რო­გორ აგ­რო­ვე­ბენ ნაძ­ვის მტვერს

რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, რომ ზამ­თარ­ში სურ­დომ და გრიპ­მა არ შეგ­ვა­წუ­ხოს და იმუ­ნი­ტე­ტიც გა­ვიძ­ლი­ე­როთ? საამისოდ ბევრი იყენებს ნაძვის მტვერსა და გირჩის მურაბას.
ამ ზაფხულს ბავ­შ­ვ­თან ერ­თად ბორ­ჯომს ვსტუმ­რობ­დი, იქამ­დე ბა­კუ­რი­ან­შიც გახ­ლ­დით. ჩე­მი ყუ­რადღე­ბა ლა­მის ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე დახ­ლებ­ზე გან­ლა­გე­ბულ­მა ნაძ­ვის მტვერ­მა და გირ­ჩის მუ­რა­ბებ­მა მი­იქ­ცია, რო­მელ­საც მყიდ­ვე­ლი არ ელე­ო­და. ად­რეც მსმე­ნია, რომ ნაძ­ვის მტვე­რი გა­ცი­ვე­ბის­თ­ვის, ბრონ­ქი­ტი­სა და სა­სუნ­თ­ქი გზე­ბის­თ­ვის უება­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ას­ჯერ გა­გო­ნილს ბუ­ნებ­რი­ვი "მე­დი­კა­მენ­ტე­ბის" გა­მოც­და ვამ­ჯო­ბი­ნე და ნაძ­ვის მტვე­რი და რამ­დე­ნი­მე ქი­ლა გირ­ჩის მუ­რა­ბა შე­ვი­ძი­ნე. შე­დე­გზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მა­ნამ­დე კი, ვფიქ­რობ, ური­გო არ იქ­ნე­ბა, თქვენც გი­ამ­ბოთ მა­თი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის

შე­სა­ხებ.
ფიჭ­ვის მტვე­რი ბუ­ნე­ბის ერთ-ერ­თი ნო­ბათ­თა­გა­ნია. იგი გა­მო­ი­ყო­ფა ფიჭ­ვის გირ­ჩის ყვა­ვი­ლო­ბი­სას. ხე­ებს უჩ­ნ­დე­ბათ მცი­რე კვირ­ტო­ვა­ნი წა­მო­ნა­ზარ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც მომ­წი­ფე­ბის შემ­დეგ იწყე­ბენ დამ­ტ­ვერ­ვას და გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას. ეს მტვე­რი ოდით­გან­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მიზ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­კურ­ნა­ლოდ.

წიწ­ვო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბის ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ო­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და ეს მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჩანს, გა­ზაფხულ­ზე რამ­დე­ნი­მე დღე გრძელ­დე­ბა. სწო­რედ ამ დროს წიწ­ვო­ვან ტყე­ში სი­ა­რუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის. და­ნარ­ჩენ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა მტვრის შეგ­რო­ვე­ბა შემ­დ­გო­მი გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით. მტვრის მოგ­რო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ეკო­ლო­გი­უ­რად და­ბინ­ძუ­რე­ბულ ან და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქ­ტებ­თან ახ­ლომდე­ბა­რე ტყე­ებ­ში, უმ­ჯო­ბე­სია მთი­ან ად­გი­ლებ­ში, სა­დაც მტვე­რი მე­ტად სუფ­თა და შე­სა­ბა­მი­სად, მარ­გე­ბე­ლი­ცაა.

რაც შე­ე­ხე­ბა წიწ­ვო­ვან მცე­ნა­რე­თა მტვერს, მას მარ­თ­ლაც გა­აჩ­ნია იმუ­ნი­ტე­ტის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი, რის მი­საღ­წე­ვა­დაც აუცი­ლე­ბე­ლია, პა­ტა­რამ იგი ისუნ­თ­ქოს, რი­სი თქმაც ცალ­სა­ხად არ შე­იძ­ლე­ბა გირ­ჩის მუ­რა­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი მტვრის მი­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ რო­გორც თაფ­ლ­თან, ისე რძეს­თან ერ­თად, ოღონდ დი­დი სიფ­რ­თხი­ლით, რად­გა­ნაც მას ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია.



ფიჭ­ვის მტვე­რი ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბრონ­ქი­ტის, ფილ­ტ­ვე­ბის ან­თე­ბი­სას, ას­თ­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სას. აღად­გენს სის­ხ­ლის თხელ კა­პი­ლა­რებს, აუმ­ჯო­ბე­სებს სის­ხ­ლის მი­მოქ­ცე­ვას და იცავს შე­დე­დე­ბის­გან, თრომ­ბის­გან და ა.შ. აჯან­სა­ღებს გულს, შვე­ლის ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბას, ცხი­მო­ვან და­ა­ვა­დე­ბებ­სა და არ­ტე­რი­ულ წნე­ვებს, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად მოქ­მე­დებს ახა­ლ ნა­ო­პე­რა­ცი­ევ ორ­გა­ნიზ­მ­ზე გა­მაგ­რე­ბის მიზ­ნით. ანად­გუ­რებს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ჩხი­რებს, სხვა­დას­ხ­ვა ბაქ­ტე­რი­ას და ხელს უშ­ლის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბას.

ცნო­ბი­სათ­ვის, დამ­ტ­ვერ­ვა (რო­ცა წიწ­ვო­ვა­ნი ხე­ე­ბი­დან მტვე­რი ცვი­ვა) წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ - გა­ზაფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე იწყე­ბა და რამ­დე­ნი­მე კვი­რა გრძელ­დე­ბა. ამ დროს ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ, ბავ­შ­ვ­თან ერ­თად წიწ­ვ­ნარს ვეს­ტუმ­რო. თუმ­ცა, ვი­საც ამა­ზე ხე­ლი არ მი­უწ­ვ­დე­ბა, შე­უძ­ლი­ათ ნაძ­ვის მტვე­რი შე­ი­ძი­ნონ და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხით მი­ი­ღონ - ზამ­თარ­სა და გა­ზაფხულ­ზე ვი­ტა­მი­ნე­ბის სიმ­ცი­რი­სას კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა იმუ­ნი­ტე­ტის აღ­სად­გე­ნად. კურ­სი შე­იძ­ლე­ბა იყოს 1-თვი­ა­ნი (კურ­სებს შო­რის ინ­ტერ­ვა­ლი 2 კვი­რა უნ­და იყოს). თუ თაფ­ლის მი­მართ ალერ­გი­უ­ლი ხართ, მტვე­რი შე­გიძ­ლი­ათ კარ­გად გახ­ს­ნათ რძე­ში და ისე მი­ი­ღოთ (1 ჩ.კ. მტვე­რი 500 გ რძე­ში - 2-3 მი­ღე­ბა­ზე).

მტვრის მოხ­მა­რე­ბამ­დე აუცი­ლებ­ლად დარ­წ­მუნ­დით, რომ მის მი­მართ ალერ­გი­უ­ლი არ ხართ. პრო­ფე­სი­ით ექ­თა­ნი თი­ნა ხორ­ბა­ლა­ძე უკ­ვე 15 წე­ლია, ამ საქ­მი­ა­ნო­ბას მის­დევს და ნაძ­ვის მტვერ­სა და გირ­ჩის მუ­რა­ბებს ყი­დის. ერ­თ­გულ კლი­ენ­ტებს შო­რის უცხო­ე­ლე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით ემად­ლი­ე­რე­ბი­ან.

თი­ნა ხორ­ბა­ლა­ძე:
- ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­ნა. უამ­რა­ვი მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბამ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი ვერ გა­მო­ი­ღო, მომ­ბეზ­რ­და ამ­დე­ნი ქი­მი­უ­რი ნა­ერ­თის მი­ღე­ბა და ბუ­ნე­ბას მი­ვა­შუ­რე. ცოტ-ცო­ტა მეც ვი­ცო­დი ნაძ­ვის მტვრის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ ყვე­ლა­ფ­რის ზედ­მი­წევ­ნით ცოდ­ნა, რად­გან და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბის გარ­და, არას­წო­რად შერ­ჩე­ულ­მა და მომ­ზა­დე­ბულ­მა მცე­ნა­რემ შე­საძ­ლოა უკუჩ­ვე­ნე­ბა მოგ­ვ­ცეს და გან­კურ­ნე­ბის ნაც­ვ­ლად, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ვი­უ­ა­რე­სოთ. მეც ნელ-ნე­ლა შე­ვის­წავ­ლე ეს საქ­მე. ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რია ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, ჩემ მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ­მა მუ­რა­ბამ თუ სხვა ბუ­ნებ­რივ­მა სა­შუ­ა­ლე­ბამ უნ­და არ­გოს. რა თქმა უნ­და, ფუ­ლიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ეს ჩე­მი შე­მო­სავ­ლის წყა­როა, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში მთა­ვა­რია ადა­მი­ა­ნი.

- გვი­ამ­ბეთ ნაძ­ვის მტვრის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი­სა და მომ­ზა­დე­ბის წე­სის შე­სა­ხებ.
- ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ნაძ­ვის მტვრის სწო­რად შეგ­რო­ვე­ბას. რო­ცა დამ­ტ­ვერ­ვა იწყე­ბა, მტვრის შე­საგ­რო­ვებ­ლად უღ­რან ტყე­ში მივ­დი­ვარ, სა­დაც მან­ქა­ნე­ბი არ დადიან. გზის­ პი­რას მდე­ბა­რე წიწ­ვო­ვა­ნის მტვრის გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვი­თა და სხვა მავ­ნე ფაქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი და უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებს იძენს. შერ­ჩე­უ­ლი ხის ძირ­ში სუფ­თა პარკს ვშლი და რო­გორც კი ნი­ა­ვი და­უ­ბე­რავს, ტო­ტე­ბი­დან ყვი­თე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბის მტვე­რი ცვი­ვა. ეს პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე დღე გრძელ­დე­ბა. შეგ­რო­ვი­ლი მტვე­რი შინ მი­მაქვს, სუფ­თა მიტ­კალ­ზე ვშლი და მშრალ ად­გი­ლას ვი­ნა­ხავ, რომ ნეს­ტი არ მი­ე­კა­როს. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში ასე­თი მტვე­რი გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად უვარ­გი­სია. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, მტვერს სხვა­დას­ხ­ვა მო­ცუ­ლო­ბის ქი­ლებ­ში ვა­თავ­სებ და გა­სა­ყი­დად მზად არის.

- რო­გორ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ?
- უება­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა სა­სუნ­თ­ქი გზე­ბის­თ­ვის, ბრონ­ქი­ტის­თ­ვის, იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. თავ­და­ხუ­რულ ჭურ­ჭელ­ში მტვე­რი დიდ­ხანს ძლებს, არ ფუჭ­დე­ბა. მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის ორი ხერ­ხი არ­სე­ბობს _ თაფ­ლ­ში ან რძე­ში აზა­ვე­ბენ და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მცი­რე ულუ­ფე­ბად იღე­ბენ. ვინც თაფ­ლის მი­მართ ალერ­გი­უ­ლია, მან სა­სურ­ვე­ლია რძე­ში გა­ა­ზა­ვოს და ისე მი­ი­ღოს. ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში დო­ზა ზედ­მი­წევ­ნით უნ­და და­ვიც­ვათ. ნა­ხე­ვარ­ლიტ­რი­ან ქი­ლა­ში ჩა­ვას­ხათ თაფ­ლი და ერ­თი სუფ­რის კოვ­ზი ნაძ­ვის მტვე­რი კარ­გად ავუ­რი­ოთ, რომ თა­ნაბ­რად გა­ნა­წილ­დეს. სა­სურ­ვე­ლია, მი­ღე­ბა ზაფხუ­ლის ბო­ლოს და­ვიწყოთ, რომ შე­მოდ­გო­მას მომ­ზა­დე­ბუ­ლი შევ­ხ­ვ­დეთ. დღე­ში 3 ჩა­ის კოვ­ზი ჭა­მამ­დე 15-20 წუ­თით ად­რე მი­ვი­ღოთ. ბავ­შ­ვებს ნელ-ნე­ლა უნ­და შე­აჩ­ვი­ოთ და დღე­ში 1 ჩა­ის კოვ­ზი მის­ცეთ, რამ­დე­ნი­მე დღის მე­რე დო­ზა გა­ზარ­დოთ და - ორ­ჯერ დღე­ში, ასე გა­ზარ­დოთ სამ კოვ­ზამ­დე.

- დახ­ლ­ზე გირ­ჩის მუ­რა­ბით სავ­სე ქი­ლე­ბიც გიდ­გათ, მა­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბეთ.
- გირ­ჩის მუ­რა­ბაც კარ­გია გა­ცი­ვე­ბის დროს, იმუ­ნი­ტე­ტის ასა­მაღ­ლებ­ლად. გირ­ჩა ნედ­ლი უნ­და მო­იკ­რი­ფოს, ამას ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა, რად­გან ერ­თი დღი­თაც თუ და­აგ­ვი­ა­ნებთ, ის უკ­ვე არ გა­მოდ­გე­ბა. მა­ი­სის მი­წუ­რუ­ლი­დან ივ­ნი­სის 10 რიცხ­ვამ­დე უნ­და და­იკ­რი­ფოს, შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სით ვამ­ზა­დებთ.

- იქ­ნებ ჩვენც გაგ­ვიმ­ხი­ლოთ რე­ცეპ­ტი?
- ნუ გეწყი­ნე­ბათ, მაგ­რამ ეს სა­ი­დუმ­ლოა.

მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გირ­ჩის მუ­რა­ბის რე­ცეპ­ტის გამ­ხე­ლა­ზე ბორ­ჯომ­სა და ბა­კუ­რი­ან­შიც უარი მი­ვი­ღე. გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი დარ­ცხ­ვე­ნი­ლი ღი­მი­ლით ამ­ბობ­დ­ნენ, ეს თუ გითხა­რით, მა­შინ მყიდ­ვე­ლი აღარ გვე­ყო­ლე­ბა, ყვე­ლა თა­ვის­თ­ვის და­ამ­ზა­დებ­სო. რა თქმა უნ­და, ამა­შიც არის გარ­კ­ვუ­ე­ლი ლო­გი­კა. ამი­ტომ, მკითხ­ველს ჩვენი ძალებით მო­ძი­ე­ბულ გირ­ჩის მუ­რა­ბის რე­ცეპტს შევ­თა­ვა­ზებთ:



გირჩის მურაბა

სა­ჭი­როა: 1 კგ გირ­ჩა, 1,5 კგ შა­ქა­რი და 1 ლ წყა­ლი. გირ­ჩე­ბი უნ­და შე­აგ­რო­ვოთ მა­ის-ივ­ნის­ში, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში. გირ­ჩა რბი­ლი უნ­და იყოს. და­ახ­ლო­ე­ბით 1-3 სმ სიგ­რ­ძის. გირ­ჩე­ბი კარ­გად გა­რეცხეთ გამ­დი­ნა­რე წყალ­ში. შემ­დეგ და­ას­ხით წყა­ლი და შე­მოდ­გით ცეცხ­ლ­ზე. და­უ­მა­ტეთ შა­ქა­რი, მო­უ­რი­ეთ, წა­მო­ა­დუ­ღეთ და ხარ­შეთ 15-20 წთ მა­ღალ ცეცხ­ლ­ზე. შემ­დეგ გად­მოდ­გით და ბო­ლომ­დე გა­ა­ცი­ვეთ. გა­ცი­ვე­ბუ­ლი მუ­რა­ბა და­აბ­რუ­ნეთ ცეცხ­ლ­ზე და ხე­ლახ­ლა წა­მო­ა­დუ­ღეთ. ხარ­შეთ 30 წუ­თი. სი­რო­ფი თან­და­თან ფერს შე­იც­ვ­ლის და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე კა­რა­მე­ლის­ფე­რი გახ­დე­ბა. მუ­რა­ბა კვლავ გად­მოდ­გით და გა­ა­ცი­ვეთ. შემ­დეგ და­აბ­რუ­ნეთ ცეცხ­ლ­ზე და ხე­ლახ­ლა წა­მო­ა­დუ­ღეთ. ხარ­შეთ სა­ნამ სი­რო­ფი არ გას­ქელ­დე­ბა. შემ­დეგ და­აწ­ვე­თეთ თეფ­შ­ზე და და­ე­ლო­დეთ რამ­დე­ნი­მე წუ­თი, თუ ბლან­ტია და ად­ვი­ლად არ იღ­ვ­რე­ბა, ე.ი. მზა­დაა. გა­და­ი­ტა­ნეთ ცხე­ლი მუ­რა­ბა ქი­ლებ­ში და და­ა­ფა­რეთ თავ­სა­ხუ­რი.

გირ­ჩის მუ­რა­ბა შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ გა­ცივ­ე­ბის, სურ­დოს, ბრონ­ქი­ა­ლუ­რი ას­თ­მის, სპაზ­მუ­რი ხვე­ლის დროს. შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საც, 1-2 ჩა­ის კოვ­ზი დი­ლა­ო­ბით, უზ­მო­ზე, ჭა­მამ­დე 20-30 წუ­თით ად­რე.

სა­ლო­მე გო­გო­ხია

კომენტარები

გრიგოლი 2019-10-03 08:00
1) ფიჭვის მტვერის მოპოვება სტატიაში არსებული მეთოდით არ ხდება! 2) ფიჭვის მტვერი და ნაძვის მტვერი (რომელსაც ფალსიფიკატორები ფიჭვის მტვერად ასაღებენ) რადიკალურად სხვადასხვა თვისებების მატარებელია! 3) ფიჭვის მტვერი აღებისთანავე თუ არ გადამუშავდა ლაბორატორიაში ან არ შეერია ნატურალურ თაფლს სწრაფად ფუჭდება და კარგავს სამკურნალო თვისებებს! ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, დაინტერესებული პირები შეგიძლიათ გაეცნოთ იაპონელი, ამერიკელი, ჩინელი, გერმანელი და ა.შ მეცნიერების ნაშრომებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ინტერნეტით! ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ სათანადო ინფორმაციას ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკის ფიჭვის მტვერის შესახებ საიტზე www.pinolan.ge
emigranti 2019-06-10 16:57
მე მაინტერესებს წიწვების ნახარშსაც ტუ შვამენ. სადგაც წავიკიტხე და ვეღარ მივაგენი იქნებ იციტ ვინმემ???
ნინა 2019-05-09 22:02
ნაძვის მტვერია არა , ფიჭვის მტვერია სამკურნალო.ფიჭვის მტვერ აგროვებემ და მას ვიყენევთ სქმკურნალოდ.ასევე ფიჭვის გირჩის მურაბა...
irakli 2018-12-09 18:26
Vamzadeb didi raodenobit girchs shemidlia mtveris shegrovebac da murabis damzabebac abastumnidan, mesawiroeba realizatori,
nino 2017-05-22 20:56
dges shevagrove girchebi da aris normaze didi ase 4 5 santimetris da gamova murabaa?didi zomis xoaraa ukvee?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები