ტიტების ულამაზესი სათბური სამეგრელოში - სილამაზის სამყარო

ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ზედა ეწერში, მშობლების სახლში ნათია გოგოხიამ 300 კვადრატული მეტრის ფართობზე ულამაზესი ტიტების სათბური გააშენა. როგორც თვითონ ამბობს, სათბურის შექმნის იდეა სპონტანურად ეწვია. დაუღალავი შრომის და მეგობრების დახმარებით იდეა სისრულეში მოიყვანა და საქართველოში პირველი ჰოლანდიური ჰიბრიდული ჯიშის ტიტების სათბური გააშენა.


- როგორ დაიბადა სათბურის შექმნის იდეა?
- უზომოდ მიყვარს ყვავილები. ბოლო წლებია გამიჩნდა სურვილი, მქონოდა საკუთარი საქმე. ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებდი. ძალიან სპონტანურად გაჩნდა ტიტების იდეა, განხორციელებაში ჩემი ძმა და მეგობარი დამეხმარნენ, რომლებიც წლებია ევროპაში ცხოვრობენ. ყვავილების მოვლით

უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, თითოეულ ტიტას პატარა ბავშვივით ვეფერები, დავკანკალებ და ვუფრთხილდები. იგი გამოირჩევა თავისი ორიგინალური ფორმით, გასაოცარი და ლამაზი ფერებით. ჰოლანდიაში ტიტა სიყვარულის სიმბოლოა და ყველაზე ძვირად ფასობს.


- სათბურში რამდენი სახეობის ტიტაა თავმოყრილი?
- ტიტები იმიტომ ავირჩიე, რომ განსხვავებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის. შევარჩიეთ ჰოლანდიური ბოლქვების შვიდი სახეობა, ჯამში 50 000 ძირი გამოვიდა. ჰოლანდიელი პარტნიორი გვეხმარება. ვგეგმავთ ლილიების, ასტრომერიების, გიფსოფილების და სხვა ყვავილების გამრავლებას. სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი ყვავილი იყოს ჩვენს სახლებში. მინდა ადამიანებმა ყვავილების შეძენა საკუთარი ყოველდღიურობის გასალამაზებლად დაიწყონ, ამიტომაც ნებისმიერი მომხმარებლისთვის გვექნება შესაბამისი ყვავილი.

- როგორ უვლით ტიტებს?
- ჩემთვის ტიტები პირველ იმცდელობა იყო .მეგობრების თავდაუზოგავი შრომის გარეშე არაფერი გამომივიდოდა. სითბოს და ტენიანობის კონტროლი სისტემატიურ რეჟიმში სჭირდება, ტიტა წყლის მოყვარული ყვავილია. მათი მოვლა ფიზიკურ დაღლასთან ერთად სიამოვნებას განიჭებს, რადგან შედეგად ულამაზეს სივრცეს ღებულობ. ტიტა მრავლდება ბოლქვით ან თესლით, უყვარს წყალგამტარი, მსუბუქი თიხიანი ნიადაგი. დათესვამდე უკეთესია ნიადაგის ტორფით გამდიდრება. ითესება კვლებში. მომავალ სეზონს ახალი წლისთვის ველოდებით.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ნინო 2019-04-25 15:47
იქნებ საკონტაქტო ნომერი დაწეროთ,შეკვეთის გასაკეთებლად❤
ნინო 2019-04-25 15:11
გამარჯობათ,ბოლქვების შეძენა მინდა თუ ყიდით,თუ აგზავნით რეგიონებში მაგ ქუთაისში
Maka 2019-03-15 12:20
Tu sheizleba natiastan dakavshireba,gasaubreba minda
Albina 2019-01-09 21:47
Igideba tulpanebis xaxvebi?
შოთა 2018-09-19 17:25
მინდა შევისყიდო ტიტას ბოლქვები დაახლოებით 100 კგ მეორე ხარისხის რომელიც ერთი წლის შემდეგ მომცემს საყვევილე ბოლქვს.გთხოვთ შემეხმიანოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები