თქვენს აგარაკზე ან ეზოში ეს მცენარე თუ შენიშნეთ, ნუ იჩქარებთ მის მოშორებას!

ეს მცენარე ბევრი მებაღისთვის კარგადაა ცნობილი, დანდურთან ბრძოლა ხომ არც ისე ადვილია. საკმაოდ ჯიშიანი სარეველაა. დანდური 25 წლამდე ცოცხლობს. ბევრი ადამიანი ამ მცენარეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სარეველად მიიჩნევს, თუმცა გვინდა დაგამშვიდოთ, ეს სარეველა კი არა, სამკურნალო მცენარეა და თუ თქვენს ბაღში შენიშნეთ, მის მოშორებას ნუ იჩქარებთ. საცოდაობაა დანდურის სამკურნალო თვისებების არგამოყენება.

ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბაღის, ისე ველური დანდური. ამ მცენარის ფოთლები მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. დანდური შეიცავს რკინასა და ადვილად ათვისებად კალცს. მდიდარია A ვიტამინითაც. ყველა ეს ნივთიერება ხელს უშლის სიმსივნური

უჯრედების წარმოქმნას და ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. დანდურის გამოყენება რეკომენდებულია ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის და ძალიან კარგად მოქმედებს მათ ნერვულ სისტემაზე. ბევრმა დიასახლისმა იცის დანდურის გემო და მის სალათებს და მწნილსაც კი აკეთებენ.

ამ მცენარეს ხრაშუნა და ლიმონის სიმჟავის მქონე არომატი აქვს. დანდურით ძალიან კარგი სალათის გაკეთებაა შესაძლებელი. ქორფა დანდური ძალიან უხდება ხორცსა და თევზს. კარგია მისი გარნირად გამოყენება. დანდურს ხარშავენ, უმატებენ ნიორს, ძმარს და თუშავენ ხახვთან ერთად, ის ძალიან უხდება სოკოსაც.

კომენტარები

iamze 2019-07-29 08:50
qardava
Ciuri 2019-07-06 04:18
Chventan sofelshi ezoshi bevri gvqonda zalian kargia
შორენა 2019-07-03 22:39
დანდური და ღანძილი სხვადასხვაა,დანდურს იმერეთში მსუქანასაც ეძახიან,მოხარშული ძმრით, ქინძითა და ნიგვზით ძალიან გემრიელია
ძიძია 2019-07-02 00:42
ეს მცენარე დანდურია.ღანძილი სხვაა. უმადაც შეგიძლიათ მიირთვათ.
საბერძნეთშიცაა გავრცელებული.
ანდრაკლას ეძახიან.
დედა,ყოველ წელს ამზადებდა კონსერვს.საზამთროდ გ ვინახავდა.
ადუღებულ წყალში მოთუთქავთ.
შეაზავებთ ნივრით,ძმრით ან ლიმონით,ქინძით,მარილუთ,წიწაჯით და ზეთით.
სხვა რეცეპტებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი გემოვნებით.
eka 2019-05-12 23:44
nigvzitac gemrielia

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები