მხოლოდ ერთი წვეთი იოდი და საკუთარ ბაღს ვეღარ იცნობთ

იოდი მარტო დაზიანებულ მუხლებს კი არ შველის, თქვენს ბაღს მავნებლებისგან გაათავისუფლებს.
თურმე იოდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცენარეების ცხოვრებაში. ის ათავისუფლებს მცენარეებს მავნებლებისაგან და ხელს უწყობს მის ზრდას. ეს მიკროელემენტი აქტიურად ებრძვის სოკოსა და სხვა ბაქტერიებს.
იოდის ნაკლებობამ მცენარე შესაძლოა დაღუპვამდე მიიყვანოს. ამ მიკროელემენტის დეფიციტი შესაძლოა გამოფიტულმა ნიადაგმა გამოიწვიოს.
ვიზუალურად იმის გამოვლენა, რომ მცენარეს იოდი აკლია, მარტივი არ არის, ამიტომ გირჩევთ მცენარეს პროფილაქტიკური პროცედურები ჩაუტაროთ ხოლმე. ეს ზედმეტი არ იქნება.

იოდის ხსნარი თქვენს მცენარეს სწრაფ ზრდაში დაეხმარება. ხსნარით დამუშავება ძალიან უხდება
კიტრს, კომბოსტოს, ბადრიჯანს, წიწაკას. ხსნარის მოსამზადებლად ერთი წვეთი იოდი უნდა გახსნათ 3 ლიტრ წყალში. ეს ნარევი ერთმანეთში ძალიან კარგად უნდა აურიოთ და მიასხათ მცენარეს ფესვებზე.
მიუხედავად მინიმალური დოზისა, ამ ხსნარს თავისუფლად შეუძლია ახალგაზრდა მცენარის დაზიანება. ამიტომ ეცდეთ ის არ მოხვდეს ფოთლებსა და ღეროს. ზედმიწევნით დაიცავით დოზირება.

ფიტოფტოროზი მცენარის საკმაოდ სერიოზული დაავადებაა. სოკო მცენარეს ნიადაგიდან უჩნდება, ასევე სარეველასგან და ინსტრუმენტებისაგან.
განსაკუთრებით ხშირად ეყრება ეს დაავადება კარტოფილსა და პომიდორს. ამ შემთხვევაში ზარალდება არა მარტო ფოთლები, არამედ თავად ნაყოფიც.
ფიტოფტოროზის პირველი ნიშანი მცენარეზე გაჩენილი ლაქებია. ფოთლები ნელ-ნელა ყვითლდება და ხმება.
პირველი ნიშნების გაჩენიდან სამი კვირის შემდეგ მცენარეს იოდის ხსნარი შეასხურეთ. 15 წვეთი იოდი 10 ლიტრ წყალში გახსენით და მცენარე ფრთხილად დაამუშავეთ.

ფქვილოვანი ნადები კი ყველაზე ხშირად კენკროვან მცენარეებს უჩნდება. ამ დროს ძალიან ეფექტურია 1 მლ ლიტრი იოდის ხსნარის და 1 ლიტრი უცხიმო რძის ნარევის 9 ლიტრ წყალში გახსნა. ამ ხსნარს შეიძლება დაუმატოთ ერთი სუფრის კოვზი თხევადი საპონი. შეწამლვა შეგიძლიათ ჩაატაროთ ორ კვირაში ერთხელ მცენარის სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ამ შეწამვლის უკუჩვენად შეიძლება იქცეს მომეტებული ნაყოფიანობა. რაც შეეხება მავნებლებს, მათ საწინააღმდეგოდ ხსნარი აი, ასე მზადდება: 20 მლ ლიტრი იოდი გახსენით 10 ლიტრ წყალში, ყველა ბუჩქს თითო ლიტრი დაასხით. ეცადეთ ეს ნარევი არ მოხვდეს ფოთლებს.

იოდი ხშირად სასუქის ფუნქციასაც ასრულებს. საამისოდ 40 წვეთი იოდი უნდა გახსნათ 10 ლიტრ წყალში. ამ ხსნარის 0,5 ლიტრი შეასხურეთ მცენარეს ყვავილობის დროს. მცენარე უნდა მორწყათ 3-4 კვირაში ერთხელ.

იოდის გამოყენება ასევე ძალიან კარგია არა მარტო ბოსტანში, არამედ ოთახის ყვავილებისთვის. ის განსაკუთრებით კარგია დასუსტებული მცენარეებისთვის.
ხსნარით მხოლოდ სველი ნიადაგი უნა დაამუშავოთ.

კომენტარის დამატება