იდეები აგარაკისთვის - 10 საუცხოო იდეა

აგარაკი მხოლოდ დაუსრულებელი სახლი, ძველი ნივთების საწყობი და ბოსტანი როდია. ფანტაზია და ცოტაოდენი ძალისხმევა საკმარისია იმისთვის, რომ თქვენი აგარაკის საოცნებო ადგილად აქციოთ, სადაც დასვენება ნამდვილ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

1. საოცარი სინათლე

ზაფხულის მშვიდ საღამოს გირლანდებით გაფორმებულ ვერანდაზე დასვენებას არაფერი სჯობს.

2. საზაფხულო შხაპი


წყალი სიცხელში გაგირლების საუკეთესო საშუალებაა, მოძებნეთ შესაბამისი კუთხე და მოაწყვეთ საზაფხულო შხაპი, ნახავთ, როგორ გაგილამაზებთ ზაფხულის ცხელ დღეებს.

3. ჰამაკი


ერთი ჰამაკიც კი თქვენს ბაღს საუცხოო სიმყუდროვესა და კომფორტს შესძენს.

4. სასმელების გამაგრილებელი


ალბათ იკითხავთ, საიდან მოვიტანო პაპანაქება
სიცხეში აგარაკის ბაღში ცივი ლიმონათი ან წვენი?
გიპასუხებთ, მოაწყვეთ აი, ასეთი ქულერი და ნახავთ, როგორ ისიამოვნებთ.

5. ნამდვილი ქოხი

ნებისმიერი ბავშვი აღფრთოვანდება აგარკზე მოწყობილი ხის ტოტებით გაკეთებული ქოხით.

6. საკითხავი კუთხე


მოიწყვეთ აგარაკზე კუთხე, სადაც შეძლებთ განმარტოვებას და საინტერესო წიგნის წაკითხვას, ნახეთ, როგორი საინტერესო დღეების გატარებას მოახერხებთ.

7. სარკე ღობეზე


ყველამ კარგად ვიცით, რომ სარკე სივრცეს ვიზუალურად ზრდის, თუნდაც ეს სივრცე თქვენი აგარაკის პატარა ეზო იყოს. სცადეთ ეს ხრიკი და ნახავთ, როგორ მოუხდება თქვენს ეზოს.

8. ჩაფლული ბატუტი


ბატუტზე ხტომა ძალიან სასიამოვნი, თუმცა სახიფათო პროცესია, იმისათვის, რომ თავი აარიდოთ ტრავმებს, გირჩევთ ბატუტი მიწაში ჩაფლათ.

9. ნიავის ხმები


ნაზი ჟღარუნის ხმა, რომელსაც ნიავის მეშვეობით გაიგონებთ, ნამდვილად სასიამოვნო განცდას მოგანიჭებთ ზაფხულში.

10. ზღაპრული ღობე


შუშის ლამაზი თვლებით გაფორმებული ღობე თქვენს აგარაკს ზღაპრულ ელფერს მიანიჭებს და კიდევ უფრო შეგაყვარებთ იქ ყოფნას. აგავსებთ საოცარი განცდებით.

კომენტარები

თეა 2021-05-11 10:43
ეზოს ასე რომ გავაჩახჩახებ და იქ დავჯდები მწერები შემოგვესევა. იქნებ ამის თავიდანა ასარიდებლადაც რამე გვირჩიოთ.
იკა 2021-05-10 05:17
ვისთვის გავაკეთო? მეორედ რომ ჩავალ იქ აღარაფერი დამხვდება.
katia 2021-05-07 14:11
dZalian momwons. mec minda
katia 2021-05-07 14:11
Zalian momwons. mec minda

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები