როგორ გავახაროთ ვარდი - რჩევები ზურაბ შევარდნაძისგან

ვარდი რომ ყვავილთა დედოფალია, არავინ დავობს. ვარდის გარეშე გაზაფხული, მით უფრო, მაისი არ დგება, ამიტომაც შეარქვეს მაისს ვარდობისთვე. მართალია, ახლა არც გაზაფხულია და არც მაისი, მაგრამ იმისათვის, რომ გვქონდეს მშვენიერი ვარდის ბაღი, თადარიგი ახლავე უნდა დავიჭიროთ. უნდა ვიცოდეთ, როგორ გავაშენოთ, რაშიც ბიოლოგი და ცნობილი მებაღე ზურაბ შევარდნაძე დაგვეხმარება.

- ვარდს მზიანი, ნოყიერი, და კარგად დრენაჟირებული ნიადაგი სჭირდება.
ვარდის ბაღისთვის ნიადაგის მომზადება შემოდგომაზე უნდა დაიწყოთ: სავარდე მონაკვეთი 40 სანტიმეტრ სიღრმეზე (ორი ბარის პირზე) გადაიბარება. ღრმად დაბარული ადგილი სარეველებისა და ფესურებისგან უნდა გასუფთავდეს.
შემდეგ ნიადაგს გავაფხვიერებთ, საქონლის ახალ ნაკელს (იმ წლის) შევიტანთ და ზამთარში დავტოვებთ. გაზაფხულისთვის ნაკელი ყინვის, წვიმისა და თოვლის შედეგად უკვე გაფხვიერებული და ნესტით გაჯერებული იქნება. შემდეგ კიდევ ერთხელ გადავბარავთ ისე, რომ ნაკელი მიწაში ჩაიბაროს. თებერვლიდან აპრილამდე იწყება ვარდის დარგვა.

ნიადაგი დაიკვალება, ვარდის მწკრივებსა და ეგზემპლარებს შორის მანძილი 40 სანტიმეტრი უნდა იყოს. ნერგები ჭადრაკულად ირგვება. ვარდის უამრავი ჯიში არსებობს. სელექციონერებს ყოველწლიურად ასობით ახალი ჯიში გამოჰყავთ. ძირითადი ჯგუფებიდან ცნობილია ჩაის ჰიბრიდები, ფორიბუნდას ჯიშის ვარდები (უფრო დიდი ბუჩქია), კლაიმინგის, ხვიარა ვარდების დიდი ჯგუფი (ღობეებს, ტალავერებს, ფანჩატურებსა და აივნებს ამშვენებს) და მინიატიურული, ანუ ჯუჯა, ძირითადად, საქოთნე ვარდები. ამ ჯიშების შერეულად ერთ ყვავილნარში დარგვა მიზანშეწონილი არ არის.

სჯობს ვარდი ნამყენი და არა კალმით გამრავლებული იყოს, რადგანაც ნამყენი ვარდები ძლიერი და უხვყვავილიანია. ამასთან, ხანგრძლივია ნამყენი ვარდების ყვავილობის პერიოდი და გამოირჩევა მრავალჯერადი ყვავილობით. კალმით გამრავლებული შედარებით სუსტი და არამდგრადია.

- მას შემდეგ, რაც ვარდს კვალში დავრგავთ, რას ვაკეთებთ?
- დარგვიდან თვე-ნახევარი მცენარეს თითქმის არაფერი სჭირდება. გათოხვნა და გაფხვიერება მაშინ არის საჭირო, როდესაც ვარდი ყლორტებს გამოიტანს. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები