ყველას გაუსინჯავს, მაგრამ  არ იციან, რომ წონის სწრაფ კლებას უწყობს ხელს

სეზამის მარცვლები ბევრს ეგემრიელება. სეზამმოყრილ პურ-ფუნთუშეულს ხომ გამორჩეული გემო და სურნელი აქვს. თუმცა ყველამ არ იცის, რომ ეს გემრიელი ნამცეცები და მათგან მიღებული ზეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია.
სეზამი იყო პირველი მცენარე, რომელიც ზეთის მისაღებად გამოიყენეს. ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტურ წყაროებშია აღმოჩენილი სეზამის მარცვლების შესახებ ცნობები და ზეთსახდელი მოწყობილობები. მას უკვდავების და სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.
ძველ რომში მიაჩნდათ, რომ მცენარის თესლები მატებდა ფიზიკურ ძალას და ამაღლებდა პოტენციას. სეზამი, იგივე შირბახტი, იგივე ქუნჯუთია.
მისი ზეთი დღესაც მთელ მსოფლიოშია ცნობილი სასარგებლო
თვისებებით. ეს თვისებათა საკმაოდ გრძელი ჩამონათვალია, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
  • სისხლძარღვთა კედლების გაძლიერება, მათი ელასტიურობის ამაღლება, ქოლესტერინის დონის დაბლა დაწევა.
  • რეგულარულ მიღებას შეუძლია სისხლის ცირკულაციის და შემადგენლობის გაუმჯობესება.
  • ამცირებს თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმს.
  • ხელს უწყობს თრომბოციტების რაოდენობის მომატებას. ანემიის და დაბალი შედედების შემთხვევაში უცილებელიც არის შირბახტის ზეთის მიღება.

  • კარგად ასუფთავებს და ატენიანებს ნაწლავებს.
  • ხელს უწყობს ფეკალური მასების სწრაფ გამოდევნას ნაწლავებიდან.
  • ხელს უწყობს კუჭის წვენის მჟავიანობის შემცირებას.
  • აღადგენს ღვიძლის სტრუქტურას.
  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მასში შემავალი აქტიური ნივთიერებები მონაწილეობენ კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის გამომუშავებაში.

  • სიმსუქნის დროს, სეზამინი, რომელსაც შეიცავს შირბახტის ზეთი, აქტიურად უწყობს ხელს წონის კლებას. სტაბილიზირდება ცხიმოვანი ცვლა, და აქტიურდება გახდომის ფაქტორები.
  • აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ეხმარება ორგანიზმს შლაკების, ტოქსინების, მძიმე მეტალებისგან გაწმენდაში.
  • ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება
  • ეფექტურია ფილტვების დაავადებების, ქოშინის, ასთმის, მშრალი ხველის დროს
  • რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის დროს
  • ამაგრებს კბილებს და ძვლებს
  • ეფექტურია მამაკაცებში სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დარღვევების დროს
  • ანელებს დაბერების პროცესს და კუნთებში ანთებით-დისტროფიულ და სკლეროზულ ცვლილებებს
  • გამოიყენება დერმატოზების და ფსორიაზის მკურნალობისათვის
სეზამის ზეთის სისტემატური მიღება დღეს ძალიან ადვილია, ის აფთიაქებში იყიდება და რაც მთავარია, კოვზით ზეთის სმა არ მოგიწევთ. თანამედროვე ფარმაცევტული ტექნოლოგიების წყალობით დღეს შირბახტის ზეთი კაფსულებად გამოდის. დღეში 1-2 კაპსულა საკმარისია. მას არ სჭირდება ექიმის დანიშნულება, რადგან ეს წამალი არ გახლავთ, მხოლოდ სასარგებლო ბუნებრივი საკვები დანამატია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები