო. ჩე­მი მე­უღ­ლე რომ მი­რე კავ­და და მე­კითხე­ბო­და - რას შვრე­ბი, სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­იწყეო? ვპა­სუ­ხობ­დი: - არა, კი­დევ ერ­თი ნაკ­ვე­თი ვი­ყი­დე-მეთ­ქი. უკ­ვირ­და, რად გინ­და ამ­დე­ნი მი­წაო... (ი­ცი­ნის).

- ჯერ ცხე­ნე­ბით და­იწყეთ?..

- თა­ვი­დან 20 ცხე­ნი გვყავ­და, ახ­ლა მხო­ლოდ ორია ჩვე­ნი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან უჭირთ ცხე­ნის შე­ნახ­ვა... ამის კულ­ტუ­რა არ არის აქ...

- ამ ძვე­ლე­ბურ, ორი­გი­ნა­ლურ ავეჯს და ნივ­თებს სპე­ცი­ა­ლუ­რად ეძებ­დით?



- სახ­ლის აშე­ნე­ბამ­დეც ვე­ძებ­დი... სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, კედ­ლის ფი­ლებს აქვს ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ის­ტო­რია... იტა­ლი­ა­ში ვი­ყი­დე, ხელ­ნა­კე­თია. იქ დავ­ტ­ვირ­თე და კონ­ტე­ი­ნე­რით ჩა­მო­ვი­ტა­ნე. მე­უღ­ლეს ვთხო­ვე, წა­მო­ე­ღო. ცო­ტა ხან­ში მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა: „მო­ვი­ტა­ნე სახ­ლ­ში, გავ­ხ­სე­ნი და თურ­მე ყვე­ლა არას­ტან­დარ­ტუ­ლი მო­უ­ცი­ათ, სულ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ფი­ლე­ბია, ახ­ლა უკან ვა­ლა­გებ, რომ გა­ვაბ­რუ­ნო და ვეჩხუ­ბოო...“ (ი­ცი­ნის).

ეს ბუხ­რის ფი­ლა მშრალ ხიდ­ზე ვი­ყი­დე. ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ძვე­ლი ფრან­გუ­ლი ბუხ­რის დე­ტა­ლია. ალ­ბათ 10 ფე­ნა სა­ღე­ბა­ვი ჰქონ­და ჩას­ხ­მუ­ლი, მხო­ლოდ გო­გო­ნას სა­ხე ჩან­და. მთე­ლი ზამ­თა­რი მო­ვან­დო­მე, რომ ეს ფე­ნე­ბი მო­მე­შო­რე­ბი­ნა. ვი­ჯე­ქი და ბორ­მან­ქა­ნით ნელ-ნე­ლა ვწმენ­დ­დი. ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა ჩე­მი ხე­ლით მიყ­ვარს...

ბელ­გი­ი­დან და ჰო­ლან­დი­ი­დან მაქვს წა­მო­ღე­ბუ­ლი ბევ­რი რამ... წო­ნას გა­და­ვა­ჭარ­ბე და თვით­მ­ფ­რი­ნავ­ში არ მიშ­ვებ­დ­ნენ. მიყ­ვარს, რო­დე­საც რა­ღა­ცებს ვპო­უ­ლობ. ზოგ ნივ­თ­ში 2 ევ­რო მაქვს გა­დახ­დი­ლი... ამი­ტომ მიყ­ვარს „ბა­რახ­ლოვ­კე­ბი“, ძველ­მა­ნე­ბის ბაზ­რო­ბე­ბი... ჩემ­მა ყვე­ლა ნაც­ნობ-მე­გო­ბარ­მა იცის, რომ არა­ფე­რი უნ­და გა­და­ყა­რონ, და იცი­ან, რა მი­ხა­რია ყვე­ლა­ზე მე­ტად. ზო­გი­ერ­თი რამ მა­თი ნა­ჩუ­ქა­რია...

- რა არის სა­ჭი­რო იმის­თ­ვის, რომ ორი­გი­ნა­ლუ­რი დე­კო­რა­ცია ან დი­ზა­ი­ნი შექ­მ­ნა?



- ამის­თ­ვის არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, დი­დი თან­ხა და­ხარ­ჯო. შე­იძ­ლე­ბა იაფად გა­ა­კე­თო რა­ღაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი... ძვე­ლი ნივ­თე­ბის ძებ­ნა ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი აზარ­ტია.

- ბი­ლი­არ­დის ოთა­ხის დი­ზა­ი­ნიც თქვე­ნი მო­ფიქ­რე­ბუ­ლია?

- ბი­ლი­არ­დის ოთა­ხის დი­ზა­ინს ნა­ხე­ვა­რი წე­ლი მო­ვან­დო­მე. მა­მა­კა­ცუ­რი დი­ზა­ი­ნი მინ­დო­და... ფიც­რე­ბი, რო­მე­ლიც კე­დელ­ზეა აკ­რუ­ლი, მე­გო­ბარ­მა შე­შის­თ­ვის მოგ­ვი­ტა­ნა, მაგ­რამ და­ვი­ნა­ხე თუ არა, მა­შინ­ვე მივ­ხ­ვ­დი, რო­გორც გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი...

- სად პო­უ­ლობთ ასეთ იშ­ვი­ათ ნივ­თებს?



- ბევ­რი რამ ჯარ­თი­დან მაქვს მო­ტა­ნი­ლი. ჩე­მი სამ­სა­ხუ­რის გვერ­დით, ჯართს იბა­რებ­და კა­ცი და მის­გან ვყი­დუ­ლობ­დი რა­ღა­ცებს. ერ­თხელ მკითხა, შე­იძ­ლე­ბა ერ­თხელ ამო­ვი­დე და თქვე­ნი ეზო ვნა­ხოო? ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რას აკე­თებთ, ამ­დენ ჯართს რომ ყი­დუ­ლობ­თო... (ი­ცი­ნის). ნავ­თ­ლუღ­შიც დავ­დი­ვარ ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, ეს ძვე­ლე­ბუ­რი სა­ბერ­ვე­ლი ბრი­უ­სე­ლი­დან წა­მო­ვი­ღე. ფა­რეხ­ში ფას­დაკ­ლე­ბა­ზე 20 ევ­როდ ვი­ყი­დე. მო­ხუ­ცი კა­ცი ყიდ­და. ჩა­მო­ტა­ნა 570 ევ­რო დაჯ­და.

- რო­გორც ვი­ცი, თქვენს რან­ჩო­ზე დარ­ჩე­ნის მსურ­ვე­ლიც ბევ­რია, ქორ­წი­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბაც ხდე­ბა...

- დი­ახ, სას­ტუმ­როს ტი­პის არის მა­ინც, რად­გან ბევრს უნ­და აქ მოხ­ვედ­რა და დრო­ის გა­ტა­რე­ბა... ქორ­წი­ლე­ბი

ჩვენ­თან საკ­მა­ოდ ხში­რად იმარ­თე­ბა. მის დი­ზა­ინს რაც შე­ე­ხე­ბა, თა­ვად ვა­ფორ­მებ...



ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა ქორ­წი­ლე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ დე­კო­რა­ცი­ებს მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს... აქაც, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ფე­რი ვინ­ტა­ჟუ­რი და უნი­კა­ლუ­რია. მეც მა­სა­ვით აზარ­ტ­ში შევ­დი­ვარ და ინ­ტერ­ვი­უს დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც გან­ვაგ­რ­ძ­ნობ სა­ო­ცა­რი დე­ტა­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნას, რომ­ლე­ბიც რან­ჩოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გაბ­ნე­უ­ლი...

ბა­ბა-იაგას ქო­ხი, გვე­ლე­შა­პის­თა­ვი­ა­ნი ხის სა­ვარ­ძე­ლი, კე­დელ­ში ჩა­ყო­ლე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, რომ­ლი­და­ნაც თით­ქოს წარ­სუ­ლი იმ­ზი­რე­ბა... მინ­და, ტყე­ში მდგარ რკი­ნის ძვე­ლე­ბურ სა­წოლ­ში და­ვი­ძი­ნო და დი­ლით ჩი­ტე­ბის სა­ო­ცარ­მა ჭიკ­ჭიკ­მა გა­მო­მაღ­ვი­ძოს... ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მო­მინ­და ცხოვ­რე­ბა ქან­თ­რის სტილ­ში...

თეა ინა­სა­რი­ძე

კომენტარები

ხატია 2022-10-08 10:09
ამ სახლში ფილმის ბოლო ეპიზოდია მგონი გადაღებული_ ხუთი ნახვით შეყვარებსა ❤
nika 2021-07-15 15:55
saocreba
Niako 2021-03-17 14:58
წარმატებებს გისურვებთ! ძალიან ლამაზია ყველაფერი ,კარგი გემოვნებით შექმნილი,საკონტაქტო ნომერი ვერ ვნახე ,როგორ დაგიკავშირდეთ პირობებზე?
ტატა 2020-05-27 16:13
არაჩვეულებრივია, წარმატებებს გისურვებთ.
Medea djparidze 2019-02-13 01:58
Xmertma ciketesi mogaxmarot, mikwarc aceti adamianebi gaixaret ikawit cul bednierebi.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები