როგორ მოვუაროთ იასამნის ბუჩქს და მისი საოცარი სამკურნალო თვისებები

იასა­მა­ნი გა­ზაფხუ­ლის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სურ­ნე­ლო­ვა­ნი, მშვე­ნი­ე­რი და ყვე­ლას­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი მცე­ნა­რეა. თუმ­ცა ვი­ცით კი მას­ზე რა­მე? ალ­ბათ არც ისე ბევ­რი. მო­დით, გა­ვიც­ნოთ უფ­რო ახ­ლოს, გა­ვი­გოთ მი­სი უც­ნო­ბი თვი­სე­ბე­ბიც და დარ­გ­ვა-გა­ხა­რე­ბის მე­თო­დე­ბიც.

იცო­დით, რომ იასა­მა­ნი ზე­თის­ხი­ლი­სებ­რ­თა ოჯა­ხის მცე­ნა­რეა? ფო­თოლ­მ­ც­ვი­ვა­ნი პა­ტა­რა ხე ან ბუჩ­ქია. ცნო­ბი­ლია 30-მდე სა­ხე­ო­ბა და 100 წლამ­დეც კი ცოცხ­ლობს. გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია აღ­მო­სავ­ლეთ და ცენ­ტ­რა­ლურ აზი­ა­ში, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში. იასა­მ­ნის სამ­შობ­ლოდ სპარ­სე­თია მიჩ­ნე­უ­ლი. კულ­ტუ­რა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სპარ­სუ­ლი, უნ­გ­რუ­ლი და ჩი­ნუ­რი იასამ­ნე­ბი.

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იასა­მა­ნი, 5-7 მ სი­მაღ­ლის ბუჩ­ქი ან ხეა. მი­სი სამ­შობ­ლოა ბალ­კა­ნე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი

და მცი­რე აზია. მუ­ქი მწვა­ნე წვე­ტი­ა­ნი ფო­თო­ლი აქვს, ფუ­ძე - გუ­ლი­სებ­რი, სურ­ნე­ლო­ვა­ნი, თეთ­რი, ლი­ლის­ფე­რი ან იის­ფე­რი ყვა­ვი­ლი მარ­ტი­ვია ან ბუთხუ­ზა. იზ­რ­დე­ბა ნა­თელ ად­გი­ლებ­ში, ყვა­ვი­ლობს ად­რე გა­ზაფხულ­ზე, ყინ­ვა და გვალ­ვა­გამ­ძ­ლეა. მრავ­ლ­დე­ბა თეს­ლით და ვე­გე­ტა­ტი­უ­რად.

იასა­მა­ნი ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი დე­კო­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რაა. სპარ­სეთ­ში ჯერ კი­დევ IV სა­უ­კუ­ნე­ში იყო ცნო­ბი­ლი. XI-XII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ჩი­ნეთ­ში გავ­რ­ცელ­და, სა­დაც აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­დ­ნენ, რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბას. მე­რე კი ევ­რო­პე­ლებ­მაც გა­იც­ნეს - თურ­ქე­თი­დან შე­უ­ტა­ნი­ათ იქ XVI სა­უ­კუ­ნე­ში.



მკურ­ნა­ლი იასა­მა­ნი
სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბის გა­მო იასა­მანს იყე­ნე­ბენ პრე­პა­რა­ტებ­ში, რომ­ლებ­საც აქვთ ცხე­ლე­ბის, ან­თე­ბისა და კრუნ­ჩხ­ვის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო, ოფლმდენი ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი, შარ­დ­მ­დე­ნი და ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი ეფექ­ტე­ბი. სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იასამ­ნის რო­გორც ყვა­ვი­ლე­ბი, ისე ფოთ­ლე­ბი, ფეს­ვე­ბი და ქერ­ქი.

იასა­მან­ში შე­დის ეთერ­ზე­თე­ბი და ფლა­ვო­ნო­ი­დე­ბი, რომ­ლე­ბიც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ფერ­მენ­ტე­ბის აქ­ტი­ვო­ბა­ზე. ამას გარ­და, იგი დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვას შე­ი­ცავს.

იასამ­ნის ფოთ­ლე­ბის ნა­ხარ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა თმის ძი­რე­ბის გა­სა­მაგ­რებ­ლად, გა­ცივ­ე­ბი­სას, ზე­და და ქვე­და სა­სუნთქ გზებ­ში არ­სე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად, ხვე­ლე­ბი­სა და ბრონ­ქი­ტის, ასე­ვე თირ­კ­მ­ლის კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს.

არსებობს ასევე იასამნის მალამო, რომელიც ყველანაირ ჭრილობასა და დაბეჟილობას მომენტალურად არჩენს.



მე­ბა­ღე­ო­ბა
იასამ­ნის გას­ხ­ლ­ვა აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ მომ­დევ­ნო წელს ისევ ლა­მა­ზად იყვა­ვი­ლოს. სა­სურ­ვე­ლია, აყ­ვა­ვე­ბის­თა­ნა­ვე გას­ხ­ლათ - ანუ ლა­მა­ზი ტო­ტე­ბის მოჭ­რა (და არა მო­ტეხ­ვა) მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­სი­კე­თოა ამ ბუჩ­ქის­თ­ვის და სწო­რედ გა­ზაფხულ­ზე­ვეა ამის გა­კე­თე­ბა უპ­რი­ა­ნი.

კარ­გად რომ იყ­ვა­ვი­ლოს, იასა­მანს უნ­და შე­ურ­ჩი­ოთ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მზი­ა­ნი ან ნა­ხევ­რად მზი­ა­ნი ად­გი­ლი, და­ცუ­ლი ძლი­ე­რი ქა­რე­ბის­გან. და რა­კი ბუჩქს საკ­მა­ოდ დი­დი ფეს­ვე­ბი აქვს, რომ­ლე­ბიც ნი­ა­დაგ­ში ღრმად მი­დის და ფარ­თოდ ვრცელ­დე­ბა, საკ­მა­რი­სი სივ­რ­ცეც უნ­და და­უთ­მოთ.

ნი­ა­დაგს ამ­ჯო­ბი­ნებს ზო­მი­ე­რად მშრალს, კარ­გად იტანს დრო­ე­ბით გვალ­ვებ­საც. თუ გვალ­ვა გაგ­რ­ძელ­და, აუცი­ლებ­ლად უნ­და მორ­წყათ. ვერ იტანს სი­ახ­ლო­ვეს გრუნ­ტის წყლებს და მჟა­ვე წყა­რო­ებს. თუ თქვენს ბაღ­ში უდა­ბუ­რი და არც ისე ნო­ყი­ე­რი ნი­ა­და­გია, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მა­თი სტრუქ­ტუ­რის შეც­ვ­ლა კომ­პოს­ტის ან სპე­ცი­ა­ლუ­რი ნი­ა­და­გის შე­ტა­ნით.

იასამ­ნის და­სარ­გა­ვად სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნე­ვა ზაფხუ­ლის ბო­ლო. მო­ნიშ­ნულ ად­გი­ლას ნერგზე ორ­ჯერ დი­დი ზო­მის ორ­მო ამოთხა­რეთ. ორ­მოს ძი­რი კომ­პოს­ტით ან სა­გან­გე­ბოდ შერ­ჩე­უ­ლი სა­ბა­ღე მი­წით შე­ავ­სეთ. არ შე­უ­რი­ოთ სუფ­თა ტორ­ფი, რად­გან ის მე­ტის­მე­ტად მჟა­ვეა და არ მოს­წონს იასა­მანს. დარ­გ­ვის შემ­დეგ კომ­პოს­ტ­ში არე­უ­ლი გრუნ­ტი მო­ა­ყა­რეთ და გარ­შე­მო ოდ­ნავ მო­უ­ბა­რეთ. შემ­დეგ კი კარ­გად მორ­წყეთ.

კომენტარები

nino elisashvili 2020-04-27 17:37
იქნებ მომწეროთ ,არ დაიზაროთ გთხოვთ
nino elisashvili 2020-04-27 17:35
გამარჯობათ,იქნებ დამეხმაროთ როგორ გავახარო იასამანი. წყალში მიდევს და აქედან როგორ უნდა გავახარო ეზოში რომ დავრგო
lali 2016-04-30 11:47
madloba kargi rchevistvis

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები