ორი ულამაზესი ყვავილი, რომელსაც დასამშვიდებლად და ძილის მოსაწესრიგებლად იყენებენ

ყვავილების მოყვარული გახლავართ და თან გარდა იმისა, რომ ყვავილებს ვახარებ, ვამრავლებ, ვცდილობ, მათ შესახებ ბევრი რამ შევიტყო, განსაკუთრებით, მათი სამკურნალო თვისებების შესახებ. ცნობილი ამბავია, რომ მცენარეული სამკურნალო საშუალებები გაცილებით უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ვიდრე ქიმიური პრეპარატები, ამიტომ ფიტოთერაპია ჩემი ინტერესის სფეროშია ასევე. 

ცოტა ხნის წინ ორი სრულიად უცნობი მცენარე აღმოვაჩინე და მინდა თქვენც გიამბოთ მათ შესახებ. ძალიან ლამაზი ყვავილებია და თან თურმე, სასარგებლოც. 

უძილობა მაწუხებს ბოლო დროს და ათასგვარი მეთოდით ვებრძვი. მარტო ჩემი პრობლემა არ არის, ჩემ გარშემო ბევრი უჩივის ამას. სტრესულ და გადატვირთულ
გარემოში არავის უკვირს ალბათ. რა აღარ ვცადე და ბოლოს მივაგენი სრულიად მცენარეულ საშუალებას, "ფიტორემის" აბებს, რომელმაც ყველაზე დადებითად იმოქმედა ჩემზე. რა თქმა უნდა, ყიდვისთანავე დავინტერესდი შემადგენლობით და ჩემთვის ნაცნობ, უკვე რა ხანია აღიარებულ ეფექტურ მცენარეებთან ერთად, როგორებიცაა შვრია, კატაბალახა, პასიფლორა, უნაბი... ვიპოვე უცნობი სახელწოდებები - კალიფორნიული ეშოლცია, ანუ ყვითელი ყაყაჩო და კურდღლისფრჩხილა.  

მეც გავიგე ბევრი რამ ამ მცენარეებზე და თქვენც გიზიარებთ:


კალიფორნიული ეშოლცია, ანუ ყვითელი ყაყაჩო

ხარობს ამერიკის კონტინენტზე. იგი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა აბორიგენი ინდიელების მიერ საძილე, დამამშვიდებელ და სპაზმების მომხსნელ საშუალებად. შეიცავს ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, ფლავონოიდებს, ფოტოსტეროლებს, რომლებიც ხელს უწყობენ ძილს და მოდუნებას. სამშობლო კალიფორნიაა, მაგრამ თავს კარგად გრძნობს ზომიერ კლიმატურ რეგიონშიც, ადვილად გასაზრდელი მცენარეა და დამწყები მოყვარულიც შეძლებს მის გაზრდას, მთავარია, მისი თავისებურებების გათვალისწინება, მაშინ იგი დიდხანს გაახარებთ ყვავილების მრავალფეროვნებით - მაისიდან ოქტომბრამდე.

კურდღლისფრჩხილა 

გამოიყენება როგორც სედატიური საშუალება, ასევე დაძაბულობისა და აღგზნებულობის საწინააღმდეგოდ. მცენარეთა გვარია პარკოსანთა ოჯახისა. მწავალწლოვანი, იშვიათად ორწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახები ან ბუჩქბალახებია. აერთიანებს 100-ზე მეტ სახეობას, რომელიც გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში გვხვდება 5 სახეობა.
საქართველოში ყველგან იზრდება. ნიადაგის მიმართ ნაკლებმომთხოვნია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები